მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586001.
განთიადი | თავი XXVII
ჩვენ ვიწრო მინდორზე დავბრუნდით და იქ დავიწყეთ ჩუმად ლოდინი.
We darted back to the long meadow and then waited silently.
586002.
განთიადი | თავი XXVII
ჩემდა გასაკვირად, კარლაილის უკან მძიმე დიდი თათების ხმაც მესმოდა.
I was surprised to hear the heavy pad of big paws following behind Carlisle.
586003.
განთიადი | თავი XXVII
– აი, იმ კლდეზე იდგა.
– She was up on that ridge.
586004.
განთიადი | თავი XXVII
– იქნებ ემეტსა და ჯასპერსაც დაურეკოთ და ისინიც წაიყვანოთ.
– Maybe you should call Emmett and Jasper and have them come with you.
586005.
განთიადი | თავი XXVII
რატომღაც ძალიან განაწყენებული მომეჩვენა.
She looked really upset.
586006.
განთიადი | თავი XXVII
დამიღრინა კიდეც.
She growled at me.
586007.
განთიადი | თავი XXVII
კარლაილმა მას მხარზე ხელი დაადო.
Carlisle put a hand on his arm.
586008.
განთიადი | თავი XXVII
– მეც მოგყვები, – დაიჟინა ედუარდმა.
– I'm coming with you, - Edward insisted.
586009.
განთიადი | თავი XXVII
ბოლოს კარლაილმა თავი დაუქნია და ჯასპერთან ან ემეტთან დარეკვის გარეშე ირინას კვალს გაჰყვნენ.
Finally, Carlisle nodded, and they took off to find the trail without calling for Jasper or Emmett.
586010.
განთიადი | თავი XXVII
ჯეიკობმა მოუთმენლად ამოიქშინა და ზურგზე დრუნჩი გამკრა.
Jacob huffed impatiently and poked my back with his nose.
586011.
განთიადი | თავი XXVII
ყოველი შემთხვევისთვის, რენესმეს უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იყო საჭირო.
He must want Renesmee back at the safety of the house, just in case.
586012.
განთიადი | თავი XXVII
მეც დავეთანხმე და ლეას და სეთის თანხლებით სახლისკენ გავიქეცით.
I agreed with him on that, and we hurried home with Seth and Leah running at our flanks.
586013.
განთიადი | თავი XXVII
რაკი ნადირობა შეწყდა, დონორის სისხლის დალევა მოუწევდა.
Since the hunting trip had been aborted, she would just have to make do with donated blood.
586014.
განთიადი | თავი XXVIII
კარლაილი და ედუარდი ირინას ვერ დაეწივნენ.
Carlisle and Edward had not been able to catch up with Irina.
586015.
განთიადი | თავი XXVIII
აღმოსავლეთ ნაპირამდეც კი გადაცურეს, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს.
They'd swum to the other bank to see if her trail, but there was no trace of her.
586016.
განთიადი | თავი XXVIII
ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.
It was all my fault.
586017.
განთიადი | თავი XXVIII
როგორც ელისმა განჭვრიტა, ის კალენებთან შესარიგებლად მოდიოდა.
She had come, as Alice had seen, to make peace with the Cullens.
586018.
განთიადი | თავი XXVIII
ნეტა მანამდე შემემჩნია, სანამ ჯეიკობი გარდაისახებოდა, ან სადმე სხვაგან წავსულიყავით სანადიროდ.
I wished I'd noticed her earlier before Jacob had phased, I wished we'd gone hunting somewhere else.
586019.
განთიადი | თავი XXVIII
რაღას ვიზამდით.
There wasn't much to be done.
586020.
განთიადი | თავი XXVIII
კარლაილმა ტანიას დაურეკა და ეს სამწუხარო ამბავი აცნობა.
Carlisle had called Tanya with the disappointing news.