მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585981.
განთიადი | თავი XXVII
კანის ბზინვარებასაც რომ არ გაეცა, ისე გაშეშებულიყო, მაინც მივხვდებოდი.
If her skin had not given her away, her stillness would have.
585982.
განთიადი | თავი XXVII
ის უცნობი იყო.
She was a stranger.
585983.
განთიადი | თავი XXVII
თუმცა, მისი ოქროსფერი თვალების დანახვისთანავე მივხვდი, ვინც იყო.
But I knew her at once from her golden eyes.
585984.
განთიადი | თავი XXVII
ალბათ მასაც აინტერესებდა, მე ვინ ვიყავი.
I wondered if she would guess immediately who I was as well.
585985.
განთიადი | თავი XXVII
ცალი ხელი ავწიე, მინდოდა, დამექნია.
I half-raised my hand, about to wave.
585986.
განთიადი | თავი XXVII
ტყიდან რენესმეს ყიჟინი მომესმა, ჯეიკობმა შეჰყმუვლა.
I heard Renesmee's cry of victory from the forest, heard Jacob's echoing howl.
585987.
განთიადი | თავი XXVII
ის უშველებელ, წითურ მაქციას უთვალთვალებდა – მაქციას, რომელმაც მისი საყვარელი ლორანი მოკლა.
An enormous russet werewolf, perhaps the very one who had killed her Laurent.
585988.
განთიადი | თავი XXVII
მაგრამ მან დაიღრინა, კბილები დაკრიჭა და ზურგი მაქცია.
She turned back to me, and her lip curled back over her teeth.
585989.
განთიადი | თავი XXVII
სანამ მისი ღრენა ჩემამდე მოაღწევდა, ის უკვე აღარსად ჩანდა.
When the faint sound reached me, she had already disappeared.
585990.
განთიადი | თავი XXVII
მაშინვე რენესმესა და ჯეიკობის მოსაძებნად გავიქეცი.
I sprinted after Renesmee and Jacob.
585991.
განთიადი | თავი XXVII
ზუსტად ორ წამში მივაგენი მათ.
It only took me two seconds to reach them.
585992.
განთიადი | თავი XXVII
ჯეიკობმა ჩემი შეშფოთებული სახის დანახვაზე ყურები ცქვიტა და კბილებდაკრეჭილი ჩემკენ გამოიქცა.
Jacob's ears flattened as he took in my expression, he crouched forward, baring his teeth.
585993.
განთიადი | თავი XXVII
დრუნჩი ნანადირევის სისხლით ჰქონდა მოთხვრილი.
His muzzle was streaked with blood from his kill.
585994.
განთიადი | თავი XXVII
მაშინვე ჩემთან მოირბინა და ცნობისმოყვარედ შემეხო ღაწვებზე.
She leaped into my arms, pressing her curious hands against my cheeks.
585995.
განთიადი | თავი XXVII
მობილური ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე.
I pulled out my cell phone and hit the speed dial.
585996.
განთიადი | თავი XXVII
ჯეიკობი და რენესმე დაძაბულები მისმენდნენ.
Jacob and Renesmee listened intently.
585997.
განთიადი | თავი XXVII
– სასწრაფოდ მოდი და კარლაილიც წამოიყვანე.
– Come, bring Carlisle.
585998.
განთიადი | თავი XXVII
– ირინა ვნახე და მანაც დამინახა.მაგრამ მერე ჯეიკობიც შეამჩნია და გაიქცა.
– I saw Irina, and she saw me, but then she saw Jacob and she got mad and ran away.
585999.
განთიადი | თავი XXVII
თუ ისევ არ გამოჩნდა, შენ და კარლაილი გაეკიდეთ და დაელაპარაკეთ.
If she doesn't, you and Carlisle have to go after her and talk to her.
586000.
განთიადი | თავი XXVII
– ნახევარ წუთში მანდ ვიქნებით, – მითხრა თუ არა ედუარდმა, ქარის შხუილი გავიგონე.
– We'll be there in half a minute, – Edward assured me, and I could hear the whoosh of the wind.