მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586641.
განთიადი | თავი XXX
– ტანია, ჩვენ ბრძოლას არ გთხოვთ, – ტანიას გონებაში უფრო მეტი ამოიკითხა ედუარდმა.
– Tanya, we don't expect you to fight with us.
586642.
განთიადი | თავი XXX
– თუ ვოლტურები თქვენს მოსმენას არ მოინდომებენ, უქმად ვერ ვიდგებით, – დაიჟინა ტანიამ.
- If the Volturi won't pause to listen to our witness, we cannot simply stand by, - Tanya insisted.
586643.
განთიადი | თავი XXX
კეიტმა ჩაიფხუკუნა.
Kate snorted.
586644.
განთიადი | თავი XXX
კეიტმა მხრები აიჩეჩა.
Kate shrugged.
586645.
განთიადი | თავი XXX
კარმენმა ჩაიხუტა და ესპანურად გამოელაპარაკა.
Carmen hugged her close, murmuring to her in Spanish.
586646.
განთიადი | თავი XXX
იქნებ რენესმე ჩვენი მტრების გულებსაც მოინადირებდა.
Maybe Renesmee could win over our enemies.
586647.
განთიადი | თავი XXX
მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ელისმა დაგვტოვა და ჩემი იმედი ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა.
And then I remembered that Alice had left us, and my hope vanished as quickly as it had appeared.
586648.
განთიადი | თავი XXXI
ტანიამ ჯეიკობს შეავლო თვალი.
Tanya eyed Jacob.
586649.
განთიადი | თავი XXXI
– თუ ვოლტურები ნესის მოსასმენად არ გაჩერდებიან, უფრო სწორად, რენესმესი, – შეასწორა მაშინვე, რადგან გაახსენდა, რომ ტანიამ მის მიერ შერქმეული სულელური მეტსახელი არ იცოდა, – მათ ჩვენ შევაჩერებთ.
- If the Volturi won't stop to listen about Nessie, I mean Renesmee, - he corrected himself, remembering that Tanya would not understand his stupid nickname - we will stop them.
586650.
განთიადი | თავი XXXI
– ძალიან მამაცი ყოფილხარ, ახალგაზრდავ, მაგრამ ვოლტურების შეჩერება ბევრად გამოცდილ მეომრებსაც გაუჭირდებათ.
- Very brave, child, but that would be impossible for more experienced fighters than you are.
586651.
განთიადი | თავი XXXI
– თქვენ არ იცით, ჩვენ რა შეგვიძლია.
- You don't know what we can do.
586652.
განთიადი | თავი XXXI
ტანიამ მხრები აიჩეჩა.
Tanya shrugged.
586653.
განთიადი | თავი XXXI
– მამა სხვათა აზრებს კითხულობს, დედა „ფარია“, შვილი კი ნებისმიერს მონუსხავს.
"A mind reader for a father, a shield for a mother, and this child has bewitched us.
586654.
განთიადი | თავი XXXI
ნეტა მის უნარს რა უნდა ვუწოდოთ, ან ყველა ჰიბრიდი ვამპირისთვის ეს ნორმაა.
I wonder if there is a name for what she does, or if it is the norm for a vampire hybrid.
586655.
განთიადი | თავი XXXI
ელეაზარს მხარზე წაავლო ხელი.
He reached out and caught Eleazar's shoulder.
586656.
განთიადი | თავი XXXI
– ჩემს ცოლს რა უწოდე?
– What did you just call my wife?
586657.
განთიადი | თავი XXXI
– ფარი, აი, ახლაც მბლოკავს, თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი.
- A shield, she's blocking me now, so I can't be sure.
586658.
განთიადი | თავი XXXI
შუბლშეჭმუხნილი მივაშტერდი ელეაზარს.
I stared at Eleazar, my brows furrowing in confusion.
586659.
განთიადი | თავი XXXI
– ფარი? – გაიმეორა ედუარდმა.
"A shield?" Edward repeated.
586660.
განთიადი | თავი XXXI
აი, ამწუთას შენ მის აზრებს კითხულობ? – ჰკითხა ელეაზარმა.
- Can you hear her thoughts right now? - Eleazar asked.