მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586901.
განთიადი | თავი XXXII
ამჯერად ის შეხტა.
This time he shuddered.
586902.
განთიადი | თავი XXXII
– ყველაფერს კარგად აკეთებ, ბელა.
– You're doing an amazing job, Bella.
586903.
განთიადი | თავი XXXII
– შენ სულ რამდენიმე დღეა ვარჯიშობ და უკვე გამოგდის პროექტირება.
- You've really only been working at this for a few days and you're already projecting sporadically.
586904.
განთიადი | თავი XXXII
კეიტმა ტუჩები აიბზუა.
Kate pursed her lips.
586905.
განთიადი | თავი XXXII
– ბელას აშკარად დიდი ძალა აქვს.
She's obviously got tremendous ability.
586906.
განთიადი | თავი XXXII
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთ შეუძლია.
She can do better, I'm sure.
586907.
განთიადი | თავი XXXII
გაკვირვებული მივაშტერდი და ჩემდა უნებურად კბილები დავკრიჭე.
I stared at her in disbelief, my lips automatically curling back from my teeth.
586908.
განთიადი | თავი XXXII
ჩემ თვალწინ ედუარდს ელექტროდენს ურტყამდა, ამაზე მეტი სტიმული რაღა უნდა ყოფილიყო?
How could she think I lacked motivation with her shocking Edward right here in front of me?
586909.
განთიადი | თავი XXXII
ჩემი ვარჯიშის მაყურებელთა ჩურჩული მომესმა, თავიდან მხოლოდ ელეაზარი, კარმენი და ტანია მადევნებდნენ თვალს, მაგრამ მალე მათ გარეტიც შეუერთდა, გარეტს ბენიამინი, ტია, შივოუნი და მეგიც მოჰყვნენ, ახლა კი ალისტერსაც მაშტერდებოდა მესამე სართულის ფანჯრიდან.
I heard murmurs from the audience that had grown steadily as I practiced – only Eleazar, Carmen, and Tanya at first, but then Garrett had wandered over, then Benjamin and Tia, Siobhan and Maggie, and now even Alistair was peering down from a window on the third story.
586910.
განთიადი | თავი XXXII
მაყურებლები ედუარდს დაეთანხმნენ, მათი აზრითაც, უკეთ გამომდიოდა.
The spectators agreed with Edward. they thought I was already doing well.
586911.
განთიადი | თავი XXXII
ის უკვე მდინარისკენ გარბოდა, სადაც ზაფრინა, სენა და რენესმე დასეირნობდნენ, რენესმეს ზაფრინასთვის ხელი ჩაეჭიდა და ერთმანეთს „სურათებს“ აჩვენებდნენ.
She darted along the curve of the river to where Zafrina, Senna, and Renesmee were walking, Renesmee's hand in Zafrina's as they traded pictures back and forth.
586912.
განთიადი | თავი XXXII
მათ უკან ჯეიკობი დაჰყვებოდა.
Jacob shadowed them from behind.
586913.
განთიადი | თავი XXXII
– ნესი, დედიკოს დაეხმარები?
– Nessie, would you like to come help your mother?
586914.
განთიადი | თავი XXXII
– არავითარ შემთხვევაში, კეიტ, – დავისისინე მე.
– Absolutely not, Kate, – I hissed.
586915.
განთიადი | თავი XXXII
რენესმე ჩემკენ გამოიქცა და მეც მაშინვე გავშალე მკლავები.
Renesmee reached for me, and I opened my arms automatically.
586916.
განთიადი | თავი XXXII
– დედიკო, მე შენი დახმარება მინდა, – გადაჭრით მითხრა.
– Momma, I want to help, – she said in a determined voice.
586917.
განთიადი | თავი XXXII
– არა, – სასწრაფოდ უკან დავიხიე.
– No, – I said, quickly backing away.
586918.
განთიადი | თავი XXXII
კეიტმა ჩემკენ ფრთხილად გადმოდგა ნაბიჯი და ხელი გამოიწვდინა.
Kate had taken a deliberate step in my direction, her hand stretched toward us.
586919.
განთიადი | თავი XXXII
კეიტი, როგორც ჩანდა, ამას ვერ ხვდებოდა.
Kate probably didn't understand.
586920.
განთიადი | თავი XXXII
ვერ ხვდებოდა, რომ თავს ზედმეტის უფლებას აძლევდა.
She must not have realized just how far past too far she'd already gone.