მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589241.
დაბნელება | თავი 2
ვუცდიდი, საუბარი იქნებ თვითონ წამოიწყოს-მეთქი. ხმა არ ამოუღია. მე დავიძაბე.
I waited, wondering if he would bring it up himself. He didn’t, and this made me tense.
589242.
დაბნელება | თავი 2
ნეტავ რა იხილა ელისმა ლანჩზე?
What had Alice seen today at lunch?
589243.
დაბნელება | თავი 2
ჩარლის სახლთან ისე მივედით, ერთი სიტყვაც არ გვითქვამს.
So we were both silent until we got to back to Charlie’s house.
589244.
დაბნელება | თავი 2
– ამაღამ ბევრი სამეცადინო არ გვაქვს, – დაილაპარაკა ბოლოს.
“Light homework load tonight,” he commented.
589245.
დაბნელება | თავი 2
– ჰო, – დავეთანხმე.
“Mmm,” I assented.
589246.
დაბნელება | თავი 2
– შეიძლება შიგნით შემოვიდე?
“Do you suppose I’m allowed inside again?”
589247.
დაბნელება | თავი 2
– რა ვიცი, ამ დილით მანქანით რომ გამომიარე, ჩარლის შენთვის არ უგინებია.
“Charlie didn’t throw a fit when you picked me up for school.”
589248.
დაბნელება | თავი 2
არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ, თუ სამსახურიდან დაბრუნებულ ჩარლის სახლში ედუარდი დახვდებოდა, ძალიან გაბრაზდებოდა.
But I was sure Charlie was going to turn sulky fast when he got home and found Edward here.
589249.
დაბნელება | თავი 2
არა უშავს, სადილად რამე განსაკუთრებულს მოვუმზადებ.
Maybe I should make something extra-special for dinner.
589250.
დაბნელება | თავი 2
მეორე სართულზე ავედი, ედუარდი უკან გამომყვა.
Inside, I headed up the stairs, and Edward followed.
589251.
დაბნელება | თავი 2
ჩემს საწოლზე წამოწვა და ფანჯარაში ყურება დაიწყო, თითქოს ჩემს მოუსვენრობას საერთოდ ვერ ამჩნევსო.
He lounged on my bed and gazed out the window, seeming oblivious to my edginess.
589252.
დაბნელება | თავი 2
ჩანთა მოვიხსენი და კომპიუტერი ჩავრთე.
I stowed my bag and turned the computer on.
589253.
დაბნელება | თავი 2
დედაჩემისგან ახალი იმეილი მომსვლოდა. სასწრაფოდ უნდა მეპასუხა, თორემ ინერვიულებდა.
There was an unanswered email from my mom to attend to, and she got panicky when I took too long.
589254.
დაბნელება | თავი 2
თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი მაგიდაზე, სანამ ჩემი დაჩაჩანაკებული კომპიუტერი ხვნეშა-ხვნეშით იღვიძებდა.
I drummed my fingers as I waited for my decrepit computer to wheeze awake; they snapped against the desk, staccato and anxious.
589255.
დაბნელება | თავი 2
– რა ხდება, დღეს რამე გაწუხებს? – დაიჩურჩულა.
“Are we a little impatient today?” he murmured.
589256.
დაბნელება | თავი 2
თავი ავწიე, რათა სარკასტული პასუხი გამეცა, მაგრამ სახე ჩემთან ძალზე ახლოს მოეტანა.
I looked up, intending to make a sarcastic remark, but his face was closer than I’d expected.
589257.
დაბნელება | თავი 2
მისი გრილი სუნთქვა გახსნილ ბაგეზე მელამუნებოდა.
His breath was cool against my open lips.
589258.
დაბნელება | თავი 2
უმალ გადამავიწყდა ჩემო მახვილგონივრული კომენტარი.
I couldn’t remember the witty response I’d been about to make.
589259.
დაბნელება | თავი 2
ჩემი სახელიც კი აღარ მახსოვდა.
I couldn’t remember my name.
589260.
დაბნელება | თავი 2
გონს მოსვლა არ დამაცალა.
He didn’t give me a chance to recover.