მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589181.
დაბნელება | თავი 2
ყურადღება გამეფანტა.
My attention drifted.
589182.
დაბნელება | თავი 2
თავისუფლება, რომლითაც წუთის წინ ასე ვტკბებოდი, უკვე აღარ მახარებდა.
I was surprised to find that the subject of my freedom was suddenly not as gratifying as it had been just a moment ago.
589183.
დაბნელება | თავი 2
სანამ მეგობრები პორტ-ანჯელესსა თუ ჰოქვიემში გასეირნებაზე თათბირობდნენ, მე ბრაზი მომერია.
While they discussed things to do in Port Angeles or maybe Hoquiam, I began to feel disgruntled.
589184.
დაბნელება | თავი 2
მალე მივხვდი, რაც მაწუხებდა.
It didn’t take long to determine where my restlessness stemmed from.
589185.
დაბნელება | თავი 2
დიახ, ყველგან შემეძლო წასვლა, გარდა ლა-პუშისა, ყველაფრის გაკეთების უფლება მქონდა, გარდა ჯეიკობის ნახვისა.
Sure, I was free to go to anywhere I wanted — except La Push; free to do anything I wanted — except see Jacob.
589186.
დაბნელება | თავი 2
მოვიღუშე.
I frowned.
589187.
დაბნელება | თავი 2
აუცილებლად უნდა მეპოვა ყველა მხარისთვის მისაღები გამოსავალი...
There had to be some kind of middle ground.
589188.
დაბნელება | თავი 2
– ელის? ელის! ფიქრებიდან ანგელას ძახილმა გამომაფხიზლა.
“Alice? Alice!” Angela’s voice yanked me from my reverie.
589189.
დაბნელება | თავი 2
ის გაშტერებული ელისის წინ იქნევდა ხელებს.
She was waving her hand back and forth in front of Alice’s blank, staring face.
589190.
დაბნელება | თავი 2
ელისის ეს გამომეტყველება მეცნო... და ავტომატურად, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
Alice’s expression was something I recognized — an expression that sent an automatic shock of panic through my body.
589191.
დაბნელება | თავი 2
მისმა არაფრის მთქმელმა მზერამ მიმახვედრა, რომ ის ახლა კაფეტერიიდან შორს, ძალიან შორს იყურებოდა, მაგრამ რასაც ხედავდა, მკაფიო და რეალური იყო.
The vacant look in her eyes told me that she was seeing something very different from the mundane lunchroom scene that surrounded us, but something that was every bit as real in its own way.
589192.
დაბნელება | თავი 2
ხედავდა იმას, რაც ახლოვდებოდა, რაც მალე მოხდებოდა.
Something that was coming, something that would happen soon.
589193.
დაბნელება | თავი 2
ვიგრძენი, როგორ წამივიდა სახიდან ფერი.
I felt the blood slither from my face.
589194.
დაბნელება | თავი 2
ამ დროს ედუარდმა უდარდელად გაიცინა.
Then Edward laughed, a very natural, relaxed sound.
589195.
დაბნელება | თავი 2
ანგელა და ბენი მისკენ შეტრიალდნენ, მე კი ელისისთვის თვალები არ მომიშორებია.
Angela and Ben looked toward him, but my eyes were locked on Alice.
589196.
დაბნელება | თავი 2
ელისი უეცრად შეხტა, თითქოს მაგიდის ქვემოთ ვიღაცამ ფეხი წაარტყაო.
She jumped suddenly, as if someone had kicked her under the table.
589197.
დაბნელება | თავი 2
– რაო, უკვე ძილის დროა, ელის? – გამოაჯავრა ედუარდმა.
“Is it naptime already, Alice?” Edward teased.
589198.
დაბნელება | თავი 2
– უკაცრავად, მგონი, ფიქრებმა გამიტაცა.
“Sorry, I was daydreaming, I guess.”
589199.
დაბნელება | თავი 2
– კიდევ ორ გაკვეთილზე ჯდომას ისევ ეგ ჯობია, – იხუმრა ბენმა.
“It's better than facing two more hours of school,” Ben said.
589200.
დაბნელება | თავი 2
ელისი საუბარში უწინდელზე მონდომებით ჩაერთო, ზედმეტადაც კი აქტიურობდა.
Alice threw herself back into the conversation with more animation than before — just a little bit too much.