მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589281.
დაბნელება | თავი 2
ზუსტად თავქარიან რენეს შეეფერებოდა ერთ მომენტში სიმაღლის შიში, ხოლო მეორეში – პარაშუტით გადმოხტომა ან ზღვაში ჩაყვინთვა.
It was so like my mother to forget exactly how paralyzed she was by heights until she was already strapped to a parachute and a dive instructor.
589282.
დაბნელება | თავი 2
ცოტა გავბრაზდი ფილზე, რომ ამის ნებას მისცა.
I felt a little frustrated with Phil for allowing that one.
589283.
დაბნელება | თავი 2
თავქარიანი რენე.
Scatterbrained Renée.
589284.
დაბნელება | თავი 2
ედუარდის კოცნით ჯერ ისევ გაბრუებული, დედაჩემის საბედისწერო შეცდომაზე დავფიქრდი.
With the blood still pounding in my head from Edward’s kiss, I couldn’t help but think of my mother’s most life-altering mistake.
589285.
დაბნელება | თავი 2
სულელი და რომანტიკოსი, სკოლის დამთავრებისთანავე თითქმის უცნობ ბიჭზე გათხოვდა. ერთ წელიწადში მე გამაჩინა.
Silly and romantic, getting married fresh out of high school to a man she barely knew, then producing me a year later.
589286.
დაბნელება | თავი 2
ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს არასდროს უნანია და რომ მე მის ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი ვიყავი.
She’d always promised me that she had no regrets, that I was the best gift her life had ever given her.
589287.
დაბნელება | თავი 2
თუმცა, თვითონ გამუდმებით ტვინს მიბურღავდა, რომ გონიერი ხალხი ქორწინებას სერიოზულად უყურებს.
And yet she’d drilled it into me over and over — smart people took marriage seriously.
589288.
დაბნელება | თავი 2
ჭკვიანი ხალხი ჯერ კოლეჯში სწავლობს, მერე მუშაობას იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრსო.
Mature people went to college and started careers before they got deeply involved in a relationship.
589289.
დაბნელება | თავი 2
ყოველთვის სჯეროდა, რომ მე მისნაირი სულელი და პროვინციული აზროვნების გოგო არ ვიქნებოდი...
She knew I would never be as thoughtless and goofy and small-town as she’d been....
589290.
დაბნელება | თავი 2
კბილი კბილს დავაჭირე და ყურადღების საპასუხო წერილზე გადატანა ვცადე.
I gritted my teeth and tried to concentrate as I answered her letter.
589291.
დაბნელება | თავი 2
უცებ მის ბოლო სიტყვებს დავაკვირდი და მივხვდი, რატომაც მიჭირდა პასუხის გაცემა.
Then I hit her parting line and remembered why I’d neglected to write sooner.
589292.
დაბნელება | თავი 2
რას საქმიანობს?
What’s he up to these days?
589293.
დაბნელება | თავი 2
ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამის უკან ჩარლი იდგა.
Charlie was prompting her, I was sure.
589294.
დაბნელება | თავი 2
ამოვიოხრე და სწრაფად დავიწყე ბეჭდვა. პასუხი მის კითხვაზე სულ ორ ხაზზე დავატიე.
I sighed and typed quickly, tucking the answer to her question between two less sensitive paragraphs.
589295.
დაბნელება | თავი 2
„ჯეიკობი კარგადაა. ხშირად ვეღარ ვხედავ ხოლმე; მთელ დროს თავის ძმაკაცებთან ერთად ატარებს ლა-პუშის პლაჟზე“.
Jacob is fine, I guess. I don’t see him much; he spends most of his time with a pack of his friends down at La Push these days.
589296.
დაბნელება | თავი 2
ეშმაკური ღიმილით ედუარდის მოკითხვაც მივაწერე და იმეილი გავგზავნე.
Smiling wryly to myself, I added Edward’s greeting and hit “send.”
589297.
დაბნელება | თავი 2
ედუარდი უჩუმრად დამდგომოდა თავზე და ეს მხოლოდ კომპიუტერის გამორთვისა და წამოდგომის შემდეგ შევამჩნიე.
I didn’t realize that Edward was standing silently behind me again until after I’d turned off the computer and shoved away from the desk.
589298.
დაბნელება | თავი 2
ის იყო, პირადი წერილის ჩუმად წაკითხვის გამო უნდა მესაყვედურა, რომ დავინახე, ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა.
I was about to scold him for reading over my shoulder when I realized that he wasn’t paying any attention to me.
589299.
დაბნელება | თავი 2
პატარა, ბრტყელ კოლოფს უყურებდა, რომლიდანაც სადენები უშნოდ გამოშვერილიყო, თითქოს მოუგლეჯიათო.
He was examining a flat black box with wires curling crookedly away from the main square in a way that didn’t look healthy for whatever it was.
589300.
დაბნელება | თავი 2
წინა დაბადების დღეზე ემეტის, როზალისა და ჯასპერის ნაჩუქარი მანქანის მაგნიტოფონი ვიცანი.
I recognized the car stereo Emmett, Rosalie, and Jasper had given me for my last birthday.