მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589341.
დაბნელება | თავი 2
– შენ გარეშე სამყარო ჩემთვის უინტერესოა.
“The outside world holds no interest for me without you.”
589342.
დაბნელება | თავი 2
– სერიოზულად ვამბობ.
“I’m serious.”
589343.
დაბნელება | თავი 2
– მოდი, სამყარო ნელ-ნელა ავითვისოთ. მაგალითად, ჯერ პორტ-ანჯელესში წავიდეთ ფილმის საყურებლად...
“Let’s take the outside world slowly, all right? For example, we could start with a movie in Port Angeles....”
589344.
დაბნელება | თავი 2
– დაივიწყე, სხვა დროს ვისაუბროთ.
“Never mind. We’ll talk about it later.”
589345.
დაბნელება | თავი 2
– სასაუბრო აღარაფერია. მხრები აიჩეჩა.
“There’s nothing left to talk about.” He shrugged.
589346.
დაბნელება | თავი 2
– კარგი, მაშინ სხვა თემაზე გადავიდეთ.
“Okay, then, new subject.”
589347.
დაბნელება | თავი 2
– დღეს ლანჩზე ელისმა რა იხილა?
“What did Alice see today at lunch?”
589348.
დაბნელება | თავი 2
მისი რეაქციის შესაფასებლად სახეზე მივაშტერდი.
My eyes were fixed on his face as I spoke, measuring his reaction.
589349.
დაბნელება | თავი 2
სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მხოლოდ ტოპაზისფერი თვალები გაუმკაცრდა ოდნავ.
His expression was composed; there was only the slightest hardening of his topaz eyes.
589350.
დაბნელება | თავი 2
– ჯასპერი უცხო ადგილას იხილა, სადღაც სამხრეთ-დასავლეთში, თავის ძველ ოჯახთან.
“She’s been seeing Jasper in a strange place, somewhere in the southwest, she thinks, near his former family.
589351.
დაბნელება | თავი 2
თუმცა, მას უკან დაბრუნების არავითარი მიზეზი არ გააჩნია, – ამოიოხრა, – ელისი ამან გაანერვიულა.
“But he has no conscious intentions to go back.” He sighed. “It’s got Alice worried.”
589352.
დაბნელება | თავი 2
ასეთ რამეს არ ველოდი.
That was nothing close to what I’d been expecting.
589353.
დაბნელება | თავი 2
რასაკვირველია, ელისს ჯასპერის მომავალი აღელვებდა, ის ხომ მისი სულიერი ახლობელი, მისი ნამდვილი მეორე ნახევარი იყო, თუმცა, როზალისა და ემეტს უფრო მგზნებარე და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
But of course it made sense that Alice would be watching out for Jasper’s future. He was her soul mate, her true other half, though they weren’t as flamboyant about their relationship as Rosalie and Emmett were.
589354.
დაბნელება | თავი 2
– აქამდე რატომ არ მითხარი?
“Why didn’t you tell me before?”
589355.
დაბნელება | თავი 2
– არ ვიცოდი, რომ შეამჩნიე...
“I didn’t realize you’d noticed.”
589356.
დაბნელება | თავი 2
თანაც, მნიშვნელოვანი არაფერია.
“It’s probably nothing important, in any case.”
589357.
დაბნელება | თავი 2
ქვემოთ ჩავედით სამეცადინოდ, იქნებ ჩარლი ნაადრევად დაბრუნებულიყო.
We went downstairs to work on our homework, just in case Charlie showed up early.
589358.
დაბნელება | თავი 2
ედუარდმა ხუთ წუთში შეასრულა საშინაო დავალება. მე დინჯად და ყურადღებით ვხსნიდი განტოლებებს, სანამ ჩარლისთვის სადილის მომზადების დრო არ მოვიდა.
Edward finished in minutes; I slogged laboriously through my calculus until I decided it was time to fix Charlie’s dinner.
589359.
დაბნელება | თავი 2
ედუარდი მეხმარებოდა, მაგრამ სახედამანჭული, რადგან ადამიანური საკვები ეზიზღებოდა.
Edward helped, making faces every so often at the raw ingredients — human food was mildly repulsive to him.
589360.
დაბნელება | თავი 2
ბებია სუონის რეცეპტით „ბიფსტროგანოვს“ ვამზადებდი.
I made stroganoff from Grandma Swan’s recipe.