მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591361.
დაბნელება | თავი 7
ზარი დაირეკა და კარისკენ უხალისოდ გავემართე.
When the bell rang, I got up without much enthusiasm.
591362.
დაბნელება | თავი 7
იქ მაიკი მელოდა.
Mike was there at the door.
591363.
დაბნელება | თავი 7
– ედუარდი ლაშქრობაზეა? – მკითხა მეგობრულად, როცა წვიმაში გარეთ გავედით.
- Edward hiking? - he asked sociably as we walked out into the light rain.
591364.
დაბნელება | თავი 7
– ამაღამ სადმე ხომ არ გავისეირნოთ?
- You want to do something tonight?
591365.
დაბნელება | თავი 7
ღმერთო, ნუთუ კიდევ რამის იმედი ჰქონდა?
How could he still sound hopeful?
591366.
დაბნელება | თავი 7
უცნაურად მომაშტერდა, თითქოს ჩემი უგუნებობის მიზეზის დადგენა სურსო.
He gave me a strange look as he processed my mood.
591367.
დაბნელება | თავი 7
მაიკს სიტყვა საშინელმა ხმაურმა შეაწყვეტინა, გრუხუნი ავტოსადგომიდან მოდიოდა.
Mike's question was cut short as a loud, growling roar erupted from behind us in the parking lot.
591368.
დაბნელება | თავი 7
ყველამ იქით მიიხედა, გაკვირვებული მოსწავლეების თვალწინ დიდმა, შავმა მოტოციკლეტმა დაამუხრუჭა, ძრავა ჯერ კიდევ ღმუოდა.
Everyone on the sidewalk turned to look, staring in disbelief as the noisy black motorcycle screeched to a stop on the edge of the concrete, the engine still snarling.
591369.
დაბნელება | თავი 7
ჯეიკობმა ხელი დამიქნია.
Jacob waved to me.
591370.
დაბნელება | თავი 7
– სწრაფად, ბელა! – დამიყვირა.
- Run, Bella! - he yelled.
591371.
დაბნელება | თავი 7
მაიკს გავხედე.
I looked at Mike.
591372.
დაბნელება | თავი 7
მხოლოდ რამდენიმე წამი მქონდა.
I knew I only had seconds.
591373.
დაბნელება | თავი 7
– ვითომ ცუდად გავხდი და შინ წავედი, კარგი?
“I got really sick and went home, okay?
591374.
დაბნელება | თავი 7
– კარგი, – ჩაიბურტყუნა მაიკმა.
- Fine, - Mike muttered.
591375.
დაბნელება | თავი 7
მაიკს ლოყაზე ვუჩქმიტე.
I pecked Mike on the cheek.
591376.
დაბნელება | თავი 7
– გმადლობ, მაიკ, შენი მოვალე ვარ!
- Thanks, Mike, I owe you one!
591377.
დაბნელება | თავი 7
გაღიმებული ჯეიკობი გაზის პედალს დააწვა.
Jacob revved his engine, grinning.
591378.
დაბნელება | თავი 7
მე უკან შემოვახტი და ხელები წელზე შემოვხვიე.
I jumped on the back of his seat, wrapping my arms around his waist.
591379.
დაბნელება | თავი 7
კაფეტერიასთან გაშეშებულ ელისს მოვკარი თვალი, კბილებს ბრაზით აღრჭიალებდა და თვალები ბრაზით უელავდა.
I caught sight of Alice, frozen at the edge of the cafeteria, her eyes sparking with fury, her lip curled back over her teeth.
591380.
დაბნელება | თავი 7
თხოვნით აღსავსე მზერა ვესროლე.
I shot her one pleading glance.