მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592081.
დაბნელება | თავი 9
ცოტა მერიდებოდა ელისის ან რომელიმე სხვისა, ვინც ჩვენს სახლს სდარაჯობდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მათი სიახლოვით გულგამაგრებული, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
I felt awful for Alice or whoever else it might be, but still comforted, I had to admit it was nice, knowing I wasn’t alone.
592082.
დაბნელება | თავი 9
ედუარდიც დაბრუნდა.
Edward was back.
592083.
დაბნელება | თავი 9
ისევ იავნანას ღიღინით დამაძინა,ძილშიც კი ვგრძნობდი, რომ ჩემთან იყო და კოშმარებს აღარ შევუწუხებივარ.
He sang me to sleep again and — aware even in unconsciousness that he was there, slept free of nightmares.
592084.
დაბნელება | თავი 9
დილით, ჩემს ადგომამდე, ჩარლი თავის თანაშემწე მარკთან ერთად სათევზაოდ წავიდა.
In the morning, Charlie left to go fishing with Deputy Mark before I was up.
592085.
დაბნელება | თავი 9
ამ შანსის გამოყენება გადავწყვიტე.
I decided to use this lack of supervision to be divine.
592086.
დაბნელება | თავი 9
– ჯეიკობს ვურიგდები, – გავაფრთხილე ედუარდი ნასაუზმევს.
- I’m going to let Jacob off the hook, - I warned Edward after I’d eaten breakfast.
592087.
დაბნელება | თავი 9
– ვიცოდი, რომ აპატიებდი, – თბილად გამიღიმა ედუარდმა.
- I knew you’d forgive him, - Edward said with an easy smile.
592088.
დაბნელება | თავი 9
– გულში წყენის დიდხანს ჩატოვება არ შეგიძლია.
- Holding grudges is not one of your many talents.
592089.
დაბნელება | თავი 9
მესიამოვნა.
I was pleased.
592090.
დაბნელება | თავი 9
როგორც ჩანდა, ედუარდმა საბოლოოდ შეიცვალა აზრი მაქციებზე.
It seemed like Edward really was over the whole anti-werewolf thing.
592091.
დაბნელება | თავი 9
საათს მხოლოდ მას მერე შევხედე, როცა ნომერი ავკრიფე.
I didn’t look at the clock until after I’d dialed.
592092.
დაბნელება | თავი 9
ჯერ ძალიან ადრე იყო და ბილის და ჯეიკობს ალბათ ეძინათ, თუმცა, მეორე ზარზევე აიღეს, ეტყობა ტელეფონი ახლოს ედგათ.
It was a little early for calls, and I worried that I would wake Billy and Jake, but someone picked up before the second ring, so he couldn’t have been too far from the phone.
592093.
დაბნელება | თავი 9
– ბელა! – წამოიყვირა მან.
- Bella! - he exclaimed.
592094.
დაბნელება | თავი 9
– ბელა, ძალიან ვწუხვარ!
- Bella, I’m so sorry!
592095.
დაბნელება | თავი 9
გეფიცები, შენი წყენინება არ მინდოდა.
- I swear I didn’t mean it.
592096.
დაბნელება | თავი 9
სულელი ვარ.
I was just being stupid.
592097.
დაბნელება | თავი 9
ეს არ მამართლებს.
That’s no excuse.
592098.
დაბნელება | თავი 9
ასე სულელურად ცხოვრებაში არ მოვქცეულვარ.
It was the stupidest thing I’ve ever said in my life and I’m sorry.
592099.
დაბნელება | თავი 9
გთხოვ, ნუ გამიბრაზდები!
Don’t be mad at me, please!
592100.
დაბნელება | თავი 9
მაპატიე და მთელი ცხოვრება შენი მონა-მორჩილი ვიქნები.
Lifetime of servitude up for grabs — all you have to do is forgive me.