მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592141.
დაბნელება | თავი 9
– ვეცდები, რამდენადაც ჩემთვის შესაძლებელია, ობიექტურად განვსაჯო, – შეჰპირდა ედუარდი.
- I’ll try to consider it objectively, - Edward promised.
592142.
დაბნელება | თავი 9
ამჯერად პაუზა ხანმოკლე გამოდგა.
The pause was shorter this time.
592143.
დაბნელება | თავი 9
– ცუდი იდეა არ არის.
- That’s not a half-bad idea.
592144.
დაბნელება | თავი 9
არა, მაწყობს.
No, that’s fine.
592145.
დაბნელება | თავი 9
მინდა, რომ პირადად მივყვე ნაკვალევს.
I’d like a chance to follow the trail personally, anyway.
592146.
დაბნელება | თავი 9
ყურმილი მომაწოდა.
He held the phone out to me.
592147.
დაბნელება | თავი 9
– რაზე საუბრობდით? – ცოტათი გაღიზიანებულმა ვკითხე ჯეიკობს.
- What was that all about? - I asked Jacob, my voice peeved.
592148.
დაბნელება | თავი 9
- ერთი თხოვნა შემისრულე, – მითხრა ჯეიკობმა.
- Hey, do me a favor, - Jacob suggested.
592149.
დაბნელება | თავი 9
შენი სისხლისმსმელი დაარწმუნე, რომ ყველაზე უსაფრთხოდ, განსაკუთრებით მის არყოფნაში, ჩვენს რეზერვაციაში იქნები.
Try to convince your bloodsucker that the safest place for you to be — especially when he leaves — is on the reservation.
592150.
დაბნელება | თავი 9
აქ ყველაფერს გავუმკლავდებით.
We’re well able to handle anything.
592151.
დაბნელება | თავი 9
– ამაში არწმუნებდი?
- Is that what you were trying to sell him?
592152.
დაბნელება | თავი 9
აჯობებს, ჩარლიც ჩვენთან დარჩეს, რაც შეიძლება დიდხანს.
Charlie’s probably better off here, too, as much as possible.
592153.
დაბნელება | თავი 9
– ამას ბილიმ მიხედოს.
- Get Billy on it.
592154.
დაბნელება | თავი 9
გული მწყდებოდა, რომ ჩემ გამო ჩარლის გამუდმებით ხიფათი ემუქრებოდა.
I hated that I was putting Charlie within the range of the crosshairs that always seemed to be centered on me.
592155.
დაბნელება | თავი 9
– გვინდა, საზღვრები თავიდან გავავლოთ, რომ ყველას მივწვდეთ, ვინც კი ფორკსს მოუახლოვდება.
- Just rearranging some boundaries, so we can catch anyone who gets too near Forks.
592156.
დაბნელება | თავი 9
არა მგონია, სემი ამას დათანხმდეს, მაგრამ სანამ ის გადაწყვეტილებას მიიღებს, თვალყურის დევნებას არ შევწყვეტ.
I’m not sure if Sam will go for it, but until he comes around, I’ll keep an eye on things.
592157.
დაბნელება | თავი 9
– თვალყურის დევნებას?
- What do you mean by ‘keep an eye on things’?”
592158.
დაბნელება | თავი 9
თუ შენს სახლთან მგელს დაინახავ, არ ესროლო.
I mean that if you see a wolf running around your house, don’t shoot at it.
592159.
დაბნელება | თავი 9
თუმცა, სულაც არ არის საჭირო შენი საფრთხეში ჩაგდება.
You really shouldn’t do anything risky, though.
592160.
დაბნელება | თავი 9
ჯეიკობმა ჩაიფხუკუნა.
Jacob snorted.