მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593901.
დაბნელება | თავი 14
– მაგრამ ეს მეგობრები... „ვეგეტარიანელები“ არ არიან, არა?
“But these friends — they’re not going to be... vegetarians, right?”
593902.
დაბნელება | თავი 14
– ისინი მეგობრები არიან, – დამამშვიდა ელისმა, – ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ.
“They’re friends,” Alice reassured me. “Everything’s going to be fine. Don’t worry."
593903.
დაბნელება | თავი 14
გარდა ამისა, ჯასპერი რამდენიმე გაკვეთილს ჩაგვიტარებს, როგორ გავანადგუროთ ახალშექმნილები...
And then, Jasper has to teach us a few courses on newborn elimination...
593904.
დაბნელება | თავი 14
ედუარდს თვალები გაუბრწყინდა და სახეზე ღიმილი გადაეფინა.
Edward’s eyes brightened at that, and a brief smile flashed across his face.
593905.
დაბნელება | თავი 14
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მუცელი გამიყინეს.
My stomach suddenly felt like it was full of sharp little splinters of ice.
593906.
დაბნელება | თავი 14
– როდის მიდიხართ?
“When are you going?”
593907.
დაბნელება | თავი 14
არ შემეძლო იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც შეიძლებოდა აღარ დაბრუნებულიყო.
I couldn’t stand the idea that someone might not come back.
593908.
დაბნელება | თავი 14
ეს რომ ემეტი ყოფილიყო, მამაცი და დაუფიქრებელი, რომელიც არასდროს ფრთხილობდა?
What if it was Emmett, so brave and thoughtless that he was never the least bit cautious?
593909.
დაბნელება | თავი 14
ან ესმე, ისეთი თბილი და დედასავით მზრუნველი, რომ მისი ბრძოლის ველზე ნახვა ვერც კი წარმომედგინა?
Or Esme, so sweet and motherly that I couldn’t even imagine her in a fight?
593910.
დაბნელება | თავი 14
ან ელისი, ასეთი სუსტი და პატარა?
Or Alice, so tiny, so fragilelooking?
593911.
დაბნელება | თავი 14
– ერთ კვირაში, – მშვიდად მითხრა ედუარდმა, – მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს.
“A week,” Edward said casually. “That ought to give us enough time.”
593912.
დაბნელება | თავი 14
უეცრად გულისრევა ვიგრძენი.
I was suddenly nauseated.
593913.
დაბნელება | თავი 14
– ბელა, მგონი, გამწვანდი, – შეამჩნია ელისმა.
“You look kind of green, Bella,” Alice commented.
593914.
დაბნელება | თავი 14
ედუარდმა ხელი მომხვია და მკერდზე მიმიკრა.
Edward put his arm around me and pulled me tightly against his side.
593915.
დაბნელება | თავი 14
– ყველაფერი კარგად იქნება, ბელა. დამიჯერე.
It’s going to be fine, Bella. Trust me.
593916.
დაბნელება | თავი 14
უცებ ერთმა აზრმა გამიელვა.
And then it occurred to me.
593917.
დაბნელება | თავი 14
იქნებ ლოდინი არც დამჭირვებოდა.
Maybe I didn’t need to sit behind.
593918.
დაბნელება | თავი 14
ერთი კვირა საკმარისზე მეტი დრო იყო.
A week was more than enough time.
593919.
დაბნელება | თავი 14
– თქვენ დამხმარეებს ეძებთ.
You’re looking for help.
593920.
დაბნელება | თავი 14
– მე შევძლებ დახმარებას.
“I could help.”