მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595321.
დაბნელება | თავი 19
ეს ისევ მგლური ღიმილი იყო, მაგრამ მზერა ადამიანივით სულში ჩამწვდომი ჰქონდა.
It was the same wolfy grin as before, his eyes scrunching the way they did when he was human.
595322.
დაბნელება | თავი 19
ემბრი – უფრო გამხდარი და რუხი მგელი ზურგზე შავი ლაქებით – მშვიდად იჯდა და ვარჯიშს თვალს ადევნებდა; ქვილი კი – ყავისფერი, მკრთალსახიანი მგელი – სულ ცქმუტავდა, თითქოს ერთი სული აქვს, ვარჯიშში ჩაერთოსო.
Because Embry was clearly the thinner gray wolf with the dark spots on his back, who sat so patiently watching, while Quil — deep chocolate brown, lighter over his face — twitched constantly, looking like he was dying to join in the mock fight.
595323.
დაბნელება | თავი 19
ასეც კი არ ჰგავდნენ ურჩხულებს.
They weren’t monsters, even like this.
595324.
დაბნელება | თავი 19
ისინი მეგობრები იყვნენ.
They were friends.
595325.
დაბნელება | თავი 19
ეს მეგობრები სულაც არ გამოიყურებოდნენ ისევე უძლეველებად, როგორებიც კობრასავით სხარტი, მთვარის შუქზე მოციმციმე გრანიტივით მტკიცე ემეტი და ჯასპერი იყვნენ.
Friends who didn’t look nearly as indestructible as Emmett and Jasper did, moving faster than cobra strikes while the moonlight glinted off their granitehard skin.
595326.
დაბნელება | თავი 19
ედუარდის მხნეობა გადამდები იყო.
Edward’s confidence was reassuring.
595327.
დაბნელება | თავი 19
თავის ოჯახზე აშკარად არ ღელავდა.
He wasn’t truly worried about his family.
595328.
დაბნელება | თავი 19
მგლებს რომ რამე მოსვლოდათ, ნეტავ მაშინ თუ იდარდებდა?
But would it hurt him if something happened to the wolves?
595329.
დაბნელება | თავი 19
ნერწყვი ჩავყლაპე და ჯეიკობს მეც გავუღიმე.
I tried to smile back at Jacob, swallowing against the lump in my throat.
595330.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკობმა მას ყურადღება არ მიაქცია.
Jacob ignored him.
595331.
დაბნელება | თავი 19
– კარგად ვარ, – ედუარდის თარგმანისთვის აღარ დამიცდია, – უბრალოდ, ცოტას ვღელავ.
“I’m fine,” I answered, not needing the translation that Edward was about to give. “Just worried, you know.”
595332.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკობი თვალს არ მაშორებდა.
Jacob continued to stare at me.
595333.
დაბნელება | თავი 19
– აინტერესებს, რატომ ღელავ, – მითხრა ედუარდმა.
“He wants to know why,” Edward murmured.
595334.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკობმა დაიღრინა – არა მუქარით, არამედ უკმაყოფილოდ – და ედუარდმა ჩაიღიმა.
Jacob growled — not a threatening sound, an annoyed sound — and Edward’s lips twitched.
595335.
დაბნელება | თავი 19
იმდენად აღელვებული ვიყავი, მხოლოდ ოდნავ გავიღიმე.
I halfway smiled, too anxious to really feel amused.
595336.
დაბნელება | თავი 19
– სადარდებლის მეტი რაა, – ვუთხარი ჯეიკობს, – თუნდაც ის, რომ სულელი მგლების ხროვა თავს საფრთხეში იგდებს.
“There’s plenty to be worried about,” I told Jacob. “Like a bunch of really stupid wolves getting themselves hurt.”
595337.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკობმა ხრინწიანად დაიყეფა, ანუ გადაიხარხარა.
Jacob laughed his coughing bark.
595338.
დაბნელება | თავი 19
– ჯასპერს დახმარება სჭირდება, – ამოიხვნეშა ედუარდმა, – მთარგმნელის გარეშე შეძლებ საუბარს?
Edward sighed. “Jasper wants help. You’ll be okay without a translator?”
595339.
დაბნელება | თავი 19
ედუარდი წუთით ჩაფიქრებული მიყურებდა.
Edward looked at me wistfully for one minute.
595340.
დაბნელება | თავი 19
ჯეიკობმა წინ გადადგა ნაბიჯი, მერე მე გამომხედა და ჩუმად დაიღრინა.
Jacob took a step forward, then looked back at me, and a low whine rose in his throat.