მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596361.
დაბნელება | თავი 23
– რა მოხდა?
“What is it?”
596362.
დაბნელება | თავი 23
ყურადღება არ მომაქცია, ტყისპირთან მიძუნძულდა და დრუნჩით დასავლეთისკენ მიმანიშნა.
He ignored me, trotting to the edge of the trees, and pointing his nose toward the west.
596363.
დაბნელება | თავი 23
– სხვები არიან, სეთ?
“Is it the others, Seth?”
596364.
დაბნელება | თავი 23
ერთი გამომხედა, ჩუმად დაიწკმუტუნა და დრუნჩი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა.
He looked at me and yelped softly once, and then turned his nose alertly back to the west.
596365.
დაბნელება | თავი 23
ყურები ჩამოყარა და ისევ აწკავწკავდა.
His ears laid back and he whined again.
596366.
დაბნელება | თავი 23
რა იდიოტი ვარ!
Why was I such a fool?
596367.
დაბნელება | თავი 23
რას ვფიქრობდი ედუარდი რომ გავუშვი?
What was I thinking, sending Edward away?
596368.
დაბნელება | თავი 23
ახლა საიდანღა უნდა გამეგო, რა ხდებოდა.
How was I supposed to know what was going on?
596369.
დაბნელება | თავი 23
მე ხომ მგლების ენა არ ვიცოდი.
I didn’t speak wolf.
596370.
დაბნელება | თავი 23
იქნებ დრო ამოიწურა?
What if the time had run out?
596371.
დაბნელება | თავი 23
იქნებ ჯეიკობი და ედუარდი ახლოს მივიდნენ?
What if Jacob and Edward got too close?
596372.
დაბნელება | თავი 23
იქნებ ედუარდიც ბრძოლაში ჩაება?
What if Edward decided to join in the fight?
596373.
დაბნელება | თავი 23
ან იქნებ ედუარდი და ჯეიკობი შეიბნენ. სადღაც შორს, ტყეში?
What if Jacob and Edward were fighting with each other, far away somewhere in the forest?
596374.
დაბნელება | თავი 23
გამახსენდა, დილით როგორი დაძაბულობა იყო კარავში...
I thought of the tense standoff in the tent this morning.
596375.
დაბნელება | თავი 23
თუკი ორივეს დავკარგავდი, სწორედ ამის ღირსი ვიქნებოდი.
It would be no more than I deserved if I somehow lost them both.
596376.
დაბნელება | თავი 23
გული გამეყინა.
The ice locked around my heart.
596377.
დაბნელება | თავი 23
სანამ შიშით მუხლმოკვეთილი ჩავიკეცებოდი, სეთმა ყრუდ დაიბუბუნა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
Before I could collapse with fear, Seth grumbled slightly and sauntered back toward his resting place.
596378.
დაბნელება | თავი 23
ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ გამაღიზიანა.
It calmed me, but irritated me.
596379.
დაბნელება | თავი 23
უეცრად სეთი ფეხზე წამოხტა, კისერზე ბალანი აეშალა.
Seth jumped to his feet again suddenly, the hackles on the back of his neck standing up stiffly.
596380.
დაბნელება | თავი 23
გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე.
I looked around, but saw nothing.