მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596401.
დაბნელება | თავი 23
– ბელა, მეჩქარება, – ყრუდ მითხრა.
“I’m in a hurry, Bella,” he said in a dull voice.
596402.
დაბნელება | თავი 23
ნერწყვი ჩავყლაპე. ყელი გამიშრა და ხმას ვერ ვიღებდი.
I swallowed, my throat suddenly so dry I wasn’t sure if I could make sound come out.
596403.
დაბნელება | თავი 23
– დროზე მითხარი და მოვრჩეთ! ღრმად ჩავისუნთქე.
“Just say the words, and be done with it.” I took a deep breath.
596404.
დაბნელება | თავი 23
– მაპატიე, რომ ასეთი უსინდისო ვარ.
“I’m sorry I’m such a rotten person.”
596405.
დაბნელება | თავი 23
მაპატიე, რომ ასეთი ეგოისტი ვარ.
I’m sorry I’ve been so selfish.
596406.
დაბნელება | თავი 23
ნეტა არასდროს შემხვედროდი და ტკივილსაც არასდროს მოგაყენებდი.
I wish I’d never met you, so I couldn’t hurt you the way I have.
596407.
დაბნელება | თავი 23
ასე აღარასდროს მოგექცევი, გპირდები.
I won’t do it anymore, I promise.
596408.
დაბნელება | თავი 23
შენგან შორს დავიჭერ თავს.
I’ll stay far away from you.
596409.
დაბნელება | თავი 23
შტატებიდან წავალ და ვეღარასდროს მნახავ.
I’ll move out of the state. You won’t have to look at me ever again.
596410.
დაბნელება | თავი 23
– შენი ბოდიშით ოდნავადაც ვერ დამაწყნარე, – ნაღვლიანად თქვა.
“That’s not much of an apology,” he said bitterly.
596411.
დაბნელება | თავი 23
– იქნებ მე სულ არ მინდა, რომ წახვიდე?
What if I don’t want you to go away?
596412.
დაბნელება | თავი 23
იქნებ მინდა, რომ დარჩე?
What if I’d rather you stayed?
596413.
დაბნელება | თავი 23
არც მომავალში შეიცვლება რამე.
It’s not going to get better.
596414.
დაბნელება | თავი 23
პირიქით, მეტ ტკივილს მოგაყენებ.
I’ll just keep hurting you.
596415.
დაბნელება | თავი 23
მე კი არ მსიამოვნებს შენთვის ტკივილის მოყენება.
I don’t want to hurt you anymore.
596416.
დაბნელება | თავი 23
– შეწყვიტე, – ამოიხვნეშა, – არაფრის თქმა აღარ არის საჭირო. ყველაფერი გავიგე.
He sighed. “Stop. You don’t have to say anything else. I understand.”
596417.
დაბნელება | თავი 23
მინდოდა მეთქვა, რა ძლიერ მომენატრებოდა, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე.
I wanted to tell him how much I would miss him, but I bit my tongue.
596418.
დაბნელება | თავი 23
თავჩაქინდრული ცოტა ხანს ჩუმად იდგა. ძალიან მინდოდა მასთან მივსულიყავი და გადავხვეოდი, მაგრამ თავს ვიკავებდი.
He stood quietly for a moment, staring at the ground, and I fought against the urge to go and put my arms around him.
596419.
დაბნელება | თავი 23
– ამ თამაშს ორნი თამაშობენ.
“Two can play at that game.”
596420.
დაბნელება | თავი 23
– მეც ცუდად ვიქცეოდი.
I’ve behaved pretty badly myself.