მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598021.
დაბნელება | თავი 27
– უბრალოდ, იმის ნიშანია, რომ არასასიამოვნო და, შეიძლება ითქვას, უაღრესად საშიში რამის გაკეთების დროა.
- It just means that it’s time to go do something that will be very unpleasant and possibly even highly dangerous.
598022.
დაბნელება | თავი 27
– კარგია, რომ ტყვიაგაუმტარი ხარ, – ამოვიხვნეშე.
- It’s a good thing you’re bulletproof, - I sighed.
598023.
დაბნელება | თავი 27
– ბეჭედი დამჭირდება.
- I’m going to need that ring.
598024.
დაბნელება | თავი 27
დროა, ჩარლის შევატყობინოთ.
It’s time to tell Charlie.
598025.
დაბნელება | თავი 27
ჩემს გამომეტყველებაზე გაეცინა.
He laughed at the expression on my face.
598026.
დაბნელება | თავი 27
– უაღრესად საშიშია, – დამეთანხმა.
- Highly dangerous, - he agreed.
598027.
დაბნელება | თავი 27
ჯინსის შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიყო.
He reached into the pocket of his jeans.
598028.
დაბნელება | თავი 27
ედუარდმა ბეჭედი მარცხენა ხელის შუათითზე გამიკეთა, იქ, სადაც მთელი მარადიულობა დარჩებოდა.
Edward once again slid my ring into place on the third finger of my left hand.
598029.
დაბნელება | თავი 27
– ჯეიკობ, ასე დიდხანს უნდა იყო? – მოუთმენლად მკითხა ლეამ.
- Jacob, do you think this is going to take too much longer? - Leah demanded.
598030.
დაბნელება | თავი 27
კბილი კბილს დავაჭირე.
My teeth clenched together.
598031.
დაბნელება | თავი 27
როგორც ხროვის სხვა წევრებმა, ლეამაც ყველაფერი იცოდა.
Like anyone in the pack, Leah knew everything.
598032.
დაბნელება | თავი 27
იცოდა, რატომ ვიყავი აქ – მიწის, ცისა და ზღვის კიდესთან.
She knew why I came here — to the very edge of the earth and sky and sea.
598033.
დაბნელება | თავი 27
გულს მიწყალებდა, მაგრამ წამით კმაყოფილების გრძნობამ მომიცვა.
Besides being crazy annoyed, I did feel smug for a brief second.
598034.
დაბნელება | თავი 27
ადვილად აღარ ვფიცხდებოდი, სიმშვიდეს ბუნებრივად ვინარჩუნებდი.
Because I didn’t even have to think about controlling my temper.
598035.
დაბნელება | თავი 27
გონება აღარ დამბინდვია, ტანში მხურვალე ჟრუანტელს აღარ დაუვლია.
The red haze didn’t wash over my eyes, the heat didn’t shiver down my spine.
598036.
დაბნელება | თავი 27
– ლეა, მიდი რა, კლდიდან გადახტი, – დინჯად მივანიშნე ქვევით.
- Jump off a cliff, Leah, - I pointed to the one at my feet.
598037.
დაბნელება | თავი 27
– მართლა პატარა ბიჭუნა ხარ, – ჩემი სიტყვები გაატარა და ჩემ გვერდით გაიშოტა მიწაზე.
- Really, kid, - she ignored me, throwing herself into a sprawl on the ground next to me.
598038.
დაბნელება | თავი 27
– აზრზე არა ხარ, რამდენად მძიმეა ეს ჩემთვის.
- You have no idea how hard this is for me.
598039.
დაბნელება | თავი 27
– ამქვეყნად შენზე დიდი ეგოისტი არავინ დაიარება, ლეა.
- You have to be the most self-absorbed person alive, Leah.
598040.
დაბნელება | თავი 27
არ მინდა, შენი ოცნებების სამყარო დავანგრიო, სადაც მზე შენ გარშემო ტრიალებს, ამიტომაც არ გეტყვი, რამდენად არ მანაღვლებს შენი პრობლემები.
I’d hate to shatter the dream world you live in — the one where the sun is orbiting the place where you stand — so I won’t tell you how little I care what your problem is.