მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600361.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
იგი მოიცავს ძირითად ფიზიკურ (საკვები, ჩაცმა, სითბო და უსაფრთხოება), სოციალურ (სიყვარული, სიახლოვე და ურთიერთობა) და ინდივიდუალურ (ცოდნის მიღება და თვითგამოხატვა) მოთხოვნილებებს.
They include basic physical needs for food, clothing, warmth, and safety; social needs for belonging and affection; and individual needs for knowledge and selfexpression.
600362.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ეს მოთხოვნილებები მარკეტოლოგებს არ შეუქმნიათ, ისინი ადამიანური საწყისის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
Marketers did not create these needs; they are a basic part of the human makeup.
600363.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სურვილი არის ფორმა, რომელსაც ადამიანის მოთხოვნილება იღებს კულტურული და პიროვნული ფაქტორების ზეგავლენით.
Wants are the form human needs take as they are shaped by culture and individual personality.
600364.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამერიკელს აქვს ჭამის მოთხოვნილება, მაგრამ მას სურს მაკდონალდსის ჰამბურგერი, კარტოფილი „ფრი“ და გამაგრილებელი სასმელი.
An American needs food but wants a Big Mac, french fries, and a soft drink.
600365.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სურვილი ყალიბდება საზოგადოების მიერ და არის ის, რაც დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას.
Wants are shaped by one’s society and are described in terms of objects that will satisfy those needs.
600366.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
საკუთარ სურვილებსა და რესურსებზე დაყრდნობით, ხალხი მოითხოვს პროდუქციას, რომელიც უმაღლეს ფასეულობასა და კმაყოფილებას სთავაზობს მათ.
Given their wants and resources, people demand products with benefits that add up to the most value and satisfaction.
600367.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გამორჩეული მარკეტინგული კომპანიები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთი მყიდველების მოთხოვნილებები, სურვილები და მოთხოვნები უკეთ შეისწავლონ.
Outstanding marketing companies go to great lengths to learn about and understand their customers’ needs, wants, and demands.
600368.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ისინი აწარმოებენ კვლევებს და აანალიზებენ მათ.
They conduct consumer research and analyze it.
600369.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მათ ყველა თანამშრომელს, მაღალი რანგის მენეჯმენტის ჩათვლით, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მყიდველებთან.
Their people at all levels—including top management—stay close to customers.
600370.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, კომპანია კაბელას დირექტორის მოადგილე ჯეიმს კაბელა ყოველ დილით საათობით კითხულობს კლიენტთა კომენტარებს და შემდეგ მათ პირადად აცნობს შესაბამის განყოფილებას.
For example, retailer Cabela’s vice-chairman, James W. Cabela, spends hours each morning reading through customer comments and hand-delivering them to each department, circling important customer issues.
600371.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ზაპოსის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ტონი შეი იყენებს ტვიტერს, რათა უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს კლიენტებთან და თანამშრომლებთან.
At Zappos, CEO Tony Hsieh uses Twitter to build more personal connections with customers and employees.
600372.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
P&G-ში კი აღმასრულებელი რგოლის მენეჯერები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ კლიენტებთან შინ სტუმრობაზე და მათთან ერთად საყიდლებზე სიარულზეც კი.
And at P&G, executives from the chief executive officer down spend time with consumers in their homes and on shopping trips.
600373.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული შეთავაზებები - პროდუქტი, მომსახურება და შთაბეჭდილება.
Market Offerings—Products, Services, and Experiences.
600374.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილება მარკეტინგული შეთავაზებებით ხდება.
Consumers’ needs and wants are fulfilled through market offerings.
600375.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული შეთავაზება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური პროდუქტით.
Market offerings are not limited to physical products.
600376.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ის ასევე მოიცავს მომსახურებას.
They also include services.
600377.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, საბანკო, ავიახაზებისა და სასტუმროების მომსახურებები.
Examples include banking, airline, and hotel services.
600378.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგული შეთავაზება ასევე მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა: ადამიანები, ადგილები, ორგანიზაციები, ინფორმაცია და იდეები.
Market offerings also include other entities, such as persons, places, organizations, information, and ideas.
600379.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, „სუფთა მიჩიგანის“ მარკეტინგულ კამპანიაში მიჩიგანის შტატი მოიაზრება ტურისტულ ადგილად, რომელიც „საშუალებას აძლევს დამსვენებელს, ხელახლა დაიბადოს მიჩიგანის უბიწო და ხელუხლებელი ბუნების წიაღში“.
For example, the “Pure Michigan” campaign markets the state of Michigan as a tourism destination that “lets unspoiled nature and authentic character revive your spirits.”
600380.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
• აშშ-ის სატყეო მეურნეობის სამსახური აქტიურად მოუწოდებს ახალგაზრდებს, საკუთარი თვალით ნახონ ბუნების სილამაზე და მშვენიერება.
And the U.S. Forest Service’s “Reconnecting Kids with Nature” campaign markets the idea of encouraging urban young people to explore the joys of nature firsthand.