მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
დღესდღეობით, ციფრული ტექნოლოგიების, ვებგვერდების, სოციალური ქსელებისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში, მომხმარებელი გაცილებით უფრო თავდაჯერებულია არჩევანის გაკეთებისას, ხოლო მარკეტინგი იქცა ჭეშმარიტ ინტერაქტიურ მექანიზმად.
In fact, today’s digital technologies, from Web sites and online social networks to cell phones, have empowered consumers and made marketing a truly interactive affair.
600422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტოლოგები აღარ სვამენ მხოლოდ ისეთ შეკითხვას, როგორიცაა, „როგორ მივაწვდინოთ ხმა კლიენტებს?“ ისმება შემდეგი შეკითხვებიც: „როგორ მოგვნახონ კლიენტებმა?“ ან „როგორ მოძებნონ ჩვენმა კლიენტებმა ერთმანეთი?“
Marketers are no longer asking only “How can we reach our customers?” but also “How should our customers reach us?” and even “How can our customers reach each other?”
600423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
● სურათი 1.2 თანამედროვე მარკეტინგული სისტემის ძირითად ელემენტებს გვიჩვენებს.
Figure 1.2 shows the main elements in a marketing system.
600424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანია და მისი კონკურენტები იკვლევენ ბაზარს და ურთიერთობენ კლიენტებთან იმისათვის, რომ უკეთ გაიაზრონ მათი საჭიროებები.
The company and competitors research the market and interact with consumers to understand their needs.
600425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შემდეგ ქმნიან თავიანთ შეთავაზებებსა თუ შეტყობინებებს და აგზავნიან მათ მომხმარებლებთან პირდაპირი ან მარკეტინგული შუამავლების მეშვეობით.
Then they create and send their market offerings and messages to consumers, either directly or through marketing intermediaries.
600426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგულ სისტემაში მყოფ თითოეულ ერთეულზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარეშე ფაქტორები: დემოგრაფიული, ეკონომიკური, ბუნებრივი, ტექნოლოგიური, პოლიტიკურ-საკანონმდებლო და სოციალურ-კულტურული.
Each party in the system is affected by major environmental forces (demographic, economic, natural, technological, political, and social/cultural).
600427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სისტემაში შემავალი თითოეული ერთეული მომდევნო დონისათვის ახალ ფასეულობას ქმნის.
Each party in the system adds value for the next level.
600428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ისრებით მოცემულია ის ურთიერთობები, რომელთა განვითარება და მართვა აუცილებელია.
The arrows represent relationships that must be developed and managed.
600429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში კომპანიის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო თავის მოქმედებებზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად წარმატებით და ხარისხიანად ემსახურება მთელი სისტემა საბოლოო მყიდველს.
Thus, a company’s success at building profitable relationships depends not only on its own actions but also on how well the entire system serves the needs of final consumers.
600430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ვოლმარტი ვერ შეძლებს შეასრულოს თავისი პირობა დაბალ ფასთან დაკავშირებით, თუ მომწოდებლებმა დაბალ ფასში არ მიჰყიდეს საქონელი.
Walmart cannot fulfill its promise of low prices unless its suppliers provide merchandise at low costs.
600431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ფორდი კი ვერ შეძლებს მაღალი ხარისხის მანქანების შეთავაზებას, თუ მისი დილერები ვერ შეძლებენ გამორჩეული დონის გაყიდვებისა და მომსახურების უზრუნველყოფას.
And Ford cannot deliver a high quality car-ownership experience unless its dealers provide outstanding sales and service.
600432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.
Designing a Customer-Driven Marketing Strategy.
600433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სავაჭრო სივრცისა და მყიდველის მოთხოვნილებების სრულად შესწავლის შემდეგ შესაძლებელია მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.
Once it fully understands consumers and the marketplace, marketing management can design a customer-driven marketing strategy.
600434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მართვას განვმარტავთ, როგორც ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად მიზნობრივ ბაზრებთან სარგებლიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების ხელოვნებას და მეცნიერებას.
We define marketing management as the art and science of choosing target markets and building profitable relationships with them.
600435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მენეჯერის დანიშნულებაა, საუკეთესო სამომხმარებლო ფასეულობების შექმნით, შეთავაზებითა და ურთიერთგაცვლით მოიპოვოს, მოიზიდოს, შეინარჩუნოს და გაზარდოს მიზნობრივ მყიდველთა რაოდენობა.
The marketing manager’s aim is to find, attract, keep, and grow target customers by creating, delivering, and communicating superior customer value.
600436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მომგებიანი მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად მარკეტინგის მენეჯერმა პასუხი უნდა გასცეს ორ მნიშვნელოვან შეკითხვას: რომელ მყიდველებს უნდა მოვემსახუროთ (ანუ რომელია ჩვენი მიზნობრივი ბაზარი)?
To design a winning marketing strategy, the marketing manager must answer two important questions: What customers will we serve (what’s our target market)?
600437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
და როგორ უნდა მოვემსახუროთ ამ მყიდველებს საუკეთესოდ (რა არის ჩვენი ფასეულობათა განაცხადი)?
And How can we serve these customers best (what’s our value proposition)?
600438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
აქ მოკლედ განვიხილავთ მარკეტინგული სტრატეგიის ამ კონცეფციებს, მოგვიანებით კი, მე-2 და მე-7 თავებში, დეტალურად შევისწავლით მათ.
We will discuss these marketing strategy concepts briefly here and then look at them in more detail in Chapters 2 and 7.
600439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველთა შერჩევა.
Selecting Customers.
600440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
უპირველეს ყოვლისა, კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, ვის მოემსახურება.
The company must first decide whom it will serve.