მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველთა ფასეულობა და კმაყოფილება არის წარმატების გარანტი, რათა განვითარდეს მომხმარებელთან ურთიერთობები და მოხდეს მათი მართვა.
Customer value and customer satisfaction are key building blocks for developing and managing customer relationships.
600402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მოგვიანებით ამავე თავში ხელახლა შევეხებით ამ ძირითად ცნებებს.
We will revisit these core concepts later in the chapter.
600403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გაცვლა და ურთიერთობები.
Exchanges and Relationships.
600404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
პიროვნება თავისი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას გაცვლის მეშვეობით ახერხებს.
Marketing occurs when people decide to satisfy needs and wants through exchange relationships.
600405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გაცვლა არის ვინმესგან სასურველი ნივთის მიღება მისთვის საჭირო ნივთის შეთავაზების სანაცვლოდ.
Exchange is the act of obtaining a desired object from someone by offering something in return.
600406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუ უფრო განვავრცობთ, მარკეტოლოგი ცდილობს, ერთგვარი „პასუხი“ მიიღოს თავის მარკეტინგულ შეთავაზებაზე.
In the broadest sense, the marketer tries to bring about a response to some market offering.
600407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
„პასუხი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტისა თუ მომსახურების ყიდვით.
The response may be more than simply buying or trading products and services.
600408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, პოლიტიკური კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო ხმების მოგროვება, ეკლესიისთვის – მრევლის ერთგულება, სოციალური ჯგუფისთვის – იდეების გაზიარება.
A political candidate, for instance, wants votes, a church wants membership, an orchestra wants an audience, and a social action group wants idea acceptance.
600409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგი შედგება მოქმედებებისაგან, რომელთა მიზანია, შექმნას და შეინარჩუნოს სასურველი, გაცვლაზე ორიენტირებული ურთიერთობები მიზნობრივ აუდიტორიასთან.
Marketing consists of actions taken to build and maintain desirable exchange relationships with target audiences involving a product, service, idea, or other object.
600410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
უბრალოდ, ახალი მყიდველების მოზიდვისა და მათთან გარიგების შექმნის გარდა, ორგანიზაციას მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული არსებულ მყიდველთა შენარჩუნება.
Beyond simply attracting new customers and creating transactions, companies want to retain customers and grow their businesses.
600411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტოლოგებს სურთ ძლიერი და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება მყიდველებთან მათთვის მუდმივად საუკეთესო ფასეულობების მიწოდების გზით.
Marketers want to build strong relationships by consistently delivering superior customer value.
600412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მოგვიანებით, ამავე თავში, ჩვენ ჩავუღრმავდებით მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის კონცეფციის მნიშვნელობას.
We will expand on the important concept of managing customer relationships later in the chapter.
600413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
გაცვლისა და ურთიერთობის კონცეფციას მივყავართ ბაზრის კონცეფციამდე.
The concepts of exchange and relationships lead to the concept of a market.
600414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ბაზარი წარმოადგენს გარკვეული პროდუქტისა თუ მომსახურების არსებულ და პოტენციურ მყიდველთა ერთობლიობას.
A market is the set of actual and potential buyers of a product or service.
600415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველები გაერთიანებულნი არიან განსაკუთრებული მოთხოვნილებისა თუ სურვილის მიხედვით, რომელთა დაკმაყოფილებაც შესაძლებელია გაცვლითი ურთიერთობებით.
These buyers share a particular need or want that can be satisfied through exchange relationships.
600416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგი გულისხმობს ბაზრების ისეთ მართვას, რომლის შედეგადაც ყალიბდება მომგებიანი გაცვლითი ურთიერთობები.
Marketing means managing markets to bring about profitable customer relationships.
600417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა, გაცვლითი ურთიერთობების შექმნას მუშაობა სჭირდება.
However, creating these relationships takes work.
600418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ძირითად მარკეტინგულ საქმიანობად მოიაზრება მომხმარებლის კვლევა, პროდუქტის განვითარება, კომუნიკაცია, დისტრიბუცია, ფასწარმოქმნა და მომსახურება.
Activities such as consumer research, product development, communication, distribution, pricing, and service are core marketing activities.
600419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მიუხედავად იმ აზრისა, რომ მარკეტინგს ახორციელებენ გამყიდველები, რეალობაა, რომ მყიდველებიც დიდ როლს თამაშობენ მასში.
Although we think of marketing as being carried out by sellers, buyers also carry out marketing.
600420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებლები ახორციელებენ მარკეტინგულ ფუნქციებს, როდესაც ეძებენ პროდუქტს, ურთიერთობენ კომპანიებთან, რათა მოიპოვონ ინფორმაცია, და ყიდულობენ საქონელს.
Consumers market when they search for products, interact with companies to obtain information, and make their purchases.