მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბეიბი-ბუმერთაგან უკვე ასაკოვანები, თავიანთი განვლილი ცხოვრების, შესრულებული სამუშაოს, ურთიერთობებისა და ვალდებულებების შეფასებას აკეთებენ.
The maturing boomers are rethinking the purpose and value of their work, responsibilities, and relationships.
601702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ბეიბი-ბუმერზე ეკონომიკურმა რეცესიამ ზეგავლენა მოახდინა, ისინი აშშ-ის ისტორიაში მაინც ყველაზე მდიდარი თაობის წარმომადგენლებად მიიჩნევიან.
However, although some might be feeling the postrecession pinch, the baby boomers are still the wealthiest generation in U.S. history.
601703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დღესდღეობით ბეიბი-ბუმერები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს შეადგენენ, თუმცა ქვეყნის ფინანსური აქტივების 75% უკავიათ და მათზე სამომხმარებლო დანახარჯების დაახლოებით 50% მოდის.
Today’s baby boomers account for about 25 percent of the U.S. population but hold 75 percent of the nation’s financial assets and account for about 50 percent of total consumer spending.
601704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი წელიწადში 2 ტრილიონ აშშ დოლარს ხარჯავენ.
They spend about $2 trillion a year.
601705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად აზროვნებენ.
Today’s boomers think young no matter how old they are.
601706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთი კვლევის მიხედვით, ბეიბი-ბუმერები საკუთარ თავს საშუალოდ 12 წლით ახალგაზრდად მოიაზრებენ.
One study showed that boomers, on average, see themselves 12 years younger than they actually are.
601707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
და, იმის ნაცვლად, რომ სიბერეს შეუშინდნენ, მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ახალ ფაზაში შედიან.
And rather than viewing themselves as phasing out, they see themselves as entering new life phases.
601708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ტოიოტა აღიარებს ბუმერთა ცხოვრების ამ ეტაპების ცვალებად ბუნებას.
Toyota recognizes these changing boomer life phases.
601709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბეიბი-ბუმერები არავის ისე არ ჰყავს მიზანში ამოღებული, როგორც ფინანსური მომსახურების სფეროს.
Perhaps no one is targeting the baby boomers more fervently than the financial services industry.
601710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
საერთო ჯამში, ბეიბი-ბუმერებმა შეძლეს გამოემუშავებინათ 3.7 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც მათი წინა თაობის შემოსავლებს ორჯერ აღემატება.
Collectively, the baby boomers have earned $3.7 trillion, more than twice as much as members of the prior generation.
601711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მერილ ლინჩმა წამოიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდნენ ბეიბი-ბუმერებს საპენსიო პერიოდის დაგეგმვაში:
Merrill Lynch recently launched a marketing campaign aimed at helping boomers with retirement planning:
601712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ფინანსური ინსტიტუტების სტერეოტიპულ საპენსიო რეკლამებში ნაჩვენებია მომხიბვლელი, ასაკოვანი წყვილები ზღვის ნაპირზე, რომლებიც თავიანთ იდილიურ წლებს განცხრომაში ატარებენ.
Stereotypical retirement ads from financial institutions show attractive older couples on the beach enjoying their idyllic golden years.
601713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ამ სფეროში ყველა (თითქმის ყოველთვის) საუბრობს მომავალზე და საპენსიო ასაკზე“, – აღნიშნავს მერილ ლინჩს ველს მენეჯმენტის ხელმძღვანელი.
“In this industry, everybody [most always] talks about the future and when you retire,” says the head of Merrill Lynch’s Wealth Management unit.
601714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მერილ ლინჩის კვლევაში ნაჩვენებია, რომ რეცესიის შედეგად დაზარალებული ბუმერები ფრთხილობენ, როცა საკითხი საპენსიო ასაკს ეხება, შესაბამისად დახმარება სწორედ მის დასაგეგმად სჭირდებათ.
Merrill Lynch research shows that recession-tempered boomers are cautiously optimistic about retirement but need help planning for it.
601715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მერილ ლინჩი კი ასეთ დახმარებას სთავაზობს პირადი ფინანსების მართვის კუთხით.
Merrill wants to provide that help in the form of personalized financial advice.
601716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კომპანია საკითხს ორივე მხრიდან უდგება – რაციონალურიდანაც და ემოციურიდანაც.
The company is approaching the topic from both a rational and an emotional standpoint.
601717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
საქმე მარტო „ციფრები“ არ არის, „ცხოვრებისეული გეგმებიც“ მნიშვნელოვანია.
It’s not just about “the numbers” but also about “life goals.”
601718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბუმერების პერიოდს მოჰყვა შობადობის კლება და შეიქმნა 1965-76 წლებში დაბადებულთა 49-მილიონიანი ახალი თაობა.
The baby boom was followed by a “birth dearth,” creating another generation of 49 million people born between 1965 and 1976.
601719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დუგლას კოპლენტი ამ თაობას თაობა X-ს უწოდებს, რადგან ისინი ბუმერთა ჩრდილში იმყოფებიან და თაობის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ნაკლებად აქვთ გამოკვეთილი.
Author Douglas Coupland calls them Generation X because they lie in the shadow of the boomers and lack obvious distinguishing characteristics.
601720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმატებისაკენ ილტვიან, ნაკლებად მატერიალისტურნი არიან; მათ შთაბეჭდილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე რაიმეს ფლობა.
Although they seek success, they are less materialistic; they prize experience, not acquisition.