მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601721.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თაობა X-ის იმ წარმომადგენლებისათვის, ოჯახს უპირველესი ადგილი უჭირავს, ხოლო კარიერას – მეორე.
For many of the Gen Xers family comes first—and career second.
601722.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგული თვალსაზრისით, თაობა X-ის წარმომადგენლები უფრო სკეპტიკური ერთობლიობაა.
From a marketing standpoint, the Gen Xers are a more skeptical bunch.
601723.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი შეძენამდე ამა თუ იმ პროდუქტს ძირფესვიანად იკვლევენ, რაოდენობას ხარისხს ამჯობინებენ და ნაკლებად იზიდავთ ზედმეტად მარკეტინგულად შეფუთული პროდუქტები.
They tend to research products before they consider a purchase, prefer quality to quantity, and tend to be less receptive to overt marketing pitches.
601724.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი უფრო მეტად ცვლიან ბეიბი-ბუმერების ცხოვრების სტილს, კულტურასა და ფასეულობებს.
They are increasingly displacing the lifestyles, culture, and values of the baby boomers.
601725.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თანდათან მაღლა და მაღლა იწევენ კარიერულ კიბეზე და მრავალი მათგანი ამაყად ფლობს საკუთარ სახლს.
They are moving up in their careers, and many are proud homeowners.
601726.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, ბეიბი-ბუმერების მსგავსად, ისინიც მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ არიან, ყველა დანარჩენივით უფრო დაკვირვებით ხარჯავენ ფულს.
However, like the baby boomers, the Gen Xers now face growing economic pressures. Like almost everyone else these days, they are spending more carefully.
601727.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამ პოტენციალის გამო, მრავალი ბრენდი და ორგანიზაცია სწორედ თაობა X-ს მიიჩნევს მთავარ მიზნობრივ სეგმენტად.
Still, with so much potential, many brands and organizations are focusing on Gen Xers as a prime target segment.
601728.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, ვირჯინიის ტურიზმის კორპორაციამ მიზნობრივ ბაზრად აირჩია თაობა X-ის ოჯახები: ვირჯინიას 40-წლიანი „რომანი“ ბეიბი-ბუმერთა თაობასთან სულ უფრო სუსტდება.
For example, the Virginia Tourism Corporation, the state’s tourism arm, is now targeting Gen X families: Virginia’s 40-year romance with the baby boomer generation is waning.
601729.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ვირჯინიის ტურიზმის კორპორაცია, რომელსაც ყველა იცნობს მისი სარეკლამო კამპანიით – „ვირჯინია შეყვარებულებისათვისაა“ — უკვე ახალ აუდიტორიას უმიზნებს — თაობა X-ს.
The Virginia Tourism Corporation (VTC), best known for its enduring “Virginia is for Lovers” campaign, is now wooing a new audience: Generation X.
601730.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი უფრო ახალგაზრდები და თავგადასავლების მაძიებლები არიან და უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ვირჯინიაში მოგზაურობაზე.
They’re younger and more adventuresome, and they spend more money on travel in Virginia.
601731.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ვირჯინიის ტურიზმის კორპორაციის ჩატარებული კვლევის თანახმად, ვირჯინიაში ყოველწლიურად დახარჯული 19.2 მილიარდი აშშ დოლარიდან 45% თაობა X-ის ოჯახებს ეკუთვნის.
The Virginia Tourism Corporation research showed that Generation X households contribute about 45 percent of the $19.2 billion spent in Virginia each year.
601732.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მათ უნდათ პლაჟები, კარგი დასასვენებელი ადგილები, თბილი და მეგობრული ადამიანები.
They want beaches, good places to relax, warm, friendly people.
601733.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მოსწონთ გართობა და თემატური პარკები.
They love amusement and theme parks.
601734.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ვირჯინიის ტურიზმის კორპორაცია გეგმავს, გამოიყენოს ფეისბუქი, ტვიტერი და ბლოგები, რათა უფრო დიდი წვდომა ჰქონდეს თაობა X-ის ოჯახებთან.
The Virginia Tourism Corporation plans to use Facebook, Twitter, and blogs to help reach Generation X households.
601735.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბეიბი-ბუმერები და თაობა X-ელებიც ერთ მშვენიერ დღეს თავიანთ სადავეებს მილენიუმელებს (მათ ასევე უწოდებენ Y-თაობას ან ექო-ბუმერებს) გადასცემენ.
Both the baby boomers and Gen Xers will one day be passing the reins to the Millennials (also called Generation Y or the echo boomers).
601736.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
1977-2000 წლებში დაბადებული ბეიბი-ბუმერების შვილების რიცხვი 83 მილიონს აღწევს, რაც ჩრდილავს X-თაობას და თვით ბეიბი-ბუმერების სეგმენტსაც აღემატება.
Born between 1977 and 2000, these children of the baby boomers number 83 million, dwarfing the Gen Xers and larger even than the baby boomer segment.
601737.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აღნიშნული ჯგუფი მოიცავს რამდენიმე ასაკობრივ ქვეჯგუფს: თინეიჯერობამდე ასაკის ბავშვები (10-12 წელი), თინეიჯერები (13-18 წელი) და ზრდასრულები (19-33 წელი).
This group includes several age cohorts: tweens (ages 10–12), teens (13–18), and young adults (19–33).
601738.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მილენიუმელები, რომელთა საერთო ყიდვის უნარიანობა 733 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, საკმაოდ დიდ და მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს.
With total purchasing power of more than $733 billion, the Millennials are a huge and attractive market.
601739.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთი რამ, რაც მათ აერთიანებს, არის მათი საოცარი და სრულიად თავისუფალი დამოკიდებულება ციფრულ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან.
One thing that all the Millennials have in common is their utter fluency and comfort with digital technology.
601740.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მილენიუმელები ისეთ პირველ თაობას განეკუთვნებიან, რომლებიც გაიზარდნენ კომპიუტერების, მობილური და ფიჭური ტელეფონების, სატელიტური ტელევიზიის, აი-პოდისა და ონლაინ სოციალური ქსელების ეპოქაში.
The Millennials were the first generation to grow up in a world filled with computers, cell phones, satellite TV, iPods, and online social networks.