მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602301.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ტაიდის სარეკლამო კამპანიის ბოლოდროინდელი გარდასახვა „არჩევანი სტილია და არა სისუფთავე“, ტაიდის გასუფთავების უნარს უკავშირებს მომხმარებლის ისეთ ძლიერ ემოციებს, როგორიცაა, სტილი და თვითგამოხატულება.
The most recent incarnation of the Tide campaign—“Style Is an Option. Clean Is Not”.—connects Tide’s cleaning prowess with powerful emotions such as style and self-expression.
602302.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
სარეცხის რეცხვის დაკავშირება მომხმარებლის სტილთან და თვითგამოხატულებასთან სულაც არ მიიჩნევა უცნაურად სარეკლამო სფეროში.
Linking laundry to style and self-expression isn’t really that big a leap.
602303.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ტაიდის ბრენდმენეჯერი ამბობს: „როდესაც კლიენტები ამ ფხვნილს იყენებენ, ის ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორსაც შამპუნი და კონდიციონერი თმისათვის.
“In watching consumers use their detergent, many of them talked about how it maintained their clothes in the same way that shampoo and conditioner nurtured one’s hair,” says a Tide assistant brand manager.
602304.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეს ტაიდსა და სისუფთავეს უკავშირებს იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის: ჩვენი ტანსაცმელი, და ის, თუ როგორ გამოვიყურებით.
It links Tide and cleaning “to something that is really important to people: our clothes, and the way we look”.
602305.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამრიგად... თუ ისევ თავდაპირველ შეკითხვას დავუბრუნდებით: შეუძლია თუ არა მომხმარებელს ურთიერთობა დაამყაროს სარეცხ საშუალებებთან?
So ... back to the original question: Can you develop a relationship with a laundry detergent brand?
602306.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პროქტერ & გემბელის სიღრმისეული მარკეტინგული კვლევიდან დადასტურდა, რომ ასეთი ურთიერთობა, უბრალოდ, გარდაუვალია.
Insights gained from P&G’s deep-immersion consumer research showed that such relationships aren’t just possible—they’re inevitable.
602307.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამისთვის მთავარია კარგად გვესმოდეს ამ ურთიერთობის ნამდვილი ბუნება და მისი მართვა ისე, რომ მომხმარებელს შევუქმნათ ნამდვილად ღირებული პროდუქცია.
The key is to really understand the true nature of the relationship and shape it by creating real value for customers.
602308.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ტაიდი, ბრენდებს შორის, ყველაზე ეფექტურად ახერხებს მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებას.
No brand is more successful at creating customer relationships than Tide.
602309.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
როგორც ტაიდის მაგალითიდან ჩანს, კარგი პროდუქტი და მარკეტინგული პროგრამა იწყება კარგი ინფორმაციით მყიდველების შესახებ.
As the Tide story highlights, good products and marketing programs begin with good customer information.
602310.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანიებს ასევე სჭირდებათ დიდი რაოდენობის ინფორმაცია კონკურენტების, გადამყიდველების და სხვა ბიზნესსუბიექტებისა და ბაზრის მამოძრავებელი ძალების შესახებ.
Companies also need an abundance of information on competitors, resellers, and other actors and marketplace forces.
602311.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგრამ მარკეტოლოგებმა ინფორმაცია მხოლოდ კი არ უნდა მოაგროვონ, არამედ უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ შეიცნონ მომხმარებლების შეხედულებები.
But more than just gathering information, marketers must use the information to gain powerful customer and market insights.
602312.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული ინფორმაცია და მყიდველების შეცნობა.
Marketing Information and Customer Insights.
602313.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მყიდველისათვის ფასეულობის შესაქმნელად და მასთან ღირებული ურთიერთობის დასამყარებლად მარკეტოლოგებმა თავდაპირველად კარგად უნდა გაიგონ, რა სჭირდება და სურს მყიდველს.
To create value for customers and build meaningful relationships with them, marketers must first gain fresh, deep insights into what customers need and want.
602314.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანიები ამ ინფორმაციას იმისათვის იყენებენ, რომ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა.
Companies use such customer insights to develop competitive advantage.
602315.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ერთ-ერთი მარკეტოლოგის აზრით, „დღევანდელ, ჰიპერკონკურენტულ სამყაროში შეჯიბრი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ფაქტობრივად არის შეჯიბრი ბაზრისა და მყიდველის კარგად გასაგებად“.
“In today’s hypercompetitive world,” states a marketing expert, “the race for competitive advantage is really a race for customer and market insights”.
602316.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასეთი რამის მიღწევა კი მხოლოდ კარგი მარკეტინგული ინფორმაციის ფლობითაა შესაძლებელი.
Such insights come from good marketing information.
602317.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითისათვის, განვიხილოთ კომპანია ეფლის ფენომენალურად წარმატებული პროდუქტი აიპოდი.
Consider Apple’s phenomenally successful iPod.
602318.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აიპოდი არ ყოფილა პირველი მოწყობილობა, რომელიც ციფრულ მუსიკას უკრავდა.
The iPod wasn’t the first digital music player.
602319.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის შედეგების ანალიზმა კომპანია ორ უმნიშვნელოვანეს მიგნებამდე მიიყვანა პროდუქციის დიზაინის თვალსაზრისით: აპარატი პატარა — სათამაშო ბანქოს ზომისა უნდა ყოფილიყო და მასში 1000 ციფრული ფორმატით ჩაწერილი სიმღერა ჩატეულიყო.
This insight led to two key design goals: make it as small as a deck of cards and build it to hold 1,000 songs.
602320.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუ ამას დავუმატებთ ეფლის განუმეორებელ დიზაინსა და მომხმარებლისათვის მოსახერხებელ ელემენტებს, მივიღებთ „ბლოკბასტერის“ რეცეპტს.
Add a dash of Apple’s design and usability magic to this insight, and you have a recipe for a blockbuster.