მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეფლის ორი ახალი პროდუქტი აიპოდი და აიპოდ თაჩი ბაზრის წილის 75%-ზე მეტს იკავებს უკვე.
Apple’s expanded iPod and iPod Touch lines now capture more than a 75 percent market share.
602322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მათ ასევე შეუწყვეს ხელი ეფლის ისეთი პროდუქტების შექმნას, როგორიცაა, აიფონი და აიპედი.
And they’ve spawned other Apple blockbusters such as the iPhone and the iPad.
602323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად იმისა, რომ მყიდველებისა და ბაზრის შეცნობა მნიშვნელოვანია მომხმარებელთათვის ღირებული პროდუქტის შესაქმნელად და მათთან ურთიერთობის დასამყარებლად, მათი მიგნება შესაძლოა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდეს.
Although customer and market insights are important for building customer value and relationships, these insights can be very difficult to obtain.
602324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მომხმარებელთა საჭიროებები და მათ მიერ შესყიდვების განხორციელების მოტივები ხშირად ბუნდოვანია მომხმარებლები არცთუ იშვიათად თვითონვე ვერ ამბობენ, რა სჭირდებათ და რატომ ყიდულობენ.
Customer needs and buying motives are often anything but obvious—consumers themselves usually can’t tell you exactly what they need and why they buy.
602325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმისათვის, რომ კარგად გაიგოთ, რა სურთ მყიდველებს, მარკეტოლოგებმა ეფექტურად უნდა მართონ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მარკეტინგული ინფორმაცია.
To gain good customer insights, marketers must effectively manage marketing information from a wide range of sources.
602326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ... ამოიღონ და გამოიყენონ ასეთი, ნებაყოფლობით გაცემული ინფორმაცია, სხვებთან შედარებით უფრო ძვირფასი და დროული მონაცემები ექნებათ ხელთ.
Organizations able to ... elicit and use such volunteered information will be able to gain much richer, more timely customer insights at lower cost.
602327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგის მენეჯერები ხშირად ინფორმაციის ნაკლებობას კი არა, მონაცემების სიჭარბეს უჩივიან.
Far from lacking information, most marketing managers are overloaded with data and often overwhelmed by it.
602328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასე მაგალითად, როდესაც კომპანია პეპსი თავისი ბრენდის შესახებ ონლაინდისკუსიების მონიტორინგს ახორციელებს ბლოგებში, ტვიტებში (ტვიტერის საიტზე განთავსებულ მოკლე შეტყობინებას ტვიტი ეწოდება), პოსტებში და სხვა ონლაინწყაროებში, მისი სერვერები ყოველდღიურად კომპანიის სახელს 6 მილიონ საუბარში პოულობენ.
For example, when a company such as Pepsi monitors online discussions about its brands by searching key words in tweets, blogs, posts, and other sources, its servers take in a stunning six million public conversations a day.
602329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ინფორმაციის ასეთი მოცულობის გადამუშავება არც ერთ მენეჯერს არ ძალუძს.
That’s far more information than any manager can digest.
602330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად მონაცემების ასეთი სიჭარბისა, მარკეტინგის მენეჯერები ხშირად ჩივიან, რომ ისინი საჭირო ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან.
Despite this data glut, marketers frequently complain that they lack enough information of the right kind.
602331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მათ არ სჭირდებათ ბევრი ინფორმაცია, მათ სჭირდებათ უკეთესი ინფორმაცია და არსებული ინფორმაციის სწორად გამოყენების უნარი.
They don’t need more information; they need better information. And they need to make better use of the information they already have.
602332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა და ინფორმაცია ფასეული მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ის გვიადვილებს მყიდველთა შეცნობას.
The real value of marketing research and marketing information lies in how it is used— in the customer insights that it provides.
602333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამის გამო, ბევრი კომპანია თავისი მარკეტინგული კვლევებისა და ინფორმაციის მართვის ფუნქციების რესტრუქტურიზაციას ახდენს.
Based on such thinking, many companies are now restructuring their marketing research and information functions.
602334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ისინი ქმნიან მყიდველთა შეცნობის გუნდებს, რომელსაც ხშირად მყიდველთა შეცნობის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და გუნდში შედიან კომპანიის სხვადასხვა ფუნქციონალური არეების თანამშრომლები.
They are creating “customer insights teams,” headed by a vice president of customer insights and composed of representatives from all of the firm’s functional areas.
602335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასე მაგალითად, კომპანია კრაფტ ფუდსის მარკეტინგული კვლევის დეპარტამენტის დირექტორს უწოდებენ მომხმარებელთა შეცნობისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორს.
For example, the head of marketing research at Kraft Foods is called the director of consumer insights and strategy.
602336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანია უნილივერში მარკეტინგულ კვლევას ახორციელებს მყიდველთა და ბაზრის შეცნობის დეპარტამენტი, რომელიც ეხმარება ბრენდის მენეჯერებს, მოიპოვონ ღირებული ინფორმაცია და შეიცნონ მყიდველები.
At Unilever, marketing research is done by the Consumer and Market Insight division, which helps brand teams harness information and turn it into customer insights.
602337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მყიდველთა შეცნობის ჯგუფები აგროვებენ მარკეტინგულ ინფორმაციას წყაროთა ფართო სპექტრიდან. ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, ტრადიციული მარკეტინგული კვლევებიდან დაწყებული – მომხმარებელთა დაკვირვებითა და მათი ონლაინსაუბრების მონიტორინგით დამთავრებული.
Customer insights groups collect customer and market information from a wide variety of sources, ranging from traditional marketing research studies to mingling with and observing consumers to monitoring consumer online conversations.
602338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
შეგროვებულ ინფორმაციას კი იყენებენ მყიდველთა შესაცნობად, რის შემდეგაც კომპანიას საშუალება ეძლევა უფრო მეტი ფასეულობა მიაწოდოს მყიდველს.
Then they use this information to develop important customer insights from which the company can create more value for its customers.
602339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამრიგად, კომპანიებმა უნდა შექმნან ეფექტური მარკეტინგული ინფორმაციის სისტემები, რომელიც მენეჯერებს მიაწვდის შესატყვის ინფორმაციას სწორი ფორმით შესაბამის დროს, ეს კი მათ დაეხმარება შექმნან მყიდველთა ფასეულობა და ჩამოაყალიბონ მყიდველებთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა.
Thus, companies must design effective marketing information systems that give managers the right information, in the right form, at the right time and help them to use this information to create customer value and stronger customer relationships.
602340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა (მის) მოიცავს ადამიანებს და პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საინფორმაციო საჭიროებების შეფასება; დროული, საჭირო და ზუსტი ინფორმაციის შერჩევა და მისი გადაცემა მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიმღებებისათვის.
A marketing information system (MIS) consists of people and procedures for assessing information needs, developing the needed information, and helping decision makers use the information to generate and validate actionable customer and market insights.