მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602341.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
სურათი 4.1 გვიჩვენებს, რომ მის-ი იწყება და მთავრდება ინფორმაციის გამომყენებლებით — მარკეტინგის მენეჯერებით, შიდა და გარე პარტნიორებითა და სხვებით, ვისაც მარკეტინგული ინფორმაცია სჭირდება.
Figure 4. shows that the MIS begins and ends with information users—marketing managers, internal and external partners, and others who need marketing information.
602342.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თავიდან, მის-ი აფასებს ინფორმაციის საჭიროების დონეს.
First, MIS interacts with these information users to assess information needs.
602343.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
შემდგომ ამ საჭირო ინფორმაციის გენერირებას ახდენს კომპანიის შიდა მონაცემთა ბაზების, მარკეტინგული დაზვერვისა და მარკეტინგული კვლევების საშუალებით.
Next, it interacts with the marketing environment to develop needed information through internal company databases, marketing intelligence activities, and marketing research.
602344.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბოლოს, მის-ი ინფორმაციის გამომყენებლებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ და გამოიყენონ ინფორმაცია იმისათვის, რომ მყიდველები უკეთ შეიცნონ, მიიღონ მარკეტინგული გადაწყვეტილებები და მართონ ურთიერთობები მომხმარებლებთან.
Finally, the MIS helps users to analyze and use the information to develop customer insights, make marketing decisions, and manage customer relationships.
602345.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული ინფორმაციის საჭიროების შეფასება.
Assessing Marketing Information Needs.
602346.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიის მარკეტინგისა და სხვა განყოფილებების მენეჯერებს ემსახურება.
The marketing information system primarily serves the company’s marketing and other managers.
602347.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, მას ასევე შეუძლია გარე პარტნიორების ინფორმაციული უზრუნველყოფა, როგორიცაა: მიმწოდებლები, გადამყიდველები ან მარკეტინგული მომსახურების სააგენტოები.
However, it may also provide information to external partners, such as suppliers, resellers, or marketing services agencies.
602348.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ვოლმარტის რითეილ ლინკის სისტემა ძირითადი პროდუქციის მომწოდებლისათვის უზრუნველყოფს ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომას, დაწყებული მომხმარებელთა შესყიდვის ჩვევებიდან და ინფორმაციიდან მაღაზიებში მარაგების მოცულობის შესახებ, დამთავრებული მონაცემებით, რამდენი ცალი პროდუქტი გაიყიდა თითოეულ მაღაზიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში.
For example, Walmart’s RetailLink system gives key suppliers access to information on everything from customers’ buying patterns and store inventory levels to how many items they’ve sold in which stores in the past 24 hours.
602349.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კარგად აგებული მის-ი აბალანსებს იმ მონაცემებს, რომელიც ინფორმაციის გამომყენებელს სურს, სჭირდება და რომლის რეალურად მიწოდებაც სისტემას შეუძლია.
A good MIS balances the information users would like to have against what they really need and what is feasible to offer.
602350.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პროცესი იწყება მენეჯერების გამოკითხვით და იმის გარკვევით, რა ინფორმაციის მოპოვება სურთ მათ.
The company begins by interviewing managers to find out what information they would like.
602351.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთი ითხოვს ნებისმიერ მონაცემს და სულაც არ ფიქრობს, სჭირდება თუ არა იგი.
Some will ask for whatever information they can get without thinking carefully about what they really need.
602352.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ძალიან ბევრი ინფორმაცია საზიანოა, ისევე როგორც მონაცემთა სიმწირე.
Too much information can be as harmful as too little.
602353.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
არიან ისეთი მენეჯერებიც, რომლებმაც შესაძლოა გამოტოვონ საკითხები, რომლებიც უნდა იცოდნენ. ან შეიძლება არ მოითხოვონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ.
Other managers may omit things they ought to know, or they may not know to ask for some types of information they should have.
602354.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, მენეჯერი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ დადებითი და უარყოფითი შეფასებების თაობაზე, რომელსაც მომხმარებლები კომპანიის პროდუქციისა და ბრენდების შესახებ ბლოგებსა და ონლაინ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
For example, managers might need to know about surges in favorable or unfavorable consumer discussions about their brands on blogs or online social networks.
602355.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმის გამო, რომ მენეჯერმა არაფერი იცის ამ დისკუსიების შესახებ, ასეთი ინფორმაციის მოპოვებაზე არც კი ფიქრობს.
Because managers do not know about these discussions, they do not think to ask about them.
602356.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მის-მა მარკეტინგული გარემო უნდა გააკონტროლოს, რათა შეძლოს მარკეტინგული გადაწყვეტილების მიმღებებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მყიდველთა შესაცნობად და მნიშვნელოვანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად.
The MIS must monitor the marketing environment to provide decision makers with information they should have to better understand customers and make key marketing decisions.
602357.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას საჭირო ინფორმაცია არ გააჩნია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ინფორმაციის მიუწვდომლობა, ასევე მის-ის ტექნიკურ-პროგრამული შეზღუდვები.
Sometimes the company cannot provide the needed information, either because it is not available or because of MIS limitations.
602358.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ბრენდის მენეჯერს შესაძლოა უნდოდეს, გაიგოს, რა ცვლილებებს შეიტანს კონკურენტი თავის სარეკლამო ბიუჯეტში მომავალ წელს და ბაზრის წილების განაწილებაზე რა გავლენას მოახდენს ეს.
For example, a brand manager might want to know how competitors will change their advertising budgets next year and how these changes will affect industry market shares.
602359.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ინფორმაცია დაგეგმილი ბიუჯეტის შესახებ ალბათ ხელმისაწვდომი არ იქნება.
The information on planned budgets probably is not available.
602360.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაშიც კი მის-ი ვერ შეძლებს წინასწარ განსაზღვროს, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ბაზრის წილებზე როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს.
Even if it is, the company’s MIS may not be advanced enough to forecast resulting changes in market shares.