მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603001.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასე რომ, კომპიუტერებს უნდა ვასწავლოთ, სწრაფად მიხვდნენ მყიდველების ონლაინმოძრაობებიდან, რას ფიქრობენ ისინი ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ.
We have to teach machines to pick up on those same insights from movements online.
603002.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან კლიენტები, როდესაც ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში დაქრიან – რას ეძებენ, რომელ ვებგვერდებს ათვალიერებენ, რას ყიდულობენ – მარკეტოლოგებისათვის ოქროს ტოლფასია.
Information about what consumers do while trolling the vast expanse of the Internet—what searches they make, the sites they visit, what they buy—is pure gold to marketers.
603003.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღევანდელი მარკეტოლოგები ამ ოქროს ბეჯითად მოიპოვებენ.
And today’s marketers are busy mining that gold.
603004.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღეს ინტერნეტში ყველამ იცის, ვინ ხართ თქვენ.
On the Internet today, everybody knows who you are.
603005.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
უამრავმა ინტერნეტკომპანიამ იცის თქვენი სქესი, საცხოვრებელი ადგილი; ის, რომ თქვენ მოგწონთ სატვირთო მანქანები და რომ მაგალითად, სამი საათი და 43 წამი შინაური ცხოველების მოყვარულთა ვებგვერდზე გაატარეთ იანვრის ერთ წვიმიან დღეს.
In fact, legions of Internet companies also know your gender, your age, the neighborhood you live in, that you like pickup trucks, and that you spent, say, three hours and 43 seconds on a Web site for pet lovers on a rainy day in January.
603006.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს ინფორმაცია უამრავი კომპიუტერული ქსელით მოედინება, სადაც ხდება მისი გაფილტვრა, დახარისხება, კატალოგიზაცია, ანალიზი და შემდეგ მისი გამოყენება თქვენთვის სარეკლამო განცხადებების გამოსაგზავნად, სადაც არ უნდა იყოთ ვებსივრცეში.
All that data streams through myriad computer networks, where it’s sorted, cataloged, analyzed, and then used to deliver ads aimed squarely at you, potentially anywhere you travel on the Web.
603007.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ მეთოდს ეწოდება „ქცევის მიხედვით დამიზნება“ – კლიენტების ქცევისათვის თვალყურის დევნება ონლაინრეჟიმში და შესაბამისი სარეკლამო განცხადებების მათკენ მიმართვა.
It’s called behavioral targeting—tracking consumers’ online behavior and using it to target ads to them.
603008.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, მაგალითად, თუ თქვენთვის სასურველ მობილურ ტელეფონს მოათავსებთ ამაზონის ვებგვერდის „საყიდლების ჩანთაში“, მაგრამ არ იყიდით მას, მომავალში მრავალი სარეკლამო განცხადება მოგივათ მობილური ტელეფონების შესახებ.
So, for example, if you place a cell phone in your Amazon.com shopping cart but don’t buy it, you might expect to see some ads for that very type of phone.
603009.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს საკმაოდ საოცარი რამ არის. ვებ-ანალიზის უახლეს ტალღას ქცევის მიხედვით დამიზნებიდან, სოციალური კავშირების მიხედვით დამიზნებამდე მივყავართ.
That’s amazing enough, but the newest wave of Web analytics and targeting take online eavesdropping even further—from behavioral targeting to social targeting.
603010.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუ ქცევითი აქტივობის დაკვირვების შედეგად ვებგვერდებზე ხდება მომხმარებელთა ქცევის კონტროლი, სოციალური კონტროლის დროს შეიძლება აღმოჩენილ იქნეს ინდივიდუალური ონლაინსოციალური კავშირები.
Whereas behavioral targeting tracks consumer movements across Web sites, social targeting also mines individual online social connections.
603011.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ერთ-ერთი ძველი გამონათქვამის მიხედვით, ერთნაირი ტიპის ცხოველები და ფრინველები ყოველთვის ერთად იყრიან თავს“, ამბობს სოციალური მედიის ექსპერტი.
“It’s getting back to the old adage that birds of a feather flock together,” says a social targeting expert.
603012.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
კვლევა გვიჩვენებს, რომ მყიდველები ძალიან უგდებენ ყურს, რას საუბრობენ ამა თუ იმ პროდუქტზე მათი მეგობრები და ცდილობენ, იმ ბრენდების საქონელი შეიძინონ, რომლებსაც მათი მეგობრები ანიჭებენ უპირატესობას.
Research shows that consumers shop a lot like their friends and are five times more likely to respond to ads from brands friends use.
603013.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, მიზანშეწონილია ასეთი მეგობრების მოძებნა და მათზე „იერიშის“ მიტანა.
So identifying and targeting friends of current prospects makes sense.
603014.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
სოციალური კავშირების მიხედვით დამიზნებას საშუალებას აძლევს კომპანიას, მყიდველთა შესახებ მონაცემები მათ მიერ სოციალურ ქსელებში განხორციელებულ ქმედებებს დაუკავშიროს.
Social targeting links customer data to social interaction data from social networking sites.
603015.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგად კომპანია იღებს მონაცემებს მყიდველის უახლოეს ონლაინმეგობრებზე და შემდეგ მათზეც ახორციელებს მიზნობრივ რეკლამირებას.
In effect, it matches a prospect with his or her closest connections and targets them as well.
603016.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასეთი მიდგომით ერთ მილიონ მიმღებზე გათვლილი მარკეტინგული კამპანია შესაძლოა რვა ან ათ მილიონ მიმღებზე, ძირითადად ახალ მომხმარებლებზე ორიენტირებულ აქტივობად გადაიქცეს.
This can stretch a marketing campaign that would have reached one million prospects into one that reaches eight million or ten million prospects, most of them new.
603017.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
მოსმენა ონლაინრეჟიმში, ბაზრის სეგმენტებად დაყოფა ქცევის მიხედვითა და სოციალური თვალსაზრისით – ეს ყველაფერი მარკეტოლოგებისათვის ძალიან მნიშვნელო ვანია, ვინაიდან მათი მიზანია მყიდველების მიერ ინტერნეტში მოწოდებული ზღვა მასალის გაანალიზება.
Online listening, behavioral targeting, social targeting - all of these are great for marketers as they work to mine customer insights from the massive amounts of consumer information swirling around the Web.
603018.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ დროს რა არის მთავარი შეკითხვა?
The biggest question?
603019.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ალბათ უკვე მიხვდით.
You’ve probably already guessed it.
603020.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგი პრაქტიკაში
ირღვევა თუ არა მყიდველების კონფიდენციალურობა?
What happens to consumer privacy?