მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სარეკლამო სააგენტო ომნიკონი „ნეიროდაგეგმვას“ იმისათვის იყენებს, რომ კლიენტისათვის განსაზღვროს შესაფერისი მედიამიქსი.
The Omnicon advertising agency uses “neuroplanning” to determine the appropriate media mix for a client.
603082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კლიენტები ბრმა ტესტებისას უპირატესობას ანიჭებდნენ პეპსის და არა კოკა-კოლას, მაგრამ ერჩივნათ კოკა-კოლა, როდესაც ხედავდნენ ბრენდების სახელებს.
One study found that consumers preferred Pepsi over Coke in blind taste tests but preferred Coke when they could see the names of the brands tasted.
603083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ტვინის სხვადასხვა ნაწილები მაშინ გააქტიურდა, როდესაც მომხმარებელს მისთვის ნაცნობი ბრენდი შესთავაზეს. ე.ი. შეიძლება ის მეტად ვირწმუნოთ, რასაც მარკეტოლოგები გვაჯერებენ, ვიდრე ის, რასაც გემოვნება გვკარნახობს.
Different areas of the brain were activated when they knew the brand compared to when they did not, suggesting that what marketers make us believe is more persuasive than what our own taste buds tell us.
603084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
1. მოიძიეთ უფრო მეტი ინფორმაცია ნეირომარკეტინგზე და განიხილეთ მეორე მაგალითი.
1. Learn more about neuromarketing and discuss another example of its application.
603085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
2. კრიტიკოსები მსჯელობენ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი და ეთიკურია ასეთი ტიპის მარკეტინგული კვლევა.
2. Critics have raised concerns over the usefulness and ethics of this type of marketing research.
603086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
განიხილეთ ასეთი ტიპის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული კამათის ორივე მხარე.
Discuss both sides of the debate surrounding this methodology.
603087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული ინფორმაცია გვეხმარება, სიღრმისეულად ჩავწვდეთ მყიდველების საჭიროებებს და კონკურენტების ქმედება-გადაწყვეტილებებს.
Marketing information helps develop insights into the needs of customers, and gathering competitive intelligence (CI) data supplies part of this information.
603088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონკურენტების საქმიანობის დაზვერვა ერთგვარ ინდუსტრიადაც კი გადაიქცა. კომპანიების უდიდეს ნაწილში ასეთი ტიპის საქმიანობის ცალკეული დანაყოფიც კი არსებობს.
CI has blossomed into a full-fledged industry, with most major companies establishing CI units.
603089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა სახის მოპოვებული ინფორმაცია როდია ეთიკური ან გამართლებული.
But not all CI gathering is ethical or legal.
603090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაგალითად, 1943 წელს კომპანია პროქტერ & გემბელის მუშაკმა ქრთამით მოხიბლა მეორე კომპანიის, ლეველ ბროზერსის (ამჟამად უნილივერი) თანამშრომელი, რათა ხელში ჩაეგდო ახალი საპნის, სვონის ფორმულა.
In 1943, a P&G employee bribed a Lever Brothers (now Unilever) employee to obtain bars of Swan soap.
603091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანია პროქტერ & გემბელმა ამის გამო თითქმის 6 მილიონი აშშ დოლარი (დღევანდელი კურსით 60 მილიონი) გადაუხადა უნილივერს საპატენტო უფლებების დარღვევისათვის.
P&G settled the case by paying Unilever almost $6 million (about $60 million in today’s dollars) for patent infringement.
603092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
2001 წელს კომპანია პროქტერ & გემბელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა უნილივერს იმისთვის, რომ მისი თანამშრომელი უნილივერის ოფისის გარეთ მდებარე ნაგვის ურნაში იქექებოდა.
In 2001, P&G once again paid a $10 million settlement to Unilever for a case that involved a contractor rummaging through a trash dumpster outside Unilever’s office.
603093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აპარატმა შეაჩერა კორპორაციული შპიონაჟის სარჩელი სასტუმროებს — სტარვუდსა და ჰილტონს (Hill- ton) შორის, ვინაიდან სტარვუდი უკვე კრიმინალური ბრალდებით გამოდის ჰილტონის წინააღმდეგ, მან სტარვუდის ორი დირექტორი გადაიბირა თავისთან სამუშაოდ.
More recently, the U.S. Attorney General’s office halted a corporate espionage lawsuit between Starwood Hotels and Hilton Hotels because it is already pursuing criminal charges against Hilton and two executives it hired away from Starwood.
603094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის შეფასებით, ამა თუ იმ კომპანიების თანამშრომლები ჩადიან ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის 75%-ს.
The U.S. Secret Service estimates that employees commit 75 percent of intellectual property theft.
603095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუმცა, საფრთხე მხოლოდ ქვეყნის შიდა ხასიათის არ არის.
The threat is not just internal, though.
603096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გამოძიების ფედერალური ბიურო თვალყურს ადევნებს დაახლოებით 20 ქვეყანას, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ აშშ-ის კომპანიების თვალთვალს.
The FBI is tracking approximately 20 countries actively spying on U.S. companies.
603097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
1. მოიძიეთ კორპორაციული შპიონაჟის კიდევ ერთი მაგალითი და მოამზადეთ მოკლე ანგარიში მის შესახებ.
1. Find another example of corporate espionage and write a brief report on it.
603098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დამნაშავე მხარემ გადაიხადა თუ არა ანაზღაურება ან შეუფარდეს თუ არა მას საპყრობილეში ყოფნა?
Did the guilty party pay restitution or serve prison time?
603099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
განიხილეთ, რა სახის სადამსჯელო ზომების გატარებაა საჭირო და არის თუ არა მათი გატარება მიზანშეწონილი კორპორაციული შპიონაჟის შემთხვევებში?
Discuss what punishments, if any, should be levied in cases of corporate espionage.
603100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
2. როგორ შეძლებენ კომპანიები კორპორაციული შპიონაჟისაგან თავის დაცვას?
2. How can businesses protect themselves from corporate espionage?