მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603181.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
დიდი კომპანიების უმეტესობა მომხმარებლის ამ გადაწყვეტილებებს დეტალურად იკვლევს, რომ პასუხი გასცენ კითხვებს — რას, სად, როდის, რატომ და რამდენს ყიდულობენ მომხმარებლები.
Most large companies research consumer buying decisions in great detail to answer questions about what consumers buy, where they buy, how and how much they buy, when they buy, and why they buy.
603182.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგებს შეუძლიათ მომხმარებელთა ვაჭრობის პროცესის შესწავლა, რომ დაადგინონ, თუ რას, სად და რა ფასად ყიდულობენ ისინი.
Marketers can study actual consumer purchases to find out what they buy, where, and how much.
603183.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგრამ, ყიდვისას მომხმარებლის ქცევასთან დაკავშირებით კითხვაზე „რატომ“ — პასუხის გაცემა არც ისე ადვილია — ადამიანის გონებაში ყიდვისას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ხშირად ღრმადაა დაფარული.
But learning about the whys of consumer buying behavior is not so easy—the answers are often locked deep within the consumer’s mind.
603184.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ხშირად თვით მომხმარებლებმაც არ იციან ზუსტად, რა ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე.
Often, consumers themselves don’t know exactly what influences their purchases.
603185.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ერთ-ერთი მარკეტინგის ექსპერტის აზრით, „ადამიანის გონება არ მუშაობს სწორხაზოვნად."
“The human mind doesn’t work in a linear way,” says one marketing expert.
603186.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მოსაზრება იმის შესახებ, რომ გონება არის მეხსიერების კომპიუტერი, სადაც ინახება ინფორმაცია ბრენდების, ემბლემების ან ცნობადი შეფუთვების შესახებ, რომელთანაც წვდომა შესაძლებელია ჭკვიანურად მომზადებული რეკლამების მეშვეობით, უბრალოდ მცდარია.
The idea that the mind is a computer with storage compartments where brands or logos or recognizable packages are stored in clearly marked folders that can be accessed by cleverly written ads or commercials simply doesn’t exist.
603187.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
გონება იქით-აქეთ მოხტუნავე ნეირონების იმპულსების ნარევია, რომლებიც მუდმივად ეჯახებიან ერთმანეთს და ქმნიან ახალ ცნებებს, მოსაზრებებსა და ურთიერთობებს.
Instead, the mind is a whirling, swirling, jumbled mass of neurons bouncing around, colliding and continuously creating new concepts and thoughts and relationships.
603188.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგებისათვის მთავარი შეკითხვა ასეთია: როგორ რეაგირებენ მომხმარებლები იმ მრავალფეროვან მარკეტინგულ მცდელობებზე, რომლებსაც კომპანია იყენებს?
The central question for marketers is as follows: How do consumers respond to various marketing efforts the company might use?
603189.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამოსავალი წერტილი სტიმულზე საპასუხო ქცევის მოდელია, რომელიც ასახულია სურათზე 5.1.
The starting point is the stimulus-response model of buyer behavior shown in Figure 5.1.
603190.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
იგი გვიჩვენებს, რომ მარკეტინგული და სხვა სტიმულები შედიან მომხმარებლის ე.წ. შავ ყუთში და იწვევენ გარკვეულ რეაქციას.
This figure shows that marketing and other stimuli enter the consumer’s “black box” and produce certain responses.
603191.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგები უნდა შეეცადონ, განმარტონ, რა არის მყიდველის „შავ ყუთში“.
Marketers must figure out what is in the buyer’s black box.
603192.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტინგული სტიმულები მოიცავს ე.წ. ოთხ P-ის: პროდუქტს, განაწილებას, ფასსა და სტიმულირებას.
Marketing stimuli consist of the four Ps: product, price, place, and promotion.
603193.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
სხვა სტიმულებს მიეკუთვნება გარემოში არსებული ძირითადი ძალები და მოვლენები: ეკონომიკური, ტექნოლოგიური, პოლიტიკური და კულტურული.
Other stimuli include major forces and events in the buyer’s environment: economic, technological, political, and cultural.
603194.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამ სტიმულთა ერთობლიობა აღწევს მყიდველის „შავ ყუთში“, სადაც ისინი ყალიბდებიან მყიდველის რეაქციათა წყებად.
All these inputs enter the buyer’s black box, where they are turned into a set of buyer responses.
603195.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მარკეტოლოგს სურს, გაიგოს, როგორ გარდაიქმნება სტიმულები რეაქციებად მომხმარებლის „შავ ყუთში“, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან.
Marketers want to understand how the stimuli are changed into responses inside the consumer’s black box, which has two parts.
603196.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პირველი, მყიდველის მახასიათებლები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი სტიმულებს და როგორ რეაგირებს მათზე.
First, the buyer’s characteristics influence how he or she perceives and reacts to the stimuli.
603197.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მეორე, მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გავლენას ახდენს მყიდველის ქცევაზე.
Second, the buyer’s decision process itself affects his or her behavior.
603198.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თავდაპირველად განვიხილავთ მყიდველის მახასიათებლების ზემოქმედებას ყიდვის პროცესში მყიდველის ქცევაზე, შემდეგ კი მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
We look first at buyer characteristics as they affect buyer behavior and then discuss the buyer decision process.
603199.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის ქცევაზე მოქმედი მახასიათებლები.
Characteristics Affecting Consumer Behavior.
603200.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის ქცევაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ კულტურული, სოციალური, პიროვნული და ფსიქოლოგიური მახასიათებლები, როგორც ეს 5.2 სურათზეა ნაჩვენები.
Consumer purchases are influenced strongly by cultural, social, personal, and psychological characteristics, as shown in Figure 5.2.