მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ეფლის მხრიდან კლიენტებისა და მათი საჭიროებების სიღრმისეულად შესწავლამ და მათზე შესაბამისმა რეაგირებამ კომპანიას საშუალება მისცა, უამრავი ერთგული მომხმარებელი შეეძინა.
Apple’s keen understanding of customers and their needs helped the brand to build a core segment of enthusiastic disciples.
603162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ეფლს კლიენტების ასეთი ერთგულების შედეგად, გაყიდვებისა და მოგების საოცარი მაჩვენებლები აქვს.
In turn, the consumer love affair with Apple has produced stunning sales and profit results.
603163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
გასული ხუთი წლის განმავლობაში, დიდი რეცესიის შემდეგ განვითარებული სავალალო ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ეფლის გაყიდვები თითქმის გასამმაგდა და 36.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
In the past five years, despite the worst economic conditions since the Great Depression, Apple sales have nearly tripled to a record $36.5 billion, while earnings soared more than fourfold.
603164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
2000 წელს კომპანია მხოლოდ 5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი ეს მაჩვენებელი — 170 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
The company was worth only $5 billion in 2000; it’s worth about $170 billion today.
603165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
დღეისათვის ეფლს აიფონის საშუალებით აშშ-ის მობილური ტელეფონების ბაზრის 30%-ზე მეტი, ხოლო აიპოდისა და აიტუნის საშუალებით ემ-პე 3-ის ფორმატის მუსიკის ბაზრის 73%-ზე მეტი უკავია.
Apple captures more than 30 percent of the U.S. cell phone market with the iPhone and more than 73 percent of the MP3 market with the iPod and iTunes.
603166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მან 20 მილიონზე მეტი აიფონის და 54 მილიონი აიპოდის რეალიზება მოახდინა.
Last year alone, it sold more than 20 million iPhones and 54 million iPods.
603167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამჟამად ეფლს აშშ-ში პერსონალური კომპიუტერების ბაზრის 9%-იანი წილი უკავია და ეიჩ-პისა და დელის შემდეგ მესამე ადგილზეა.
Apple now claims a 9 percent share of the U.S. personal computer market—third behind HP and Dell.
603168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგრამ მას 1000 აშშ დოლარზე მეტი ფასის კომპიუტერების ბაზარზე დომინანტი პოზიცია 90%-ით უჭირავს.
But it dominates the high-end, accounting for an amazing 90 percent of dollars spent on computers costing more than $1,000.
603169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ეფლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მომხმარებლის ყიდვის ქცევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას.
The Apple example shows that factors at many levels affect consumer buying behavior.
603170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის ქცევა ყიდვისას არასდროს ყოფილა ადვილად გასაგები. თუმცა, მისი კარგად გააზრება და გაგება მარკეტინგის მართვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
Buying behavior is never simple, yet understanding it is an essential task of marketing management.
603171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის ქცევა ყიდვისას გულისხმობს პირადი მოხმარებისათვის პროდუქციის ყიდვის პროცესში საბოლოო მომხმარებლის (ინდივიდებისა და შინამეურნეების) ქცევას.
Consumer buyer behavior refers to the buying behavior of final consumers—individuals and households that buy goods and services for personal consumption.
603172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ყველა საბოლოო მომხმარებელი ერთად სამომხმარებლო ბაზარს ქმნის.
All of these final consumers combine to make up the consumer market.
603173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამერიკის სამომხმარებლო ბაზარი შედგება 308 მილიონზე მეტი ადამიანისაგან, რომლებიც საქონლისა თუ მომსახურების შესაძენად ყოველწლიურად 10 ტრილიონ დოლარს ხარჯავენ.
The American consumer market consists of more than 308 million people who consume more than $10 trillion worth of goods and services each year.
603174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 6,8 მილიარდი ადამიანისაგან შედგება, რომლებიც წლიურად 70 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელსა და მომსახურებას მოიხმარენ.
The world consumer market consists of more than 6.8 billion people who annually consume an estimated $70 trillion worth of goods and services.
603175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლები მთელ მსოფლიოში ერთმანეთისაგან ასაკით, შემოსავლებით, განათლების დონითა და გემოვნებით განსხვავდებიან.
Consumers around the world vary tremendously in age, income, education level, and tastes.
603176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ისინი ასევე წარმოუდგენელი რაოდენობის მრავალფეროვან საქონელსა და მომსახურებას ყიდულობენ.
They also buy an incredible variety of goods and services.
603177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ის, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ერთმანეთთან და გარემოს სხვა ელემენტებთან, გავლენას ახდენს მათ მიერ პროდუქტის, მომსახურებისა და კომპანიის არჩევანზე.
How these diverse consumers relate with each other and with other elements of the world around them impacts their choices among various products, services, and companies.
603178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აქ ჩვენ განვიხილავთ მომხმარებლის ქცევაზე მოქმედ ფაქტორებს.
Here we examine the fascinating array of factors that affect consumer behavior.
603179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლის ქცევის მოდელი.
Model of Consumer Behavior.
603180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლები ყოველდღიურად ბევრ გადაწყვეტილებას იღებენ ყიდვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებების გაგება და შესწავლა მარკეტოლოგის ინტენსიური მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Consumers make many buying decisions every day, and the buying decision is the focal point of the marketer’s effort.