მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603221.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამ ჯგუფის წარმომადგენელთათვის საყიდლები ოჯახური საქმეა და ბრენდის ყიდვისას ბავშვების სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
They tend to be deeply family oriented and make shopping a family affair; children have a big say in what brands they buy.
603222.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ალბათ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლათინოამერიკელები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ემიგრანტთა პირველ თაობას მიეკუთვნებიან, ბრენდის ერთგულნი არიან და აღმერთებენ იმ ბრენდებსა და კომპანიებს, რომლებიც მათ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ.
Perhaps more important, Hispanic consumers, particularly first-generation immigrants, are very brand loyal, and they favor brands and sellers who show special interest in them.
603223.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა, პროქტერ & გემბელი, ეი-თი&თი, ვერაიზონი, მაკდონალდსი, ტოიოტა, ვოლმარტი, ბურგერ-კინგი და სხვა, განსაკუთრებული სტრატეგია შეიმუშავეს მომხმარებელთა ამ დიდი ჯგუფის მიმართ.
Companies such as P&G, AT&T, Verizon, McDonald’s, Toyota, Walmart, Burger King, and many others have developed special targeting efforts for this large consumer group.
603224.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, ვოლმარტმა ფინიქსა და ჰიუსტონში თავისი ორი მაღაზია ისე გადააკეთა, რომ ადგილობრივ ლათინოამერიკელ მომხმარებლებზე მორგებულიყო და მას სუპერმერკადო დე ვოლმარტი დაარქვა.
For example, Walmart converted two existing stores in Phoenix and Houston to serve local Hispanic consumers under the name Supermercado de Walmart.
603225.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ხოლო ბურგერ-კინგი აფინანსებს „ფეხბურთის სამეფოს“ ყოველწლიურ საფეხბურთო ტურნირს მთელი აშშ-ის მასშტაბით რვა ძირითად ლათინოამერიკულ ბაზარზე.
And Burger King sponsors an annual FÚTBOL KINGDOM national soccer tour in eight major Hispanic markets across the United States.
603226.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ოჯახური შეჯიბრებების ფარგლებში მსურველები აჩვენებენ ინოვაციურ, ქუჩურ საფეხბურთო ილეთებს ყველა ასაკისა და უნარის მქონე პირისათვის, ისეთი უნარების ჩათლით, როგორიცაა, ბურთის კონტროლი, ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობა და პენალების დარტყმა.
The family-oriented tour treats visitors to innovative street-level soccer events for all ages and skill levels, including skills challenges such as Domina como Rey (ball control), Los Reyes del Balon (speed), and Mata Penales (blocking ability).
603227.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბურგერ-კინგის მულტიკულტურული მარკეტინგის განყოფილების უფროსი აცხადებს: „ეს მეტად წარმატებული გამოცდილებაა აშშ-ის მასშტაბით ლათინოამერიკული მოსახლეობის ყურადღების მიზიდვის თვალსაზრისით“.
It’s a “one-of-a-kind experience that has been incredibly successful with Hispanics around the United States,” says Burger King’s director of multicultural marketing.
603228.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მიუხედავად იმისა, რომ ლათინოამერიკული ბაზარი ერთია, მასში მრავალი განსხვავებული ქვესეგმენტი არსებობს, რომლებიც ემყარება ეროვნებას, ასაკს, შემოსავლის დონეს და სხვა ფაქტორებს.
Even within the Hispanic market, there exist many distinct subsegments based on nationality, age, income, and other factors.
603229.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შესაძლოა კომპანიის პროდუქტი ან მისი მესიჯი ერთ ეროვნებას უფრო შეეფერებოდეს, ვიდრე მეორეს, მაგალითად, მექსიკელებს, კოსტა-რიკელებს, არგენტინელებს ან კუბელებს.
For example, a company’s product or message may be more relevant to one nationality over another, such as Mexicans, Costa Ricans, Argentineans, or Cubans.
603230.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კომპანიებმა სხვადასხვა ლათინოამერიკული სეგმენტისათვის სხვადასხვა სახის მესიჯი უნდა შეარჩიონ.
Companies must also vary their pitches across different Hispanic economic segments.
603231.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამდენად, კომპანიები ხშირად სხვადასხვა მარკეტინგული მეთოდით ურთიერთობენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან.
Thus, companies often target specific subsegments within the larger Hispanic community with different kinds of marketing efforts.
603232.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
განვიხილოთ ლათინოამერიკული სააგენტო კონილ ედვერთაიზინგის მიერ მომზადებული ორი სარეკლამო კამპანია ტოიოტას ორი სრულიად განსხვავებული ბრენდისათვის: დიდი ზომის ტუნდრა პიკაპისა და ლექსუსისთვის.
Consider two campaigns created by the Hispanic agency Conill Advertising for two very different Toyota brands: the full-size Tundra pickup truck and the Lexus.
603233.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ტუნდრა ყველაზე მეტად შესყიდვადი პროდუქტია აშშ-ის სამხრეთ დასავლეთში მცხოვრებ მექსიკელ ემიგრანტებში. ისინი ადგილობრივ გმირებად მიიჩნევიან, რადგან თავიანთ თემებში სიძლიერეს ასახიერებენ. ამიტომ ეძახიან ჯეფეს (ესპან. უფროსს, ბოსს ნიშნავს).
The Tundra is a high-volume seller among Mexican immigrants in the Southwest who are characterized as Jefes, local heroes considered pillars of strength in their communities.
603234.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ასეთ მომხმარებელზე გასასვლელად, კონილ ედვერთაიზინგმა მოამზადა ისეთი სარეკლამო კამპანია, რომელიც ეხმიანებოდა „ჯეფების“ ეროვნული სპორტის — მექსიკური სტილის როდეოს მიმართ სიყვარულს.
To reach that consumer, Conill devised a campaign that catered to El Jefe’s penchant for the national Mexican sport of charreadas (Mexican-style rodeos).
603235.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მეორე მხრივ, კონილ ედვერთაიზინგის მიერ ლექსუსისათვის წარმოებული სარეკლამო კამპანიისას სამიზნე ბაზარია მაიამიში ფუფუნებაში მცხოვრები ლათინოამერიკელები, რომლებიც აფასებენ დახვეწილობას, ხელოვნებას და კულტურას. მათ ისეთი სარეკლამო კამპანია შესთავაზეს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ხელოვნებასა და დიზაინზე.
For Lexus, the agency targeted the luxury market in Miami, reaching out to affluent Hispanic Americans who appreciate refinement, art, and culture with a campaign that centered on art and design.
603236.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აფრიკული წარმოშობის ამერიკელი მომხმარებლები.
African American Consumers.
603237.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამერიკაში 42 მილიონი აფროამერიკელი მომხმარებლის წლიური მსყიდველობითი უნარი 913 მილიარდი აშშ დოლარია, რაც2013 წლისათვის 1.2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
With an annual buying power of $913 billion, estimated to reach $1.2 trillion by 2013, the nation’s 42 million African American consumers also attract much marketing attention.
603238.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აშშ-ში შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობა, სიმდიდრისა და კმაყოფილების მაჩვენებლების მიხედვით, იზრდება.
The U.S. black population is growing in affluence and sophistication.
603239.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მიუხედავად იმისა, რომ აფროამერიკელები, სხვა სეგმენტებისაგან განსხვავებით, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფასს ანიჭებენ, ისინი ასევე მოტივირებულნი არიან ხარისხზე.
Although more price conscious than other segments, blacks are also strongly motivated by quality and selection.
603240.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მათთვის ბრენდებიც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ყიდვის პროცესი — როგორც ჩანს, შავკანიან მომხმარებლებს, სრულიად ბანალური გასტრონომიული პროდუქტების ყიდვაც კი, სხვა ჯგუფებთან შედარებით, უფრო სიამოვნებთ.
Brands are important. So is shopping. Black consumers seem to enjoy shopping more than other groups, even for something as mundane as groceries.