მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებელი მხოლოდ პროდუქტს არ ყიდულობს, ის ყიდულობს იმ ფასეულობასა და ცხოვრების სტილის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს პროდუქტი წარმოადგენს.
Consumers don’t just buy products; they buy the values and lifestyles those products represent.
603422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, კომპანია ტრიუმფი მხოლოდ მოტოციკლეტებს არ ყიდის. იგი ასევე ყიდის დამოუკიდებელ, „შენს გზაზე იარეს“ ტიპის ცხოვრების სტილს.
For example, Triumph doesn’t just sell motorcycles; it sells an independent, “Go your own way” lifestyle.
603423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ერთ-ერთი მარკეტოლოგის აზრით, „ადამიანის მიერ ამა თუ იმ პროდუქტზე არჩევანის შეჩერება სულ უფრო მეტად ემსგავსება ფასეულობათა შორის არჩევანს. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ „მე მომწონს ეს წყალი გემოს გამო“. არამედ ისაა, რომ „მე ვგრძნობ ამ ავტომანქანას ან შოუს, ვინაიდან ის კარგად ასახავს, ვინ ვარ მე.“
Says one marketer, “People’s product choices are becoming more and more like value choices. It’s not, ‘I like this water, the way it tastes.’ It’s ‘I feel like this car, or this show, is more reflective of who I am.’
603424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მასში თავმოყრილია ანტიკვარული მაღაზიები, სპარსული ბუტიკები, ანტიკვარების ბაზრობები და გრენდმას სამზარეულო.
It evokes hole-in-the-wall antique stores, Parisian boutiques, flea markets, and Grandma’s kitchen in one fell swoop.
603425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ეს ისეთი ტიპის ცხოვრების სტილის უნივერმაღია, რომელიც გინდა რომ გაიზიარო, თუნდაც მისი ერთი ნაწილი.
It’s a lifestyle emporium that you want to move into, or at least have a small piece of.
603426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, ბურლინგემში, კალიფორნიაში, ანთროპოლოგიას მაღაზია მოგაგონებთ ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროს; ნიუ მექსიკოში, ალ-ბუკერკის ცენტრში მდებარე მაღაზიის ინტერიერი კი წააგავს ამ რეგიონის გეოლოგიურ გარემოს — კლდე, ნიადაგი, მთა; ალაბამაში, ანთროპოლოგიას მწვანე მაღაზია აქვს, რითაც სეზონური მცენარეების სარგავ ყუთებს წააგავს.
In Burlingame, California, the Anthropologie store is reminiscent of the northern California coast with concrete and wood. In Albuquerque, New Mexico, located in a lifestyle center, the store features painted reclaimed wood to emulate surrounding rock, soil, and mesas of the area. Down South in Huntsville, Alabama, Anthropologie went for a lush, green design that features planting boxes with seasonal plants.
603427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამის გამო, მაშინაც კი, როდესაც აშშ-ში საცალო გაყიდვებმა ზოგადად იკლო, ანთროპოლოგიის შემოსავალი იზრდებოდა.
As a result, even when retail sales in general have slumped, Anthropologie’s sales have continued to grow.
603428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პიროვნულობა და თვითაღქმა.
Personality and Self-Concept.
603429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თითოეული ადამიანის განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები გავლენას ახდენს მის ქცევაზე ყიდვის დროს.
Each person’s distinct personality influences his or her buying behavior.
603430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პიროვნულობა არის ინდივიდის უნიკალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს მას სხვა ინდივიდებისაგან.
Personality refers to the unique psychological characteristics that distinguish a person or group.
603431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პიროვნება ხშირად აღიწერება როგორც თავდაჯერებული, გავლენიანი, კომუნიკაბელური, ავტონომიური, დამცველი და აგრესიული.
Personality is usually described in terms of traits such as self-confidence, dominance, sociability, autonomy, defensiveness, adaptability, and aggressiveness.
603432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პიროვნული მახასიათებლების გამოყენება შეიძლება მომხმარებლის ყიდვის ქცევის გასაანალიზებლად კონკრეტულ ბრენდთან ან პროდუქტთან მიმართებით.
Personality can be useful in analyzing consumer behavior for certain product or brand choices.
603433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მიაჩნიათ, რომ ბრენდსაც აქვს პიროვნული მახასიათებლები და მომხმარებელი უფრო მეტად ირჩევს იმ ბრენდს, რომლის მახასიათებლებიც მის საკუთარ მახასიათებლებს შეესაბამება.
The idea is that brands also have personalities, and consumers are likely to choose brands with personalities that match their own.
603434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბრენდის პიროვნულობა არის ადამიანის მახასიათებლების სპეციფიკური კომპლექსი, რომელიც შეიძლება მიეწეროს ამა თუ იმ ბრენდს.
A brand personality is the specific mix of human traits that may be attributed to a particular brand.
603435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ერთ-ერთმა მკვლევარმა ბრენდის პიროვნულობის 5 მახასიათებელი გამოყო: გულწრფელობა (პრაქტიკული, პატიოსანი, ალალი და მხიარული); ამაღელვებლობა (ძვირფასი, ცოცხალი, შთამბეჭდავი და თანამედროვე); კომპეტენტურობა (სანდო, ინტელექტუალური და წარმატებული); დახვეწილობა (უმაღლესი კლასის და მომხიბვლელი); სიმკაცრე (გარე გართობის მოყვარული და უხეში).
One researcher identified five brand personality traits: sincerity (down-to-earth, honest, wholesome, and cheerful); excitement (daring, spirited, imaginative, and up-to-date); competence (reliable, intelligent, and successful); sophistication (upper class and charming); and ruggedness (outdoorsy and tough).
603436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ცნობილი ბრენდების დიდი ნაწილი ყოველთვის ერთ-ერთ მახასიათებელთანაა ასოცირებული: ჯიპი ახლოსაა „უხეშთან“, ეფლი — „აღელვებასთან“, სი-ენ-ენი — „კომპეტენტურობასთან“, დავი – „გულწრფელობასთან“.
Most well-known brands are strongly associated with one particular trait: Jeep with “ruggedness,” Apple with “excitement,” CNN with “competence,” and Dove with “sincerity”.
603437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აქედან გამომდინარე, ეს ბრენდები იმ ადამიანების ყურადღებას იპყრობენ, რომლებსაც იგივე პიროვნული მახასიათებლები აქვთ.
Hence, these brands will attract persons who are high on the same personality traits.
603438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბევრი მარკეტოლოგი იყენებს კონცეფციას, რომელიც დაკავშირებულია პიროვნულობასთან — ინდივიდის თვითაღქმასთან (ანუ თვითიმიჯთან).
Many marketers use a concept related to personality—a person’s self-concept (also called self-image).
603439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ჩვენ ვართ ისინი, რაც გვაქვს.
We are what we have.
603440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამგვარად, მომხმარებლის ქცევის შესასწავლად მარკეტოლოგებმა თავდაპირველად უნდა შეისწავლონ ურთიერთკავშირი, რომელიც მომხმარებლის თვითაღქმასა და მის რეალურ ნიშან-თვისებებს შორის არსებობს.
Thus, to understand consumer behavior, marketers must first understand the relationship between consumer self-concept and possessions.