მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603461.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ფროიდის თეორიის თანახმად, ადამიანის გადაწყვეტილებაზე, იყიდოს რაიმე პროდუქტი, ზეგავლენას ახდენს ისეთი ქვეცნობიერი ფაქტორები, რომლებსაც თვით მყიდველიც კი ვერ აცნობიერებს.
Freud’s theory suggests that a person’s buying decisions are affected by subconscious motives that even the buyer may not fully understand.
603462.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამრიგად, ასაკში შესულმა ბეიბი-ბუმერების თაობის წარმომადგენელმა, რომელიც ყიდულობს ბე-ემ-ვე ზეტ-4 როდსტერს, შესაძლოა ახსნას, რომ მას, უბრალოდ, მოსწონს მანქანის ტარებისას როგორ უფრიალებს ქარი თმას.
Thus, an aging baby boomer who buys a sporty BMW Z4 Roadster convertible might explain that he simply likes the feel of the wind in his thinning hair.
603463.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ის შესაძლოა ცდილობს სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება.
At a deeper level, he may be trying to impress others with his success.
603464.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
და თუ კიდევ უფრო გავაანალიზებთ სიტუაციას, ის მანქანას მხოლოდ იმისათვის ყიდულობს, რომ თავი კვლავ ახალგაზრდად და დამოუკიდებლად იგრძნოს.
At a still deeper level, he may be buying the car to feel young and independent again.
603465.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ტერმინი მოტივაციის კვლევა გულისხმობს თვისობრივ კვლევას, რომელიც გამოიყენება მომხმარებელთა ფარული, ქვეცნობიერი მოტივების შესასწავლად.
The term motivation research refers to qualitative research designed to probe consumers’ hidden, subconscious motivations.
603466.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მომხმარებლებს არც კი ესმით და ვერც აღწერენ, რატომ მოქმედებენ გარკვეული სახით.
Consumers often don’t know or can’t describe why they act as they do.
603467.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამრიგად, მოტივაციის მკვლევრები იყენებენ მრავალ მეთოდს იმისათვის, რომ შეძლონ დაადგინონ, რა ფარული დამოკიდებულებები და ემოციები არსებობს სხვადასხვა ბრენდისა და ყიდვის სიტუაციის მიმართ.
Thus, motivation researchers use a variety of probing techniques to uncover underlying emotions and attitudes toward brands and buying situations.
603468.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მრავალი კომპანია ქირაობს ფსიქოლოგთა, ანთროპოლოგთა და სხვა სოციალურ მეცნიერთა გუნდებს იმისათვის, რომ აწარმოოს მოტივაციის კვლევა.
Many companies employ teams of psychologists, anthropologists, and other social scientists to carry out motivation research.
603469.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტო მუდმივად ატარებს პირისპირ, თერაპიის მსგავს გასაუბრებებს იმისათვის, რომ ღრმად ჩასწვდეს მომხმარებელთა აზროვნებას.
One ad agency routinely conducts one-on-one, therapy-like interviews to delve into the inner workings of consumers.
603470.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მეორე კომპანია კი — სთხოვს მომხმარებლებს აღწერონ თავიანთი საყვარელი ბრენდები ცხოველების ან ავტომანქანების სახით, რათა შეაფასონ, რა სახის ასოციაცია უკავშირდება სხვადასხვა ბრენდს.
Another company asks consumers to describe their favorite brands as animals or cars to assess the prestige associated with various brands.
603471.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ზოგი ეყრდნობა ჰიპნოზს, სიზმრის თერაპიას ან მკრთალ სინათლესა და განწყობაზე მომყვან მუსიკას, რათა ჩასწვდეს მომხმარებელთა ფსიქიკის სიღრმეებს.
Still others rely on hypnosis, dream therapy, or soft lights and mood music to plumb the murky depths of consumer psyches.
603472.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პროექციული კვლევის ასეთი მეთოდები ერთი შეხედვით საკმაოდ უაზრო და სულელურია და ზოგიერთი მარკეტოლოგი მათ არასერიოზულად მიიჩნევს.
Such projective techniques seem pretty goofy, and some marketers dismiss such motivation research as mumbo jumbo.
603473.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუმცა, მრავალი მარკეტოლოგი ასეთ მიდგომას, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ინტერპრეტირებადი სამომხმარებლო კვლევა“ იმისათვის იყენებს, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდეს მომხმარებლის ფსიქიკას და განავითაროს მარკეტინგის უკეთესი სტრატეგიები.
But many marketers use such touchy-feely approaches, now sometimes called interpretive consumer research, to dig deeper into consumer psyches and develop better marketing strategies.
603474.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
აბრაამ მასლოუ შეეცადა აეხსნა, რატომ მართავენ ადამიანებს გარკვეული მოთხოვნილებები გარკვეულ დროს.
Abraham Maslow sought to explain why people are driven by particular needs at particular times.
603475.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
რატომ ხარჯავს ერთი ადამიანი უფრო მეტ დროსა და ენერგიას საკუთარ უსაფრთხოებაზე, მეორე კი სხვებისაგან პატივისცემის დამსახურებაზე?
Why does one person spend a lot of time and energy on personal safety and another on gaining the esteem of others?
603476.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მასლოუ მიიჩნევს, რომ ადამიანის მოთხოვნილებებს იერარქიული სტრუქტურა აქვს.
Maslow’s answer is that human needs are arranged in a hierarchy.
603477.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ის აერთიანებს ფიზიოლოგიურ, უსაფრთხოების, სოციალური კავშირების, თვითპატივისცემისა და თვითგამოხატვის მოთხოვნილებებს.
They include physiological needs, safety needs, social needs, esteem needs, and self-actualization needs.
603478.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ადამიანი ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, დაიკმაყოფილოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილება.
A person tries to satisfy the most important need first.
603479.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მას შემდეგ, რაც იგი დაკმაყოფილდება, ის აღარ იქნება მოტივატორი და შეეცდება, დაიკმაყოფილოს შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილება.
When that need is satisfied, it will stop being a motivator, and the person will then try to satisfy the next most important need.
603480.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მოტივირებული ადამიანი მზადაა მოქმედებისათვის.
A motivated person is ready to act.