მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მომხმარებლები მთელ მსოფლიოში ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კულტურული, სოციალური, პიროვნული და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით.
Consumers around the world vary greatly in terms of cultural, social, personal, and psychological makeup.
603822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტოლოგებისათვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს იმის გაგება, როგორ ზემოქმედებს ეს განსხვავებები მომხმარებელთა ყიდვის ქცევაზე.
Understanding how these differences affect consumer buying behavior is one of the biggest challenges marketers face.
603823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
განმარტეთ სამომხმარებლო ბაზარი და შექმენით მომხმარებელთა ყიდვის ქცევის მარტივი მოდელი.
Define the consumer market and construct a simple model of consumer buyer behavior.
603824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სამომხმარებლო ბაზარი შედგება ყველა იმ პიროვნებისა და ოჯახისაგან, რომლებიც საქონელსა და მომსახურებას პირადი მოხმარებისათვის ყიდულობენ ან იძენენ.
The consumer market consists of all the individuals and households who buy or acquire goods and services for personal consumption.
603825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მომხმარებლის ყიდვის ქცევის ყველაზე მარტივი მოდელი არის სტიმულზე საპასუხო ქცევის მოდელი.
The simplest model of consumer buyer behavior is the stimulus-response model.
603826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ მოდელის მიხედვით, მარკეტინგული და სხვა ძირითადი ძალების (ეკონომიკური, ტექნოლოგიური, პოლიტიკური და კულტურული) სტიმულები შედის მომხმარებლის ,,შავ ყუთში“ და იწვევს გარკვეულ რეაქციებს.
According to this model, marketing stimuli and other major forces (economic, technological, political, cultural) enter the consumer’s “black box” and produce certain responses.
603827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მას შემდეგ, რაც ისინი მოხვდებიან „შავ ყუთში“, წარმოქმნიან მყიდველის რეაქციებს, როგორიცაა: პროდუქტის არჩევანი, ბრენდის არჩევანი, შესყიდვის დრო და რაოდენობა.
Once in the black box, these inputs produce observable buyer responses, such as product choice, brand choice, purchase timing, and purchase amount.
603828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაასახელეთ ოთხი მთავარი ფაქტორი რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მომხმარებლის ყიდვის ქცევაზე.
Name the four major factors that influence consumer buyer behavior.
603829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მომხმარებლის ყიდვის ქცევაზე ოთხი ძირითადი მახასიათებელი მოქმედებს: კულტურული, სოციალური, პიროვნული და ფსიქოლოგიური.
Consumer buyer behavior is influenced by four key sets of buyer characteristics: cultural, social, personal, and psychological.
603830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ ფაქტორთა უმეტესობაზე გავლენას ვერ ახდენს მარკეტოლოგი, მათი განხილვა სასარგებლოა დაინტერესებული მყიდველის ამოსაცნობად და მოთხოვნის კიდევ უფრო მეტად დასახვეწად, რათა შესაძლებელი გახდეს მომხმარებელთა უკეთ უზრუნველყოფა პროდუქციით.
Although many of these factors cannot be influenced by the marketer, they can be useful in identifying interested buyers and shaping products and appeals to serve consumer needs better.
603831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კულტურა ადამიანის საჭიროებებისა და ქცევის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია.
Culture is the most basic determinant of a person’s wants and behavior.
603832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სუბკულტურა არის „კულტურა კულტურაში“.
Subcultures are “cultures within cultures”.
603833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მრავალმა კომპანიამ მარკეტინგული პროგრამა სხვადასხვა კულტურული და სუბკულტურული სეგმენტების კონკრეტულ საჭიროებებზე დააფუძნა.
Many companies focused their marketing programs on the special needs of certain cultural and subcultural segments.
603834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მყიდველის ქცევაზე სოციალური ფაქტორებიც მოქმედებს.
Social factors also influence a buyer’s behavior.
603835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ადამიანის გარშემო არსებული ჯგუფები ოჯახი, მეგობრები, სოციალური ქსელები, პროფესიული ასოციაციები — მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროდუქტისა და ბრენდის არჩევანზე.
A person’s reference groups—family, friends, social networks, professional associations—strongly affect product and brand choices.
603836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მყიდველის ასაკი, რა ეტაპზეა ცხოვრების ციკლის თვალსაზრისით, თანამდებობა, ეკონომიკური პირობები, პიროვნული თვისებები და სხვა მახასიათებლები გავლენას ახდენენ მის ყიდვის ქცევაზე.
The buyer’s age, life-cycle stage, occupation, economic circumstances, personality, and other personal characteristics influence his or her buying decisions.
603837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შესყიდვების კუთხით მომხმარებელთა ცხოვრების სტილსაც არანაკლები ზეგავლენის მოხდენა შეუძლია — ეს არის მსოფლიოსთან ურთიერთობის მთელი სისტემა.
Consumer lifestyles—the whole pattern of acting and interacting in the world—are also an important influence on purchase decisions.
603838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბოლოს კი, მომხმარებელთა ყიდვის ქცევაზე ხუთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი ზემოქმედებს: მოტივაცია, აღქმა, სწავლა, რწმენა და დამოკიდებულება.
Finally, consumer buying behavior is influenced by four major psychological factors: motivation, perception, learning, and beliefs and attitudes.
603839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თითოეული ეს ფაქტორი ე.წ. მომხმარებლის „შავი ყუთის“ არსის გაგების განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს.
Each of these factors provides a different perspective for understanding the workings of the buyer’s black box.
603840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ჩამოთვალეთ და განმარტეთ მომხმარებლის ქცევის ტიპები ყიდვის გადაწყვეტილების მიღების დროს და ეტაპები მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
List and define the major types of buying decision behavior and the stages in the buyer decision process.