მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დემოგრაფიული სეგმენტაცია სამომხმარებლო ბაზარს შემდეგი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით ყოფს. ეს მახასიათებლებია: ასაკი, სქესი, ოჯახის სიდიდე, ოჯახის სასიცოცხლო ციკლი, შემოსავალი, საქმიანობა, განათლება, რელიგია, რასა და ეროვნება.
Demographic segmentation divides the market into segments based on variables such as age, gender, family size, family life cycle, income, occupation, education, religion, race, generation, and nationality.
604582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებელთა ჯგუფებად დაყოფის ყველაზე პოპულარული სეგმენტაციის საფუძველს დემოგრაფიული ფაქტორები წარმოადგენს.
Demographic factors are the most popular bases for segmenting customer groups.
604583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები, სურვილები და პროდუქტის გამოყენების სიხშირე მჭიდროდ უკავშირდება დემოგრაფიულ მახასიათებლებს.
One reason is that consumer needs, wants, and usage rates often vary closely with demographic variables.
604584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ სხვა ტიპის მახასიათებლებთან შედარებით, დემოგრაფიული მახასიათებლების შეფასება უფრო ადვილია.
Another is that demographic variables are easier to measure than most other types of variables.
604585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაშინაც კი, როდესაც კომპანია სეგმენტის განსაზღვრის განსხვავებულ მახასიათებელს იყენებს, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენა მაინც საჭიროა, რადგან ამ მონაცემების მიხედვით ხდება მიზნობრივი ბაზრის პოტენციალის შეფასება და მასთან დაკავშირების ეფექტიანი გზების განსაზღვრა.
Even when marketers first define segments using other bases, such as benefits sought or behavior, they must know a segment’s demographic characteristics to assess the size of the target market and reach it efficiently.
604586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასაკი და ოჯახის ცხოვრების ციკლის ფაზები.
Age and Life-Cycle Stage.
604587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებლის მოთხოვნილებები და სურვილები ასაკთან ერთად იცვლება.
Consumer needs and wants change with age.
604588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ზოგიერთი კომპანია სეგმენტაციას ასაკისა და ოჯახის ცხოვრების ციკლის ფაზების მიხედვით ახდენს. ეს კი სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების ციკლის ჯგუფებისათვის სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზებასა და განსხვავებული მარკეტინგული მიდგომის გამოყენებას გულისხმობს.
Some companies use age and life-cycle segmentation, offering different products or using different marketing approaches for different age and life-cycle groups.
604589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ოსკარ მაიერი ბავშვებს ლანჩაბლს - სახალისო საბავშვო კერძების უამრავ ასორტიმენტს სთავაზობს, უფროს თაობას კი დელი ქრიეშენს — „სითბოთი, არომატითა და ახლად გამომცხვარი გემოთი გამორჩეულ კერძებს, რომლის მომზადებას ერთი წუთიც კი არ სჭირდება“.
For example, for children, Oscar Mayer offers Lunchables, full of fun, kid-appealing finger food. For older generations, it markets Deli Creations, “with all the warmth, flavor, and fresh-baked taste you look forward to—in a microwave minute without having to go out”.
604590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სხვა კომპანიები ორიენტირებულნი არიან ცხოვრების კონკრეტული ციკლის ეტაპზე მყოფ ჯგუფებზე.
Other companies focus on the specific age of life-stage groups.
604591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასაკობრივი სეგმენტის წარმომადგენელს მოსწონს დისნეის კრუიზები, დისნეი კრუიზ ლანსი ძირითადად სამიზნე კლიენტებად დიდ და პატარა ბავშვებიან ოჯახებს მოიაზრებს და სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებულ მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს.
For example, although consumers in all age segments love Disney cruises, Disney Cruise Lines focuses primarily on families with children, large and small. Most of its destinations and shipboard activities are designed with parents and their children in mind.
604592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანია მომხმარებელს უშუალოდ გემის ბორტზე ახვედრებს კარგად გადამზადებულ პერსონალს, რომლებიც პატარა ბავშვებს ეხმარებიან, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, ხოლო მშობლებისათვის გათვალისწინებულია როგორც ოჯახური, ასევე ინდივიდუალური მრავალი გასართობი საშუალება.
On board, Disney provides trained counselors who help younger kids join in hands-on activities, teen-only spaces for older children, and family-time or individual-time options for parents and other adults.
604593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
შესაბამისად დისნეის ყველა ვებგვერდსა თუ რეკლამაში წარმოდგენილია ბედნიერი ოჯახები მოღიმარი სახეებით.
It’s difficult to find a Disney Cruise Lines ad or Web page that doesn’t feature a family full of smiling faces.
604594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რაც შეეხება ვიკინგ რივერ კრუიზს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს მდინარეებზე პატარა გემით აწყობს კრუიზებს, მისი ძირითადი სამიზნე მომხმარებელი მარტოხელა ან ასაკოვანი ადამიანები არიან.
In contrast, Viking River Cruises, the deluxe smaller-boat cruise line that offers tours along the world’s great rivers, primarily targets older-adult couples and singles.
604595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამიტომ კომპანიის რეკლამაში ერთი ბავშვიც კი არ ფიგურირებს.
You won’t find a single child in a Viking ad or Web page.
604596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტოლოგები ფრთხილად უნდა მოიქცნენ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, როდესაც ასაკობრივ და ცხოვრების ციკლის ეტაპების მიხედვით სეგმენტაციას იყენებენ.
Marketers must be careful to guard against stereotypes when using age and life-cycle segmentation.
604597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის ადამიანი ხშირად გაიგივებულია უძლურ მოხუცთან, ზოგიერთი მათგანი ჩოგბურთსაც კი თამაშობს.
Although some 80-year-olds fit the doddering stereotypes, others play tennis.
604598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასევე, ბევრ 40 წლის ადამიანს უკვე სკოლის ასაკის ბავშვები ჰყავს, ზოგიერთი კი ამ ასაკში ქმნის ოჯახს.
Similarly, whereas some 40-year-old couples are sending their children off to college, others are just beginning new families.
604599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, ასაკი ხშირად საკმაოდ არაეფექტური ფაქტორია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის ცხოვრების სტილის, ჯანმრთელობის, სამსახურებრივი თუ ოჯახური მდგომარეობის, საჭიროებებისა და ყიდვის უნარის განსაზღვრა-განჭვრეტა.
Thus, age is often a poor predictor of a person’s life cycle, health, work or family status, needs, and buying power.
604600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ის კომპანიები, რომლებიც მარკეტინგს შედარებით მოწიფული სეგმენტისათვის ახორციელებენ, როგორც წესი, ცდილობენ, მათ დადებითი იმიჯი შეუქმნან.
Companies marketing to mature consumers usually employ positive images and appeals.