მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604561.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დიფერენციაცია მოიცავს ფირმის საბაზრო შეთავაზებების ჩამოყალიბებას. იგი უზრუნველყოფს მყიდველისათვის უმაღლესი ფასეულობის შექმნას.
Differentiation involves actually differentiating the firm’s market offering to create superior customer value.
604562.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პოზიციონირება არის სამიზნე მომხმარებლის გონებაში თითოეული პროდუქტისათვის, კონკურენტულ პროდუქტებთან შედარებით, განსაზღვრული, განსხვავებული და სასურველი ადგილის დამკვიდრება.
Positioning consists of arranging for a market offering to occupy a clear, distinctive, and desirable place relative to competing products in the minds of target consumers.
604563.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სეგმენტაცია.
Market Segmentation.
604564.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ნებისმიერი ბაზრის მყიდველები ერთმანეთისგან თავიანთი სურვილების, რესურსების, ადგილსამყოფლის, ყიდვისადმი დამოკიდებულებისა და ყიდვის პროცესის მიხედვით განსხვავდებიან.
Buyers in any market differ in their wants, resources, locations, buying attitudes, and buying practices.
604565.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიები ბაზრის სეგმენტაციის საშუალებით, მსხვილ, ჰეტეროგენულ ბაზარს პატარა სეგმენტებად ყოფენ, ამის მიღწევა უფრო ეფექტურად და ეფექტიანად შეიძლება იმ პროდუქტებისა და მომსახურების საშუალებით, რომლებიც მყიდველთა უნიკალურ მოთხოვნილებებს პასუხობენ.
Through market segmentation, companies divide large, heterogeneous markets into smaller segments that can be reached more efficiently and effectively with products and services that match their unique needs.
604566.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თავის ამ ნაწილში განვიხილავთ სეგმენტაციის ოთხ მნიშვნელოვან თემას: სამომხმარებლო ბაზრების სეგმენტაციას, ბიზნესბაზრების სეგმენტაციას, საერთაშორისო ბაზრების სეგმენტაციასა და ეფექტური სეგმენტაციისათვის საჭირო ფაქტორებს.
In this section, we discuss four important segmentation topics: segmenting consumer markets, segmenting business markets, segmenting international markets, and the requirements for effective segmentation.
604567.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაცია.
Segmenting Consumer Markets.
604568.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სეგმენტაციის ერთი გამოკვეთილი გზა არ არსებობს.
There is no single way to segment a market.
604569.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სტრუქტურის საუკეთესოდ დასანახად მარკეტოლოგმა უნდა მოსინჯოს სეგმენტაციის სხვადასხვა საშუალება ინდივიდუალურადაც და კომპლექსურადაც.
A marketer has to try different segmentation variables, alone and in combination, to find the best way to view market structure.
604570.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ცხრილში 7.1 ნაჩვენებია ის ძირითადი მახასიათებლები, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაცია.
Table 7.1 outlines the major variables that might be used in segmenting consumer markets.
604571.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ქვემოთ კი განხილულია ოთხი ძირითადი: გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებელი.
Here we look at the major geographic, demographic, psychographic, and behavioral variables.
604572.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
გეოგრაფიული სეგმენტაცია.
Geographic Segmentation.
604573.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
გეოგრაფიული სეგმენტაცია გულისხმობს ბაზრის დაყოფას გეოგრაფიულ ერთეულებად, როგორებიცაა: ქვეყნები, რეგიონები, შტატები, ქალაქები, დასახლებული პუნქტები და უბნები/სამეზობლოები.
Geographic segmentation calls for dividing the market into different geographical units, such as nations, regions, states, counties, cities, or even neighborhoods.
604574.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიამ შესაძლოა გადაწყვიტოს და ერთ ან რამდენიმე გეოგრაფიულ სეგმენტში ან ყველაში ერთად იმოქმედოს, მაგრამ ყურადღება უნდა გაამახვილოს გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეულ მყიდველთა განსხვავებულ საჭიროებებსა და სურვილებზე.
A company may decide to operate in one or a few geographical areas or operate in all areas but pay attention to geographical differences in needs and wants.
604575.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დღეს ბევრი კომპანია თავის პროდუქციას, რეკლამასა და სტიმულირებას თითოეულ რეგიონში, ქვეყანასა თუ ქალაქში მცხოვრები მომხმარებლების მოთხოვნილებებს უსადაგებს.
Many companies today are localizing their products, advertising, promotion, and sales efforts to fit the needs of individual regions, cities, and even neighborhoods.
604576.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, კომპანია ვოლმარტი პრაქტიკულად ყველგან ახორციელებს თავის საქმიანობას, მაგრამ მან კონკრეტული ტიპის გეოგრაფიულ რეგიონებზე მორგებული მაღაზიების ფორმატი შეიმუშავა.
For example, Walmart operates virtually everywhere but has developed special formats tailored to specific types of geographic locations.
604577.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ტეხასისა და არიზონას გამოკვეთილად ლათინოამერიკულ ადგილებში იგი ამჟამად განსხვავებული ტიპის მაღაზიებს ხსნის, სადაც დახლების განლაგება, პროდუქტის ასორტიმენტი, ნავიგაციები და ორ ენაზე მოსაუბრე კონსულტანტები იქნებიან და ასე ადგილობრივი ლათინოამერიკული სეგმენტის მოთხოვნებს უკეთ დააკმაყოფილებს.
In strongly Hispanic neighborhoods in Texas and Arizona, Walmart is now testing Hispanic-focused Supermercado de Walmart stores, which feature layouts, signage, product assortment, and bilingual staff to make them more relevant to local Hispanic customers.
604578.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასევე, სითიბანკი მომხმარებელს, იქ არსებული დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფილიალში სხვადასხვა საბანკო მომსახურებებს სთავაზობს.
Similarly, Citibank offers different mixes of branch banking services depending on neighborhood demographics.
604579.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ხოლო ბასკინ-რობინსი ე. წ. სამმილიან მარკეტინგს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი მაღაზიის ახლომახლო გამიზნულად ატარებს ადგილობრივ ღონისძიებებსა და სარეკლამო აქციებს.
And BaskinRobbins practices what it calls “three-mile marketing,” emphasizing local events and promotions close to each local store location.
604580.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დემოგრაფიული სეგმენტაცია.
Demographic Segmentation.