მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სარგებელი.
Benefits Sought.
604662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სეგმენტაციის ძლიერ ფორმას წარმოადგენს მყიდველთა დაჯგუფება იმ სარგებლის მიხედვით, რომელსაც ისინი პროდუქტისაგან ელიან.
A powerful form of segmentation is grouping buyers according to the different benefits that they seek from a product.
604663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სარგებლის მიხედვით სეგმენტაცია გულისხმობს იმ ძირითადი სარგებლის დადგენას, რომელსაც მყიდველი გარკვეული ტიპის პროდუქტში ეძებს, იმ მყიდველთა ჯგუფების დადგენას, რომლებიც თითოეული ტიპის სარგებელს ეძებენ და იმ ბრენდების გამოვლენას, რომლებიც ამა თუ იმ სარგებელს უზრუნველყოფენ.
Benefit segmentation requires finding the major benefits people look for in a product class, the kinds of people who look for each benefit, and the major brands that deliver each benefit.
604664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია ჩემპიონი ბაზრის სეგმენტაციას იმ შეღავათების მიხედვით ახდენს, რომელსაც მომხმარებლები მათი სპორტული პროდუქტებისაგან ელიან.
Champion athletic wear segments its markets according to benefits that different consumers seek from their activewear.
604665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამიტომ ჩემპიონმა უნდა მოახდინოს სეგმენტაცია სარგებლის მიხედვით და ყურადღება გაამახვილოს იმ სეგმენტზე ან სეგმენტებზე, რომლებსაც საუკეთესოდ მოემსახურება და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით თავადაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს.
Champion must target the benefit segment or segments that it can serve best and most profitably, using appeals that match each segment’s benefit preferences.
604666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებლის სტატუსი.
User Status.
604667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის დაყოფა შესაძლებელია: არამომხმარებლებად, ყოფილ მომხმარებლებად, პოტენციურ მომხმარებლებად, პირველად მომხმარებლებად და მუდმივ მომხმარებლებად.
Markets can be segmented into nonusers, ex-users, potential users, first-time users, and regular users of a product.
604668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტოლოგებს სურთ შეინარჩუნონ რეგულარული მომხმარებლები, მიიზიდონ სამიზნე არამომხმარებლები და განაახლონ ურთიერთობა ყოფილ მომხმარებლებთან.
Marketers want to reinforce and retain regular users, attract targeted nonusers, and reinvigorate relationships with ex-users.
604669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პოტენციური მომხმარებლების ჯგუფში შედიან, მაგალითად, ახლად დაქორწინებულები და ახალი მშობლები - ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სტატუსისა და სტილის ცვლილების შემდეგ შესაძლოა კომპანიის ინტენსიურ მომხმარებლებად გადაიქცნენ.
Included in the potential user group are consumers facing life-stage changes—such as newlyweds and new parents—who can be turned into heavy users.
604670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, სამზარეულოებისა და კერძების მოსამზადებელი ჭურჭლით მოვაჭრე კომპანია უილიამს სონომა აქტიურად იზიდავს ახლად დანიშნული წყვილების სეგმენტს.
For example, upscale kitchen and cookware retailer Williams-Sonoma actively targets newly engaged couples.
604671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ის საქორწილო ჟურნალებში კომპანიის რვაგვერდიან ჩანართებს ათავსებს, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც პარკში დასეირნობენ ან სამზარეულოში საუბრობენ და თან ღვინოს მიირთმევენ.
Eight-page Williams-Sonoma inserts in bridal magazines show a young couple strolling through a park or talking intimately in the kitchen over a glass of wine.
604672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მომავალი საპატარძლო სვამს კითხვას: „სიყვარული უკვე ვიპოვე. კიდევ რა მჭირდება?“ აქ კი უილიამს სონომას დანების კომპლექტის, ტოსტერების, ჭიქებისა, ქვაბების და ტაფების სურათები გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა.
The bride-to-be asks, “Now that I’ve found love, what else do I need?” Pictures of Williams-Sonoma knife sets, toasters, glassware, and pots and pans provide some strong clues.
604673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანია ასევე მომხმარებელს სთავაზობს ქორწინებისათვის რეგისტრაციას და კიდევ ერთი ნაბიჯით წინაც მიდის მაღაზია.
The retailer also offers a bridal registry, of course, but it takes its registry a step further.
604674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პროგრამის — „ეს თქვენი მაღაზიაა“ ფარგლებში სამუშაო საათების შემდეგაც მუშაობს და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე წყვილებს შესაძლებლობა აქვთ მივიდნენ და წყნარად შეარჩიონ სასურველი პროდუქტები.
Through a program called “The Store Is Yours,” it opens its stores after hours, by appointment, exclusively for individual couples to visit and make their wish lists.
604675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
უილიამს სონომასთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტია.
This segment is very important to Williams-Sonoma.
604676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დარეგისტრირებული ადამიანების დაახლოებით ნახევარი ამ ბრენდის ახალი მომხმარებლები არიან და მომავალში ისინი დიდი რაოდენობით სამზარეულო და საჭმლის მოსამზადებელ დანადგარებს შეიძენენ.
About half the people who register are new to the brand, and they’ll be buying a lot of kitchen and cookware in the future.
604677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მოხმარების სიხშირე.
Usage Rate.
604678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზარი ასევე შეიძლება დაიყოს პროდუქტის იშვიათი, ზომიერი და ხშირი მოხმარების სეგმენტებად.
Markets can also be segmented into light, medium, and heavy product users.
604679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პროცენტულად პროდუქტის ხშირ მომხმარებელთა რაოდენობა მცირეა, თუმცა ისინი საერთო მოხმარების დიდ ნაწილს წარმოადგენენ.
Heavy users are often a small percentage of the market but account for a high percentage of total consumption.
604680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ბურგერ კინგი კონცენტრირებას აკეთებს „სუპერფანებზე“ — 18-34 წლის ახალგაზრდებზე, დიდი ზომის სენდვიჩის მოყვარულ ქალებსა და მამაკაცებზე, რომლებიც ამ ქსელის კლიენტების 18%-ს, მაგრამ კლიენტთა ვიზიტის საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.
For example, Burger King targets what it calls “Super Fans,” young (ages 18 to 34), Whopper-wolfing males and females who make up 18 percent of the chain’s customers but account for almost half of all customer visits.