მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604721.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
იგი ამ სეგმენტს ასევე სთავაზობს ისეთ დამატებით სარგებელს, როგორიცაა: აქტივების მართვის, საპენსიო ფონდის დაგეგმვისა და ფინანსური განათლების მომსახურებები.
It also offers this segment a wide range of asset management, retirement planning, and financial education services.
604722.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დაბოლოს, ამერიკან ექსპრესმა მცირე ბიზნესის კლიენტებისათვის მოიგონა ოუფენი მცირე ბიზნესის ბარათებისა და ფინანსური მომსახურების სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს საკრედიტო ბარათებსა და საკრედიტო ხაზებს, სპეციალურ ჯილდოებს კრედიტის მოხმარებისათვის, ფინანსური მონიტორინგისა და ხარჯვის ანგარიშგების ელემენტებს და 24-საათიან ფინანსურ დახმარებას.
Finally, for small business customers, American Express has created OPEN: The Small Business Network, a system of small business cards and financial services. It includes credit cards and lines of credit, special usage rewards, financial monitoring and spending report features, and 24/7 customized financial support services.
604723.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ოუფენი სწორედ ის მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მცირე ბიზნესს ვემსახურებით“, – აცხადებს ამერიკან ექსპრესი.
“OPEN is how we serve small business,” says American Express.
604724.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მსხვილ და მრავალ ადგილზე განთავსებულ ბიზნესმყიდველთან ურთიერთობისთვის ბევრი კომპანია სპეციალურ სისტემებს ავითარებს.
Many companies establish separate systems for dealing with larger or multiple-location customers.
604725.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, სთილქეისი, საოფისე ავეჯის წამყვანი მწარმოებელი, ბიზნესბაზარს, უპირველეს ყოვლისა, 7 სეგმენტად ყოფს. ეს არის: ბიომეცნიერებები, უმაღლესი განათლება, აშშ და კანადის მთავრობა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობები, ჯანდაცვა, პროფესიული მომსახურება და საცალო საბანკო მომსახურება.
For example, Steelcase, a major producer of office furniture, first divides customers into seven segments, including biosciences, higher education, U.S. and Canadian governments, state and local governments, healthcare, professional services, and retail banking.
604726.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის შემდეგ კომპანიის გაყიდვების პერსონალი მუშაობს სთილქეისის დამოუკიდებელ დილერებთან, რომ თითოეულ სეგმენტში ადგილობრივ ან რეგიონულ კლიენტებს მოემსახურონ.
Next, company salespeople work with independent Steelcase dealers to handle smaller, local, or regional Steelcase customers in each segment.
604727.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგრამ ბევრ ნაციონალურ ან მულტინაციონალურ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა ადგილას საქმიანობს, მაგალითად, აი-ბი-ემ სანექსონ მობილს, გააჩნიათ კონკრეტული საჭიროებები, რომლებიც შესაძლოა ინდივიდუალური დილერების პასუხისმგებლობის არეალს გასცდეს.
But many national, multiplelocation customers, such as ExxonMobil or IBM, have special needs that may reach beyond the scope of individual dealers.
604728.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, სთილქეისი იყენებს ეროვნულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერებს, რათა დაეხმაროს დილერთა ქსელს, მართონ ეროვნული ანგარიშები.
So Steelcase uses national account managers to help its dealer networks handle national accounts.
604729.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მიზნობრივი ინდუსტრიის შერჩევისა და ბიზნესმყიდველთა მოცულობის განსაზღვრის შემდეგ კომპანიას შეუძლია სეგმენტაცია მოახდინოს შესყიდვისადმი მიდგომისა და პროდუქტისგან მიღებული სარგებლის მიხედვით.
Within a given target industry and customer size, the company can segment by purchase approaches and criteria.
604730.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
როგორც მომხმარებელთა სეგმენტაციის შემთხვევაში ხდება, მრავალ მარკეტოლოგს მიაჩნია, რომ ბიზნესბაზრების სეგმენტაციის საუკეთესო საფუძველს შესყიდვების მანერა და პროდუქტისაგან მიღებული სარგებელი წარმოადგენს.
As in consumer segmentation, many marketers believe that buying behavior and benefits provide the best basis for segmenting business markets.
604731.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
საერთაშორისო ბაზრის სეგმენტაცია.
Segmenting International Markets.
604732.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ძალიან ცოტა კომპანიას თუ აქვს იმის რესურსი ან სურვილი, რომ თავისი საქმიანობა მსოფლიოს ყველა თუ არა, რამდენიმე ქვეყანაში მაინც განახორციელოს.
Few companies have either the resources or the will to operate in all, or even most, of the countries that dot the globe.
604733.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა კოკა-კოლა ან სონი, თავიანთ პროდუქციას 200-ზე მეტ ქვეყანაში ყიდიან, საერთაშორისო ფირმების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბევრ ქვეყანაში საქმიანობა ახალ გამოწვევებს წარმოშობს.
Although some large companies, such as Coca-Cola or Sony, sell products in more than 200 countries, most international firms focus on a smaller set. Operating in many countries presents new challenges.
604734.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სხვადასხვა ქვეყანა, ისინიც კი, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს მდებარეობენ, შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური შეხედულებებით.
Different countries, even those that are close together, can vary greatly in their economic, cultural, and political makeup.
604735.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მომუშავე ფირმებმა, ადგილობრივი ბაზრის მსგავსად, მსოფლიო ბაზარიც სეგმენტებად უნდა დაყონ განსხვავებული შესყიდვითი მოთხოვნილებებისა და ქცევის მიხედვით.
Thus, just as they do within their domestic markets, international firms need to group their world markets into segments with distinct buying needs and behaviors.
604736.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ერთი ან რამდენიმე ცვლადი ფაქტორის კომბინაციით კომპანიებს საერთაშორისო ბაზრის ქვესეგმენტებად დაყოფა შეუძლიათ.
Companies can segment international markets using one or a combination of several variables.
604737.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, შესაძლებელია გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესაბამისად ქვეყნების რეგიონებად დაჯგუფება (დასავლეთ ევროპა, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, შუა აღმოსავლეთი ან აფრიკა).
They can segment by geographic location, grouping countries by regions such as Western Europe, the Pacific Rim, the Middle East, or Africa.
604738.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
გეოგრაფიული სეგმენტაცია გულისხმობს, რომ ერთმანეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებს ბევრი საერთო თვისება და ქცევის მოდელი გააჩნიათ.
Geographic segmentation assumes that nations close to one another will have many common traits and behaviors.
604739.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა, ბევრი გამონაკლისიც არსებობს.
Although this is often the case, there are many exceptions.
604740.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას ბევრი რამ აქვთ საერთო ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, ისინი არ ჰგვანან თავიანთ მეზობელ მექსიკას.
For example, although the United States and Canada have much in common, both differ culturally and economically from neighboring Mexico.