მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604761.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
უფრო მეტიც, თუ მარილის ყველა მყიდველი ყოველთვიურად ერთი და იმავე რაოდენობის მარილს შეიძენს და ერთსა და იმავე საფასურს გადაიხდის, კომპანია ამ ბაზრის სეგმენტაციით სარგებელს მაინც ვერ ნახავს.
Furthermore, if all salt buyers bought the same amount of salt each month, believed that all salt is the same, and wanted to pay the same price, the company would not benefit from segmenting this market.
604762.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სეგმენტი მარკეტოლოგისთვის სასარგებლო რომ გახდეს, უნდა იყოს ადვილად გაზომვადი — სეგმენტის ზომა, შესყიდვის ძალა და პროფილი გაზომვადი უნდა იყოს.
To be useful, market segments must be measurable: The size, purchasing power, and profiles of the segments can be measured.
604763.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სეგმენტაციის გარკვეული მახასიათებლების გაზომვა საკმაოდ რთულია.
Certain segmentation variables are difficult to measure.
604764.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, აშშ-ში 30,5 მილიონი ცაცია ცხოვრობს, რაც კანადის თითქმის მთელ მოსახლეობას უდრის.
For example, there are approximately 30.5 million lefthanded people in the United States, which is nearly the entire population of Canada.
604765.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამ სეგმენტისთვის საკმაოდ ცოტა პროდუქტია გამიზნული.
Yet few products are targeted toward this segment.
604766.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის მთავარი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ამ სეგმენტის განსაზღვრა და შეფასება რთულია.
The major problem may be that the segment is hard to identify and measure.
604767.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ცაციების შესახებ არ არსებობს არანაირი დემოგრაფიული მონაცემები, ვინაიდან გამოკითხვების დროს არც აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიურო და არც კერძო კომპანიები მათზე ინფორმაციას არ აგროვებდნენ.
There are no data on the demographics of lefties, and the U.S. Census Bureau does not keep track of left-handedness in its surveys.
604768.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ხელმისაწვდომი — ბაზრის სეგმენტამდე მიღწევა და მომსახურება ეფექტურად უნდა იყოს შესაძლებელი.
Accessible: The market segments can be effectively reached and served.
604769.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
წარმოიდგინეთ, სუნამოების მწარმოებელმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მისი ბრენდის მუდმივი მომხმარებლები მარტოხელა მამაკაცები და კომუნიკაბელური ქალები არიან, რომლებიც საკმაოდ გვიანობამდე იმყოფებიან გარეთ და სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთობიან.
Suppose a fragrance company finds that heavy users of its brand are single men and women who stay out late and socialize a lot.
604770.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუ ეს ჯგუფები ერთსა და იმავე ადგილას არ ცხოვრობენ, ერთსა და იმავე მაღაზიებში არ დადიან და მსგავსი მედიაპრეფერენციები არ აქვთ, მათ წევრებთან დაკავშირება კომპანიისათვის საკმაოდ რთული იქნება.
Unless this group lives or shops at certain places and is exposed to certain media, its members will be difficult to reach.
604771.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მნიშვნელოვანი — ბაზრის სეგმენტი დიდი ან მომგებიანი უნდა იყოს.
Substantial: The market segments are large or profitable enough to serve.
604772.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მასში უნდა ერთიანდებოდნენ ჰომოგენური პირები, რომელთათვისაც ფინანსურად გამართლებული იქნება სპეციალური მარკეტინგული პროგრამის შედგენა.
A segment should be the largest possible homogeneous group worth pursuing with a tailored marketing program.
604773.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ავტომობილის მწარმოებლის მხრიდან საკმაოდ გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება, ვთქვათ, შვიდ ფუტზე მეტი სიმაღლის ადამიანებისათვის სპეციალური მანქანების გამოშვება.
It would not pay, for example, for an automobile manufacturer to develop cars especially for people whose height is greater than seven feet.
604774.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დიფერენცირებადი - სეგმენტები კონცეპტუალურად გამორჩეული უნდა იყოს სხვა სეგმენტებისაგან და სხვადასხვა მარკეტინგული კომპლექსის ელემენტებსა და პროგრამებზე განსხვავებულად უნდა რეაგირებდნენ.
Differentiable: The segments are conceptually distinguishable and respond differently to different marketing mix elements and programs.
604775.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუ ქალები და მამაკაცები გამაგრილებელი სასმელების მარკეტინგულ აქტივობებზე ერთნაირად რეაგირებენ, ისინი სხვადასხვა სეგმენტს ვერ წარმოქმნიან.
If men and women respond similarly to marketing efforts for soft drinks, they do not constitute separate segments.
604776.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
განხორციელებადი ეფექტური პროგრამების შემუშავებით შესაძლებელია სეგმენტების მოზიდვა და მომსახურება.
Actionable: Effective programs can be designed for attracting and serving the segments.
604777.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა პატარა ავიახაზმა ბაზრის შვიდი სეგმენტი განსაზღვრა, მას ძალიან მცირე რაოდენობის მომსახურე პერსონალი აღმოაჩნდა, რათა თითოეული სეგმენტისათვის ცალკეული მარკეტინგული პროგრამა განევითარებინა.
For example, although one small airline identified seven market segments, its staff was too small to develop separate marketing programs for each segment.
604778.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მიზნობრივი ბაზრის შერჩევა.
Market Targeting.
604779.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბაზრის სეგმენტაციის შედეგად ვლინდება ის სეგმენტები, რომლებთან დაკავშირებაც კომპანიას შეუძლია.
Market segmentation reveals the firm’s market segment opportunities.
604780.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის შემდეგ ფირმამ უნდა შეაფასოს სხვადასხვა სეგმენტი და გადაწყვიტოს, ყველაზე კარგად რამდენს და რომელს მოემსახურება.
The firm now has to evaluate the various segments and decide how many and which segments it can serve best.