მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
იგი ყოველი ამერიკული ოჯახის კლასიფიკაციას ახდენს მრავალი დემოგრაფიული ფაქტორის ასაკის, განათლების დონის, შემოსავლის, თანამდებობის, ოჯახის შემადგენლობის, ეთნიკური წარმოშობის და განსახლების, აგრეთვე ქცევისა და ცხოვრების სტილის ფაქტორების (როგორიცაა, შესყიდვები, თავისუფალი დროის აქტივობები და მედიაპრეფერენციები) მიხედვით.
PRIZM classifies every American household based on a host of demographic factors—such as age, educational level, income, occupation, family composition, ethnicity, and housing—and behavioral and lifestyle factors—such as purchases, free-time activities, and media preferences.
604702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პრიზმა აშშ-ის ტიპურ ოჯახებს დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით 66 სეგმენტად და 14 განსხვავებულ სოციალურ ჯგუფად ყოფს.
PRIZM classifies U.S. households into 66 demographically and behaviorally distinct segments, organized into 14 different social groups.
604703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პრიზმის სეგმენტებს ისეთი ეგზოტიკური სახელწოდებები აქვს, როგორიცაა: „ბავშვები და ჩიხები“, „ნაცრისფერი ძალაუფლება“, „ბოჰემური ნარევი“, „მეიბერის ვილა“, „თოფები და ტვირთმზიდები“, „ძველი დიდება“, „მულტიკულტურული მოზაიკა“, „დიდი ქალაქის ბლუზი“ და „პატარა განათებული ქალაქი“.
PRIZM segments carry such exotic names as “Kids & Cul-de-Sacs,” “Gray Power,” “Bohemian Mix,” “Mayberry-ville,” “Shotguns & Pickups,” “Old Glories,” “Multi-Culti Mosaic,” “Big City Blues,” and “Bright Lites L’il City”.
604704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ეს სახალისო სახელები კლასტერების განახლება-გამოცოცხლებას უწყობს ხელს.
The colorful names help to bring the clusters to life.
604705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პრიზმა და სხვა სისტემები მარკეტოლოგებს ეხმარება მოახდინონ იმ ადამიანებისა და აგრეთვე ადგილმდებარეობების სეგმენტაცია, რომლებიც ერთ აზრს იზიარებენ.
PRIZM and other such systems can help marketers segment people and locations into marketable groups of like-minded consumers.
604706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თითოეულ ჯგუფს/კლასტერს გააჩნია თავისი მახასიათებლები, მაგალითად: რა უყვართ ან არ უყვართ მათ, როგორი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ და ყიდვის რა ქცევებით გამოირჩევიან.
Each cluster has its own pattern of likes, dislikes, lifestyles, and purchase behaviors.
604707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამ სეგმენტში შემავალ ადამიანებს ჰყავთ მერსედესის ჯი-ელის კლასის მანქანები, დილაობით ვარჯიშობენ, საყიდლებზე ნეიმან მარკუსში დადიან და ყოველდღიურად კითხულობენ უოლ სთრით ჟურნალს.
People in this segment are more likely to own a Mercedes GL Class, go jogging, shop at Neiman Marcus, and read The Wall Street Journal.
604708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მეორე მხრივ: ბედროკ ამერიკას სეგმენტი, რომელიც რასტიკ ლივინგის სოციალური ჯგუფის ნაწილია, დასახლებულია ახალგაზრდა, ხელმოკლე ოჯახებით. ისინი მთელი აშშ-ის მასშტაბით ცხოვრობენ პატარა, იზოლირებულ ქალაქებში.
In contrast, the “Bedrock America” segment, part of the Rustic Living social group, is populated by young, economically challenged families in small, isolated towns located throughout the nation’s heartland.
604709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამ სეგმენტში გაერთიანებული ადამიანები მიირთმევენ რესტორნების ისეთ ქსელში, როგორიცაა ჰარდესი, ყიდულობენ მეორად მანქანებს და კითხულობენ ჟურნალ ფეარენთს მაგაზინს.
People in this segment are more likely to eat at Hardee’s, buy a used vehicle, and read Parents Magazine.
604710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასეთი სეგმენტაცია ყველა ტიპის მარკეტოლოგებისათვის მძლავრი იარაღია.
Such segmentation provides a powerful tool for marketers of all kinds.
604711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
იგი ეხმარება კომპანიებს, დაადგინონ და უკეთ გაუგონ ძირითადი კლიენტების სეგმენტებს და საბაზრო შეთავაზებები და შეტყობინებები მათ კონკრეტულ საჭიროებებს მოარგონ.
It can help companies identify and better understand key customer segments, target them more efficiently, and tailor market offerings and messages to their specific needs.
604712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბიზნესბაზრის სეგმენტაცია.
Segmenting Business Markets.
604713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სამომხმარებლო და ბიზნესბაზრების სეგმენტაციისათვის მარკეტოლოგები ხშირად ერთსა და იმავე სეგმენტაციის მეთოდებს იყენებენ.
Consumer and business marketers use many of the same variables to segment their markets.
604714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ორგანიზაციული (ბიზნეს) მყიდველების სეგმენტაცია შესაძლებელია გეოგრაფიული და დემოგრაფიული (ინდუსტრია, კომპანიის სიდიდე) ფაქტორების, სარგებლის, მოხმარების სტატუსის, მოხმარების სიხშირისა და ერთგულების მიხედვით.
Business buyers can be segmented geographically, demographically (industry, company size), or by benefits sought, user status, usage rate, and loyalty status.
604715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა, მარკეტოლოგები დამატებითი სეგმენტაციის ფაქტორებსაც იყენებენ, კერძოდ, მყიდველის საოპერაციო და პიროვნულ მახასიათებლებს, შესყიდვისადმი მიდგომას, სიტუაციურ ფაქტორებს.
Yet, business marketers also use some additional variables, such as customer operating characteristics, purchasing approaches, situational factors, and personal characteristics.
604716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თითქმის ყველა კომპანია ერთ რომელიმე ბიზნესსეგმენტს მაინც ემსახურება.
Almost every company serves at least some business markets.
604717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ამერიკან ექსპრესის სამიზნე სეგმენტებია: ვაჭრები, კორპორაციები და მცირე საწარმოები.
For example, American Express targets businesses in three segments: merchants, corporations, and small businesses.
604718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თითოეული ამ სეგმენტისათვის მან შესაბამისი მარკეტინგული პროგრამები შეიმუშავა.
It has developed distinct marketing programs for each segment.
604719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ვაჭრების სეგმენტის შემთხვევაში, ამერიკან ექსპრესი ცდილობს, ერთი მხრივ, მოიზიდოს და დაარწმუნოს ახალი მოვაჭრეები, გადავიდნენ მის საბარათე სისტემაზე და მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობა არსებულ ვაჭრებთან.
In the merchants segment, American Express focuses on convincing new merchants to accept the card and managing relationships with those that already do.
604720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რაც შეეხება უფრო მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს, კომპანია მათ სთავაზობს კორპორაციული ბარათების პროგრამას, რომელიც დიდი მოცულობის ხარჯებისა და მოგზაურობის მართვის მომსახურებას მოიცავს.
For larger corporate customers, the company offers a corporate card program, which includes extensive employee expense and travel management services.