მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605281.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
დანკინი „არ ჰბაძავს სტარბაქსის ყავის სნობებს, – ამბობს ერთ-ერთი ანალიტიკოსი, – იგი მუშაობს ჩვეულებრივი ამერიკელისათვის“.
Dunkin’ is “not going after the Starbucks coffee snob,” says one analyst, it’s “going after the average Joe”.
605282.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
არსებობის ოთხი წლის განმავლობაში დანკინ დონატსი პირველ ადგილზეა ყავის კატეგორიაში კლიენტების ერთგულების კვლევით და უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ სტარბაქსს.
For four years running, Dunkin’ Donuts has ranked number one in the coffee category in a leading customer loyalty survey, ahead of number-two Starbucks.
605283.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
კვლევის მიხედვით, დანკინ დონატსი მოწინავე ბრენდი იყო, ვინაიდან იგი ყოველთვის აკმაყოფილებდა და აჭარბებდა კიდეც კლიენტების მოთხოვნებს გემოს, ხარისხის და მომსახურების კუთხით.
According to the survey, Dunkin’ Donuts was the top brand for consistently meeting or exceeding customer expectations with respect to taste, quality, and customer service.
605284.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბრენდინდექსის რეიტინგებით კი, დანკინ დონატსის საერთო შეფასება ორჯერ აღემატება მაკდონალდისას და სამჯერ სტარბაქსისას.
And on Brand Index’s buzz rating, the overall buzz score of Dunkin’ Donuts is double that of McDonald’s and triple that of Starbucks.
605285.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
დანკინ დონატსის პოზიციონირება და ღირებულების განაცხადი კარგად არის წარმოდგენილი მის პოპულარულ სარეკლამო სლოგანში – „ამერიკა დანკინით ცხოვრობს“ და მის ბოლოდროინდელი კამპანიის სლოგანში - „თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ“.
Dunkin’ Donuts’ positioning and value proposition are pretty well summed up in its popular ad slogan “America Runs on Dunkin’,” and its latest campaign iteration— “You Kin’ Do It”.
605286.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
კამპანიის ფარგლებში კომპანია ადამიანებს ყოველდღე ახსენებს, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ სირთულეების გადალახვა, მაშინაც კი, როდესაც კრიტიკული პერიოდებია.
The campaign cheers on everyday people who keep America running by reminding them that they can take on any task, even during challenging times.
605287.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამერიკა დანკინით ცხოვრობს – ეს ის ადგილია, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურ საქმეს აკეთებენ.
America runs on Dunkin’—it’s where everyday people get things done every day.
605288.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ თავში თქვენ შეისწავლეთ მარკეტინგული სტრატეგიის ძირითადი ელემენტები: სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა, დიფერენციაცია და პოზიციონირება.
In this chapter, you learned about the major elements of a customer-driven marketing strategy: segmentation, targeting, differentiation, and positioning.
605289.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტოლოგებმა იციან, რომ შეუძლებელია ბაზარზე ყველა მყიდველის გულის მოგება ან მათზე ზემოქმედება ერთი და იმავე ხერხით.
Marketers know that they cannot appeal to all buyers in their markets, or at least not to all buyers in the same way.
605290.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სწორედ ამიტომ დღეს კომპანიების უმეტესობა მასობრივ მარკეტინგს შორდება და მიზნობრივი მარკეტინგისკენ აქვს გეზი აღებული, რაც გულისხმობს ბაზრის სეგმენტების განსაზღვრას, მათგან ერთის ან რამდენიმეს შერჩევას და თითოეულისათვის ინდივიდუალური მარკეტინგული კომპლექსის განვითარებას.
Therefore, most companies today practice target marketing—identifying market segments, selecting one or more of them, and developing products and marketing mixes tailored to each.
605291.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
განსაზღვრეთ მიზნობრივი მარკეტინგის სამი საფეხური: ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და ბაზარზე პოზიციონირება.
Define the major steps in designing a customer-driven marketing strategy: market segmentation, targeting, differentiation, and positioning.
605292.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზნობრივი მარკეტინგი გულისხმობს სტრატეგიების შემუშავებას საჭირო მომხმარებელთან საჭირო ურთიერთობის ასაგებად.
A customer-driven marketing strategy begins with selecting which customers to serve and determining a value proposition that best serves the targeted customers.
605293.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იგი ოთხი ეტაპისაგან შედგება.
It consists of four steps.
605294.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბაზრის სეგმენტაცია ბაზრის დაყოფა მყიდველების ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით ან ქცევით და რომლებსაც განსხვავებული პროდუქტების ან მარკეტინგული კომპლექსის შეთავაზება სჭირდება.
Market segmentation is the act of dividing a market into distinct segments of buyers with different needs, characteristics, or behaviors who might require separate products or marketing mixes.
605295.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზნობრივი ბაზრის შერჩევა მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შესაბამის მომხმარებელთან შესაბამისი ურთიერთობის აგებას გულისხმობს.
Market targeting consists of designing strategies to build the right relationships with the right customers.
605296.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დიფერენციაცია წარმოიდგენს საბაზრო შეთავაზებების დიფერენცირებას მომხმარებლებისთვის ფასეული ღირებულების შესაქმნელად.
Differentiation involves actually differentiating the market offering to create superior customer value.
605297.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბაზარზე პოზიციონირება მოიცავს საბაზრო შეთავაზებისათვის მომხმარებლის გონებაში სასურველი ადგილის მინიჭებას.
Positioning consists of positioning the market offering in the minds of target customers.
605298.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ჩამოთვალეთ და განიხილეთ სამომხმარებლო და ბიზნესბაზრების სეგმენტაციის საფუძვლები.
List and discuss the major bases for segmenting consumer and business markets.
605299.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
არ არსებობს ბაზრის სეგმენტაციის ერთი გამოკვეთილი გზა.
There is no single way to segment a market.
605300.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბაზრის სტრუქტურის საუკეთესოდ დანახვისათვის მარკეტოლოგმა სეგმენტაციის სხვადასხვა საშუალება უნდა მოსინჯოს.
Therefore, the marketer tries different variables to see which give the best segmentation opportunities.