მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605421.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მზე არასოდეს ჩადის „სპორტის ცენტრში“.
The sun never sets on SportsCenter.
605422.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ალბათ კომპანიამ ი-ეს-პი-ენს სახელი უნდა გადაარქვას და მას არა ამერიკული გლობალური ტელევიზია, არამედ „სპორტის ყველა სახეობის უმალვე ნახვის ადგილი“ უწოდოს.
Perhaps the company should rename ESPN to stand for Every Sport Possible—Now.
605423.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
როგორც მაგალითი გვიჩვენებს, მყიდველებთან ურთიერთობის აწყობისას მარკეტოლოგებმა უნდა შექმნან და მართონ პროდუქტები და ბრენდები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ მათ.
As the example shows, in their quest to create customer relationships, marketers must build and manage products and brands that connect with customers.
605424.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მოცემული თავი იწყება ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვით: რა არის პროდუქტი?
This chapter begins with a deceptively simple question: What is a product?
605425.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ იმ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება პროდუქტების კლასიფიკაცია სამომხმარებლო და ბიზნესბაზრებზე.
After addressing this question, we look at ways to classify products in consumer and business markets.
605426.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
შევისწავლით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აკეთებენ მარკეტოლოგები კონკრეტულ პროდუქტებთან, პროდუქციის სერიებისა და პროდუქტთა კომპლექსთან დაკავშირებით.
Then we discuss the important decisions that marketers make regarding individual products, product lines, and product mixes.
605427.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამის შემდეგ განვსაზღვრავთ პროდუქტის კონკრეტული ფორმის — მომსახურების მახასიათებლებს.
Next, we examine the characteristics and marketing requirements of a special form of product—services.
605428.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბოლოს კი ყურადღებას მივაქცევთ საკმაოდ კრიტიკულ საკითხს - როგორ ახერხებენ მარკეტოლოგები პროდუქტისა და მომსახურების ბრენდის შექმნასა და მართვას.
Finally, we look into the critically important issue of how marketers build and manage product and service brands.
605429.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
რა არის პროდუქტი?
What Is a Product?
605430.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ჩვენ განვსაზღვრავთ პროდუქტს, როგორც რაიმეს, რაც შეიძლება ბაზარს მივაწოდოთ ყურადღების მისაქცევად, შესაძენად, გამოსაყენებლად ან მოხმარებისთვის და რომელიც, თავისთავად, სურვილს ან საჭიროებას აკმაყოფილებს.
We define a product as anything that can be offered to a market for attention, acquisition, use, or consumption that might satisfy a want or need.
605431.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
პროდუქტი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მატერიალური საქონელია.
Products include more than just tangible objects.
605432.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მისი ვრცელი განმარტება ასეთია: პროდუქტი მოიცავს ფიზიკურ ობიექტებს, მომსახურებებს, მოვლენებს, ადამიანებს, ადგილებს, ორგანიზაციებს, იდეებს ან ამ ყველაფრის სხვადასხვა კომბინაციას.
Broadly defined, “products” also include services, events, persons, places, organizations, ideas, or a mixture of these.
605433.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამიტომ ამ თავში განვიხილავთ ტერმინს – პროდუქტი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს ან მათ ნაზავს.
Throughout this text, we use the term product broadly to include any or all of these entities.
605434.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამრიგად, ეფლის აიფონი, ტოიოტა ქემრი და კაფე მოკა სტარბაქსი პროდუქტებია. მაგრამ ამასთან მოგზაურობა ლას-ვეგასში, ინტერნეტის საინვესტიციო კომპანია ი-თრეიდის მომსახურების და თქვენი ოჯახის ექიმის რჩევაც პროდუქტებია.
Thus, an Apple iPhone, a Toyota Camry, and a Caffé Mocha at Starbucks are products. But so are a trip to Las Vegas, E-Trade online investment services, and advice from your family doctor.
605435.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობის გამო ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურებას.
Because of their importance in the world economy, we give special attention to services.
605436.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურება არის პროდუქტის ფორმა. იგი მოიცავს საქმიანობას ან სარგებელს, რომელიც გასაყიდად არის შეთავაზებული. ეს ყოველივე არამატერიალურია და არ არის ვინმეს საკუთრება, მაგალითად, საბანკო და სასტუმრო სერვისი, ავიახაზები, საცალო ვაჭრობა, უკაბელო ინტერნეტის მომსახურება და სარემონტო მომსახურება.
Services are a form of product that consists of activities, benefits, or satisfactions offered for sale that are essentially intangible and do not result in the ownership of anything. Examples include banking, hotel services, airline travel, retail, wireless communication, and homerepair services.
605437.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მოგვიანებით მომსახურების თემას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.
We will look at services more closely later in this chapter.
605438.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
პროდუქტი, მომსახურება და შთაბეჭდილებები.
Products, Services, and Experiences.
605439.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
პროდუქტი არის მარკეტინგული შეთავაზების მთავარი ელემენტი.
Products are a key element in the overall market offering.
605440.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარკეტინგული კომპლექსის დაგეგმვა იწყება იმ შეთავაზების ფორმულირებით, რომელიც მიზნობრივ მყიდველებს ფასეულობას აწვდის და მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
Marketing-mix planning begins with building an offering that brings value to target customers.