მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605441.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სწორედ ეს შეთავაზება არის საფუძველი, რაზეც კომპანია მყიდველებთან მომგებიან და მყარ ურთიერთობებს აფუძნებს.
This offering becomes the basis on which the company builds profitable customer relationships.
605442.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიის საბაზრო შეთავაზება ხშირად მოიცავს როგორც მატერიალურ საქონელს, ასევე მომსახურებებს.
A company’s market offering often includes both tangible goods and services.
605443.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ერთი მხრივ, შეთავაზება შეიძლება იყოს წმინდა მატერიალური საქონელი, როგორიცაა: საპონი, კბილის პასტა ან მარილი, რომელთაც თან არანაირი მომსახურება არ ახლავს.
At one extreme, the market offer may consist of a pure tangible good, such as soap, toothpaste, or salt; no services accompany the product.
605444.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მეორე მხრივ, შეთავაზება, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ მომსახურებას გულისხმობს.
At the other extreme are pure services, for which the market offer consists primarily of a service.
605445.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა ან კლიენტის ფინანსური მომსახურება.
Examples include a doctor’s exam or financial services.
605446.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს შეთავაზების ფორმები, რომლებიც მატერიალური საქონლისა და მომსახურების კომბინაციისგან შედგება.
Between these two extremes, however, many goods-and-services combinations are possible.
605447.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დღეს, როდესაც პროდუქტები და მომსახურებები სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, ბევრი კომპანია საკუთარი მომხმარებლისათვის ახალ ფასეულობებს ქმნის, რათა მათი შეთავაზებები განსხვავებული იყოს.
Today, as products and services become more commoditized, many companies are moving to a new level in creating value for their customers.
605448.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თუმცა, იმის მაგივრად, რომ ამ მიზნით მხოლოდ მატერიალური საქონელი შექმნან ან მომსახურება უზრუნველყონ, ისინი თავიანთი ბრენდებით ქმნიან და მართავენ მომხმარებელთა შთაბეჭდილებებს.
To differentiate their offers, beyond simply making products and delivering services, they are creating and managing customer experiences with their brands or company.
605449.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ზოგიერთი კომპანიისათვის შთაბეჭდილება ყოველთვის წარმოადგენდა მარკეტინგის მნიშვნელოვან ნაწილს.
Experiences have always been an important part of marketing for some companies.
605450.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დისნეი დიდი ხანია "აწარმოებს" ოცნებებსა და მოგონებებს მისი ფილმებისა და თემატური პარკების – ატრაქციონების მეშვეობით.
Disney has long manufactured dreams and memories through its movies and theme parks.
605451.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ნაიკმა კი რამდენი ხანია, გამოაცხადა, რომ „ფეხსაცმელი კი არ არის მთავარი, არამედ სად წაგიყვანს ეს ფეხსაცმელი“.
And Nike has long declared, “It’s not so much the shoes but where they take you”.
605452.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თუმცა, დღესდღეობით ყველა ტიპის კომპანია ახორციელებს თავისი პროდუქტისა თუ მომსახურების გადახალისებას და ცდილობს შეუქმნას მყიდველებს შთაბეჭდილებები.
Today, however, all kinds of firms are recasting their traditional goods and services to create experiences.
605453.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ამერიკულმა რესტორნების ქსელმა ოლივ გარდენმა იცის, რომ იგი იტალიურ საჭმელზე უფრო მეტს ყიდის, იგი ყიდის შთაბეჭდილებებს სადილობისას.
For example, the Olive Garden knows that it’s selling more than just Italian food; it’s selling a complete dining experience.
605454.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ათწლეულის წინ, ოლივ გარდენის მენიუმ მიმზიდველობა დაკარგა და შედეგად გაყიდვებმაც იკლო.
A decade ago, Olive Garden’s menu had grown stale, and sales were declining.
605455.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კვლევით დადასტურებულია, რომ „ადამიანებს ენატრებათ ოჯახური სითბო და კავშირები“, – აცხადებს დრიუ მადსენი, ოლივ გარდენის მშობელი კომპანია დარდენ რესთრანსის პრეზიდენტი.
Research showed that “people missed the emotional comfort and connectivity that comes with family,” says Drew Madsen, president of parent company Darden Restaurants.
605456.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამდენად, ოლივ გარდენმა მიზნად დაისახა ცვლილებები შეეტანა მომსახურებაში და მომხმარებელს შესთავაზა ახალი გამოცდილება შემდეგი ლოზუნგით: „ჩვენთან თქვენ ოჯახური გარემო გხვდებათ“.
So the Olive Garden set out to recraft its guest dining experience, under the tagline “When you’re here, you’re family”.
605457.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
იმისათვის, რომ ეს დანაპირები შეესრულებინა, ოლივ გარდენმა იტალიური საოჯახო სამზარეულოს ტრადიციების აქტიურად შეთავაზებით დაიწყო, მაგალითად, ახალი დიზაინით მოაწყო რესტორნები, რომელთა ინტერიერიც წააგავდა ჩვეულებრივი იტალიური სოფლის სახლს, დიდი მაგიდით, რაც იტალიური რესტორნის ფლორენიან ტრატორიას სტილს მოგაგონებდათ.
To actually deliver that guest experience, the Olive Garden began tying everything it did to an idealized Italian family meal. For example, it designed new restaurants to suggest Italian farmhouses, with a large family-style table, modeled on one in a Florentine trattoria.
605458.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
იტალიელებთან თანამშრომლობით ოლივ გარდენმა მე-11 საუკუნის ტოსკანის სოფელში დააარსა ტოსკანის კულინარიის ინსტიტუტი.
In partnership with Italians, the Olive Garden even founded the Culinary Institute of Tuscany (CIT) in an 11th-century Tuscan village.
605459.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ ინსტიტუტში ათასობით მზარეული და რესტორნის გუნდის წევრი გადამზადდა. ისინი იტალიაში იმისათვის გაგზავნეს, რომ დაუფლებოდნენ ნამდვილი იტალიური სამზარეულოს საიდუმლოებებს, რომლებსაც „დიდი სიამოვნებით გაუზიარებდნენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს“.
Through CIT, hundreds of Olive Garden chefs and restaurant team members have traveled to Italy to gain inspiration and learn the secrets of authentic Italian foods “that you’ll enjoy sharing with your friends and family”.
605460.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
წელიწადში ათჯერ და უფრო მეტჯერაც კომპანია რესტორნის გუნდის წევრებს აგზავნის იტალიაში, აღნიშნულ ინსტიტუტში გამოცდილების მისაღებად. იქ კი ადგილობრივი ექსპერტები მათ ყველანაირ წვრილმანს აზიარებენ, ზეითუნის ზეთის გამოხდიდან დაწყებული, არომატების დაყენებით დამთავრებული.
More than 10 times a year, the company sends restaurant team members to spend a week at CIT, where local experts expose them to everything from how olive oil gets pressed to how to layer flavors in Bolognese.