მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
გაზრდილი კონკურენცია და ბუმი საცალო ვაჭრობაში ნიშნავს იმას, რომ შეფუთვამ უკვე მრავალი ისეთი ამოცანა უნდა შეასრულოს, რომელიც მაღაზიას პროდუქტის გაყიდვაში დაეხმარება. ეს ამოცანებია: ყურადღების მიპყრობა, პროდუქტის აღწერა და გაყიდვების ხელშეწყობა.
Increased competition and clutter on retail store shelves means that packages must now perform many sales tasks—from attracting attention, to describing the product, to making the sale.
605662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დღესდღეობით კომპანიები კარგად აცნობიერებენ შეფუთვის მნიშვნელობას, რადგან სწორედ მისი საშუალებით აღიქვამს და არჩევს მყიდველი კომპანიასა თუ ბრენდს.
Companies are realizing the power of good packaging to create immediate consumer recognition of a brand.
605663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, საშუალო ზომის სუპერმარკეტებში 47 000 სახეობის პროდუქტი იყიდება; ვოლმარტის ჩვეულებრივ სუპერმარკეტში 142 000 დასახელების საქონელია.
For example, an average supermarket stocks 47,000 items; the average Walmart supercenter carries 142,000 items.
605664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ტიპური მყიდველი წუთში 300 სახეობის პროდუქტს ჩაუვლის და ნავაჭრის 40-70%-ს ინსტინქტურად იძენს.
The typical shopper passes by some 300 items per minute, and from 40 percent to 70 percent of all purchase decisions are made in stores.
605665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასეთ მაღალკონკურენტულ გარემოში შეფუთვა შესაძლოა გამყიდველის მიერ მყიდველზე გავლენის მოხდენის უკანასკნელი შანსი იყოს.
In this highly competitive environment, the package may be the seller’s last and best chance to influence buyers.
605666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამდენად, მრავალი კომპანიისათვის შეფუთვა მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
Thus, for many companies, the package itself has become an important promotional medium.
605667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
შეფუთვის ცუდი დიზაინი მომხმარებელს საგონებელში აგდებს, ხოლო კომპანიას შემოსავალს უკარგავს.
Poorly designed packages can cause headaches for consumers and lost sales for the company.
605668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
წარმოიდგინეთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ისეა შეფუთული, რომ მისი გახსნა შეუძლებელია. მაგალითად, დი-ვი-დის შესანახი ყუთები, რომლებიც ძალიან წებოვანი ეტიკეტებითაა შეკრული და მათი გახსნა მოუხერხებელია. ან ისეთი შეფუთვა, რომელიც მავთულითაა დამაგრებული და მის მოსახსნელად თითიც კი შეიძლება გადაიტყავო, ან კიდევ პლასტმასის დასაწკაპუნებელი კონტეინერები, რომლებიც სპეციალური სახანძრო სამსახურის მოწყობილობით თუ გაიხსნება.
Think about all those hard-to-open packages, such as DVD cases sealed with impossibly sticky labels, packaging with finger-splitting wire twist-ties, or sealed plastic clamshell containers that take the equivalent of the fire department’s Jaws of Life to open.
605669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასეთი შეფუთვა, როგორც მას ამაზონი უწოდებს, იწვევს „მრისხანებას შეფუთვის გამო“.
Such packaging causes what Amazon.com calls 'wrap rage'.
605670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამაზონმა ახლახან წამოიწყო ყოველწლიური ინიციატივა ასეთი „მრისხანების“ შესამსუბუქებლად.
Amazon.com recently launched a multiyear initiative to alleviate wrap rage.
605671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
იგი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ფიშერ-ფრაისი, მეტელი, მაიკროსოფტი და სხვა, იმისათვის, რომ მომხმარებელს ისეთი შეფუთვა შესთავაზონ, რომელიც მათ საერთოდ არ შეუქმნის სირთულეს.
It’s working with companies such as Fisher-Price, Mattel, Microsoft, and others to create “frustration-free packaging”.
605672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ეს ახალი ტიპის შეფუთვა არა მარტო შეამცირებს კლიენტების აღელვებას, არამედ ეკონომიური იქნება მასალისა და რესურსების თვალსაზრისით.
These new packages not only reduce customer frustration, but they also cut down on packaging waste and energy usage.
605673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
„ამას მრავალი წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტების არსენალი, რომელთა შეფუთვაც არანაირ უხერხულობას არ გამოიწვევს“, — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
“It will take many years,” says the company, “but our vision is to offer our entire catalog of products in frustration-free packaging.
605674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ნოვატორულ შეფუთვას შეუძლია კომპანია კონკურენტებთან შედარებით გამორჩეული გახადოს და გაზარდოს გაყიდვები.
Innovative packaging can give a company an advantage over competitors and boost sales.
605675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები შეფუთვაში საკმაოდ შესამჩნევია.
Sometimes even seemingly small packaging improvements can make a big difference.
605676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ჰაინცმა საკმაზების 170-წლიან ინდუსტრიაში სრული რევოლუცია მოახდინა. მან პროდუქტი მომხმარებელს ახალი საწებლის ბოთლით შესთავაზა, რაც მას საშუალებას აძლევს ბოლო წვეთიც კი გამოწუროს.
For example, Heinz revolutionized the 170-year-old condiments industry by inverting the good old ketchup bottle, letting customers quickly squeeze out even the last bit of ketchup.
605677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
გარდა ამისა, მოიგონა ბოთლის ისეთი დიზაინი, რომელიც მაცივრის კარში კარგად ეტევა და ისეთი თავსახური აქვს, ბავშვებიც რომ ადვილად გახსნიან.
At the same time, it adopted a “fridge-door-fit” shape that not only slots into shelves more easily but also has a cap that is simpler for children to open.
605678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ახალი შეფუთვის შემოღებიდან ოთხ თვეში გაყიდვები 12%-ით გაიზარდა.
In the four months following the introduction of the new package, sales jumped 12 percent.
605679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
გარდა ამისა, ახალი შეფუთვა რეკლამის თვალსაზრისითაც მუშაობს.
Even more, the new package does double duty as a promotional tool.
605680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ერთ-ერთი ანალიტიკოსი ამბობს: „როდესაც მომხმარებლები მაცივრის კარის ყოველი გამოღებისთანავე ხედავენ ჰაინცის ემბლემას, ეს უკვე ნიშნავს, რომ კომპანიამ მოახერხა თავისი მარკეტინგული აქტივობების მომხმარებლის სახლში გადატანა“.
Says a packaging analyst, “When consumers see the Heinz logo on the fridge door every time they open it, it’s taking marketing inside homes.