მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605781.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიას შეუძლია ბიზნესი ოთხი გზით გაზარდოს.
The company can increase its business in four ways.
605782.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მას შეუძლია პროდუქტთა ასორტიმენტის გაფართოება ახალი სერიების დამატებით.
It can add new product lines, widening its product mix.
605783.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ შემთხვევაში კომპანიის უკვე არსებულ სერიათა რეპუტაცია ახალ სერიებზეც ვრცელდება.
In this way, its new lines build on the company’s reputation in its other lines.
605784.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიას შეუძლია არსებული პროდუქტის სერია გააგრძელოს - სხვა პროდუქტების ხაზები დაამატოს, რათა უფრო სრული სერიის მეპატრონე გახდეს, ან თითოეულ პროდუქტის ხაზში ცალკეული პროდუქტების სხვადასხვა ვერსია შეიმუშაოს და ამით პროდუქციის კომპლექსის სიღრმე გაზარდოს.
The company can lengthen its existing product lines to become a more full-line company. It can add more versions of each product and thus deepen its product mix.
605785.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
საბოლოოდ, კომპანია მიიღებს პროდუქციის კომპლექსს, რომელშიც შემავალი პროდუქციის სერიები ან თავსებადი იქნება ერთმანეთთან ან არა. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, რა სურს კომპანიას – ძლიერი რეპუტაცია ერთ თუ რამდენიმე ინდუსტრიაში.
The company can pursue more product line consistency—or less—depending on whether it wants to have a strong reputation in a single field or in several fields.
605786.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბოლოდროინდელი ეკონომიკური სირთულეების გამო მრავალმა კომპანიამ პროდუქტთა კომპლექსების რაციონალიზაციით შეძლო შეემცირებინა წარუმატებელი საქონლის პარტია და მოდელები და დაეხვეწა ფასეულობათა განაცხადი.
In the face of recent economic difficulties, many companies have streamlined their product mixes to pare out marginally performing lines and models and sharpen their value propositions.
605787.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დანარჩენებმა თავიანთი პროდუქტების კომპლექსები იმით გაამყარეს, რომ დაამატეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი პროდუქტის ვარიანტები.
Others have bolstered their product mixes by adding more affordable options.
605788.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
როდესაც მომხმარებლები თავიანთი ბრენდების უპირატესობებისა და პრიორიტეტების გადახედვას აწარმოებენ, მარკეტოლოგებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
As consumers rethink their brand preferences and priorities, marketers must do the same.
605789.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მათ თავიანთი პროდუქტის კომპლექსები მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებს უნდა მოარგონ და მომგებიანად შექმნან მომხმარებლისათვის უკეთესი ფასეულობა.
They need to align their product mixes with changing customer needs and profitably create better value for customers
605790.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურების მარკეტინგი.
Services Marketing.
605791.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბოლო პერიოდში მომსახურების სექტორი საგრძნობლად განვითარდა და დღესდღეობით აშშ-ის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 80%-ს შეადგენს.
Services have grown dramatically in recent years. Services now account for close to 80 percent of the U.S. gross domestic product (GDP).
605792.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მოსალოდნელია, რომ 2014 წლისათვის აშშ-ში 5 სამუშაო ადგილიდან ოთხი მომსახურების სფეროში იქნება.
By 2014, it is estimated that nearly four out of five jobs in the United States will be in service industries.
605793.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურების სფერო კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება მსოფლიო ეკონომიკაში და მთლიანი მსოფლიო პროდუქტის 64%-ს შეადგენს.
Services are growing even faster in the world economy, making up 64 percent of the gross world product.
605794.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურების დარგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
Service industries vary greatly.
605795.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მთავრობა მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობს სასამართლოების, დასაქმების სამსახურების, საავადმყოფოების, სამხედრო სამსახურის, პოლიციისა და სახანძროს, ფოსტისა და საშუალო განათლების სფეროებში.
Governments offer services through courts, employment services, hospitals, military services, police and fire departments, the postal service, and schools.
605796.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მრავალი ბიზნესორგანიზაცია ახორციელებს ისეთი მომსახურების შეთავაზებას მსურველთათვის, როგორიცაა: ავიახაზები, ბანკები, სასტუმროები, სადაზღვევო კომპანიები, საკონსულტაციო ფირმები, სამედიცინო და იურიდიული პრაქტიკა, გასართობი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, უძრავი ქონების კომპანიები, ცალობით მოვაჭრეები და სხვა.
A large number of business organizations offer services— airlines, banks, hotels, insurance companies, consulting firms, medical and legal practices, entertainment and telecommunications companies, real-estate firms, retailers, and others.
605797.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურების ბუნება და დამახასიათებელი თვისებები.
The Nature and Characteristics of a Service.
605798.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიამ მარკეტინგული პროგრამების შექმნისას უნდა გაითვალისწინოს მომსახურებისთვის დამახასიათებელი ოთხი თვისება — არამატერიალურობა, განუყოფლობა, მრავალფეროვნება და მალფუჭებადობა.
A company must consider four special service characteristics when designing marketing programs: intangibility, inseparability, variability, and perishability.
605799.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომსახურების არამატერიალურობა ნიშნავს, რომ მომსახურებას ვერ დავინახავთ, ვერ გავსინჯავთ, ვერ ვიგრძნობთ, ვერ გავიგებთ და ვერც დავყნოსავთ, სანამ არ შევიძენთ.
Service intangibility means that services cannot be seen, tasted, felt, heard, or smelled before they are bought.
605800.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, როდესაც ადამიანი იკეთებს კოსმეტიკურ ოპერაციას, იგი შედეგს ვერ დაინახავს, სანამ არ „შეიძენს“ მას.
For example, people undergoing cosmetic surgery cannot see the result before the purchase.