მოიძებნა 668044 ჩანაწერი
606241.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
პროქტერ & გემბელის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ამ ნათქვამით გამოხატულია ბრენდის მოძველებული ცნება.
According to one P&G rep, that claim is meant to address an outdated notion about the brand.
606242.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
„მამაკაცები მუდმივად გვეუბნებიან, რომ მათ ჩვენი სამართებლები ეძვირებათ. ასე რომ, მათთვის იაფფასიანი ალტერნატივების შეთავაზება საკმაოდ მომგებიანი იქნება“.
“Guys have consistently told us that they think our blades are costly, so reframing the true expense for them makes good sense”.
606243.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ხელმომჭირნე და ფულის ეკონომიურად მხარჯველი მომხმარებლებისთვის სხვა ეროვნულმა ბრენდებმა ხელახალი პოზიციონირება განახორციელეს.
Faced with tighter-fisted consumers, other national brands have reacted by significantly repositioning themselves.
606244.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, უნილევერმა მის რაგუს სარეკლამო კამპანიაში შეიტანა ერთ-ერთი ფასეულობის შესახებ შეტყობინება.
For example, Unilever has integrated a value message into its campaign for Ragú.
606245.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
რეკლამაში ნათქვამია: რაგუთი და ერთი მუჭა მაკარონით ოთხკაციან ოჯახს გამოკვებავთ, რაც მხოლოდ ოთხი დოლარი დაგიჯდებათ.
One print ad reads, With Ragú and a pound of pasta, you can feed a family of four for less than four dollars.
606246.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს საუკეთესო საკვებია, რომელიც გამოგადგებათ მაშინ, როდესაც თქვენი ოჯახი იზრდება, ხოლო ეკონომიკა უარესდება.
The perfect meal when your family is growing and the economy is shrinking.
606247.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განაცხადი მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოგვადგეს, უფრო გრძელვადიან წარმატებას მუდმივი ინვესტიციები სჭირდება პროდუქტის ინოვაციასა და ბრენდის მარკეტინგში.
Although such value pitches might work for now, long-term national-brand success requires continued investment in product innovation and brand marketing.
606248.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, რაგუს ღირებულების ფასეულობათა განაცხადი გულისხმობს მომხმარებლისთვის მისაღებ ხარისხს და არა დაბალ ფასს.
For example, the Ragú value positioning emphasizes affordable quality rather than low prices.
606249.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩემი აზრით, ცნობილ ბრენდებს გააჩნიათ თავიანთი მისია და იდეალები. მათი იდეები უდიდესი ღირებულებაა მომხმარებელთათვის.
I think great brands have a strong sense of their meaning, their ideals, their mission—and their ideas represent a tremendous value to consumers.
606250.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვფიქრობ, დიადმა ბრენდებმა მომხმარებელს თავიანთი ამბავი უნდა უამბონ.
I think great brands have to tell their stories.
606251.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
მათ დიადი საქმეები უნდა აკეთონ... ადამიანებს მიანიჭონ სიხარული, დაეხმარონ და მოემსახურონ – გააცინონ. ისინი, მიაწოდონ იდეები ან კიდევ გადააჭრევინონ პრობლემები.
They have to do great things ... [bringing] joy, help, and service to people by making them laugh, giving them an idea, or solving a problem.
606252.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების პერიოდშიც კი ეროვნული ბრენდების მარკეტოლოგებმა ერთგულება უნდა შეინარჩუნონ ბრენდების მიმართ.
So, even when the economic pendulum swings downward, national-brand marketers must remain true to their brand stories.
606253.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
„თქვენ შესაძლოა გქონდეთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც ფასეულობას ეყრდნობა, მაგრამ არ იქნება კარგი, დასცილდეთ იმას, რასაც თქვენი ბრენდი ჰპირდება მომხმარებელს, – აცხადებს ერთი აღმასრულებელი მარკეტოლოგი, – ეს ერთადერთი მექანიზმია, რომლითაც მომავალში შეძლებთ თავის დაცვას კერძო ბრენდებისაგან“.
“You can have a value proposition that accentuates good value, but you don’t want to walk away from the core proposition of the brand,” says one marketing executive. “That’s the only thing you have to protect yourself” from private labels in the long run.
606254.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ მნიშვნელოვან ელემენტს ცვლილებათა მოწინააღმდეგენიც კი აღიარებენ.
Even some die-hard store-brand buyers prove this important point.
606255.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
კალიქსთ სმითმა ახლახან შეწყვიტა ეროვნული ბრენდის ისეთი პროდუქციის შესყიდვა, როგორიცაა: პური, რძე, ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ამით თვეში 50 აშშ დოლარი დაზოგა ოჯახისათვის.
Kalixt Smith has recently given up national brands for bread, milk, toilet paper, and dish detergent, saving up to $50 a month on groceries for her family of four.
606256.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ოჯახს ცვლილებები არ შეემჩნია.
She’s even gone to great lengths to hide some of the changes from her family.
606257.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ჩემი ბავშვები ვერც კი ამჩნევენ განსხვავებას“.
“My kids do not seem to notice the difference”.
606258.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პროდუქტი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, მატერიალური ნიშან-თვისებების მქონე საგანი.
A product is more than a simple set of tangible features.
606259.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მყიდველისათვის შეთავაზებული თითოეული პროდუქტისა თუ მომსახურების განხილვა 3 დონეზეა შესაძლებელი.
Each product or service offered to customers can be viewed on three levels.
606260.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რეალური პროდუქტის შექმნა ხდება ძირითადი პროდუქტის ირგვლივ და მოიცავს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა: პროდუქტის ხარისხის დონე, ასევე მასში სხვადასხვა ნიშან-თვისების ინტეგრირება, დიზაინი, ბრენდის სახელი და შეფუთვა.
The actual product exists around the core and includes the quality level, features, design, brand name, and packaging.