მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607201.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
წარმოიდგინეთ, მომხმარებელთა 2% აცხადებს, რომ ისინი "აუცილებლად" იყიდიან ამა თუ იმ პროდუქტს, ხოლო 5% „ალბათ“ იყიდის.
Suppose 2 percent of consumers say they “definitely” would buy, and another 5 percent say “probably.”
607202.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კომპანიას შეუძლია ეს მონაცემები გათვალოს მთელ მოსახლეობაზე და წინასწარ შეაფასოს გაყიდვების მოცულობა.
The company could project these figures to the full population in this target group to estimate sales volume.
607203.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაშინაც კი, როცა შეფასება არადამაჯერებელია — ადამიანები ყოველთვის როდი მისდევენ წინასწარ დასახულ მიზნებს.
Even then, the estimate is uncertain because people do not always carry out their stated intentions.
607204.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მარკეტინგული სტრატეგიის მომზადება.
Marketing Strategy Development.
607205.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
დავუშვათ, ავტომწარმოებელი დაადგენს, რომ ელექტრომანქანისათვის მე-3 კონცეფცია ყველაზე კარგია.
Suppose the carmaker finds that concept 3 for the electric car tests best.
607206.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
შემდეგი ეტაპია მარკეტინგული სტრატეგიის მომზადება, რომელიც გულისხმობს საწყისი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას ამ მანქანის ბაზარზე შესატანად.
The next step is marketing strategy development, designing an initial marketing strategy for introducing this car to the market.
607207.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მარკეტინგული სტრატეგიის განაცხადი შედგება სამი ნაწილისაგან.
The marketing strategy statement consists of three parts.
607208.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პირველი აღწერს სამიზნე ბაზარს, დაგეგმილ ღირებულებათა შეთავაზებას და გაყიდვებს, საბაზრო წილს და მოგების მიზნებს რამდენიმე წლისათვის.
The first part describes the target market; the planned value proposition; and the sales, market share, and profit goals for the first few years.
607209.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ამდენად, სამიზნე ბაზარი უფრო ახალგაზრდაა, კარგად განათლებული, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებით, წყვილებით თუ მცირერიცხოვანი ოჯახებით, რომლებსაც სურთ პრაქტიკული და ისეთი სახის ტრანსპორტით მგზავრობა, რომელიც გარემოს არ დააბინძურებს.
Thus: The target market is younger, well-educated, moderate to high-income individuals, couples, or small families seeking practical, environmentally responsible transportation.
607210.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მანქანის პოზიციონირება მოხდება, როგორც ადვილად სამართავის და ნაკლებად დამაბინძურებლის დღევანდელ შიდა წვის ძრავის ან ჰიბრიდულ მანქანებთან შედარებით.
The car will be positioned as more fun to drive and less polluting than today’s internal combustion engine or hybrid cars.
607211.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კომპანიის მიზანი იქნება 50,000 მანქანის გაყიდვა პირველ წელს არა უმეტეს 15 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგით.
The company will aim to sell 50,000 cars in the first year, at a loss of not more than $15 million.
607212.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მეორე წელს 90,000-ს გაყიდის და 25 მილიონ აშშ დოლარიან მოგებას მიიღებს.
In the second year, the company will aim for sales of 90,000 cars and a profit of $25 million.
607213.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მარკეტინგული სტრატეგიის განაცხადის მეორე ნაწილში მოცემულია პროდუქტის დაგეგმილი ფასი, დისტრიბუცია და მარკეტინგის ბიუჯეტი პირველი წლისათვის: ელექტრომანქანები სამი ფერის იქნება – წითელი, თეთრი და ლურჯი და აქსესუართა სრული კომპლექსით.
The second part of the marketing strategy statement outlines the product’s planned price, distribution, and marketing budget for the first year: The battery-powered electric car will be offered in three colors—red, white, and blue— and will have a full set of accessories as standard features.
607214.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მისი საცალო ფასი იქნება 25,000 აშშ დოლარი, ხოლო დილერებს მიეცემათ 15%-იანი ფასდაკლება.
It will sell at a retail price of $25,000, with 15 percent off the list price to dealers.
607215.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ის დილერები, რომლებიც თვეში 10-ზე მეტ მანქანას გაყიდიან, იმ თვეში დამატებით 5%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ყოველ გაყიდულ მანქანაზე.
Dealers who sell more than 10 cars per month will get an additional discount of 5 percent on each car sold that month.
607216.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მარკეტინგზე გამოყოფილი 50-მილიონიანი ბიუჯეტი შუაზე გაიყოფა ადგილობრივი მედიაკამპანიისა და ადგილობრივი ღონისძიებების მარკეტინგისთვის.
A marketing budget of $50 million will be split 50–50 between a national media campaign and local event marketing.
607217.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სარეკლამო რგოლებსა და ვებგვერდზე წინა პლანზე იქნება გამოტანილი ამ მანქანის სახალისო სულისკვეთება და მცირე გამონაბოლქვი / ემისიები.
Advertising and the Web site will emphasize the car’s fun spirit and low emissions.
607218.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პირველ წელს, 100,000 აშშ დოლარი დაიხარჯება მარკეტინგულ კვლევაზე იმის დასადგენად, ვინ ყიდულობს მას და რა აკმაყოფილებს მყიდველს.
During the first year, $100,000 will be spent on marketing research to find out who is buying the car and what their satisfaction levels are.
607219.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მარკეტინგული სტრატეგიის განაცხადის მესამე ნაწილი აღწერს დაგეგმილ გრძელვადიან გაყიდვებს, სამიზნე მოგებასა და მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგიას: „ჩვენი მიზანია მივიღოთ 3%-იანი გრძელვადიანი წილი საერთო ავტოგაყიდვებიდან და აგრეთვე 15%-იანი მოგება ინვესტიციებზე გადასახადების გადახდის შემდეგ.
The third part of the marketing strategy statement describes the planned long-run sales, profit goals, and marketing mix strategy: We intend to capture a 3 percent long-run share of the total auto market and realize an after-tax return on investment of 15 percent.
607220.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ამის მისაღწევად დროთა განმავლობაში პროდუქტის ხარისხი გაიზრდება და გაუმჯობესდება.
To achieve this, product quality will start high and be improved over time.