მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
როგორც ჩანს, კარგად მართული ბრენდი მუდმივად შენარჩუნდება.
It seems that a well-managed brand could live forever.
607402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, ისეთი საამაყო და პატივსაცემი ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა, ჯილეტი, ბუდვაიზერი, გინესი, ამერიკან ექსპრესი, უელს ფარგო, კიკომენი, ტაბასკოს საწებელი, 100 წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ძველ სიძლიერეს.
Venerable brands like Coca-Cola, Gillette, Budweiser, Guinness, American Express, Wells Fargo, Kikkoman, and TABASCO sauce, for instance, are still going strong after more than 100 years.
607403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
გინესის ლუდმა 250 წლის იუბილე იზეიმა, ხოლო ტაბასკოს ეამაყება, რომ მისი საწებელი უკვე 140 წლისაა და მაინც შეუძლია სრულიად „გაგაცხაროს“.
Guinness beer recently celebrated its 250th anniversary; and TABASCO sauce brags that it’s “over 140 years old and still able to totally whup your butt!”
607404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პროდუქტის სიცოცხლის ციკლის ცნებით შეგვიძლია აღვწეროთ მისი კლასი (ბენზინზე მომუშავე ავტომობილები), ფორმა (სპორტული მანქანები) ან ბრენდი (ფორდ ისქეიფ).
The PLC concept can describe a product class (gasoline-powered automobiles), a product form (SUVs), or a brand (the Ford Escape).
607405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პროდუქტის კლასს ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი გააჩნია; მრავალი პროდუქტის კლასის გაყიდვები დიდხანს რჩება სტაბილურ პერიოდში.
Product classes have the longest life cycles; the sales of many product classes stay in the mature stage for a long time.
607406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
შედარებისათვის: პროდუქტის ფორმას ხშირად სტანდარტული პროდუქტის სიცოცხლის ციკლი გააჩნია.
Product forms, in contrast, tend to have the standard PLC shape.
607407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პროდუქტის ისეთმა ფორმებმა, როგორიცაა, სახლის ტელეფონი და ვიდეოკასეტები პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპი გაიარეს — შემოღება, სწრაფი ზრდა, სტაბილურობა და დაღმასვლა.
Product forms such as “dial telephones” and “VHS tapes” passed through a regular history of introduction, rapid growth, maturity, and decline.
607408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კონკრეტული ბრენდის სიცოცხლის ციკლი შესაძლოა სწრაფად იცვლებოდეს სხვადასხვაგვარი კონკურენტული შემოტევებისა და რეაგირების გამო.
A specific brand’s life cycle can change quickly because of changing competitive attacks and responses.
607409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სტილი ძირითადი მაჩვენებელია. განსხვავებულია მხოლოდ მისი გამოხატვის ფორმა.
A style is a basic and distinctive mode of expression.
607410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, სტილს შეხვდებით სახლებში (კონიური, რანჩო, გარდამავალი), სამოსთან მიმართებით (ოფიციალური, ყოველდღიური) და ხელოვნებაში (რეალისტური, სიურრეალისტური, აბსტრაქტული).
For example, styles appear in homes (colonial, ranch, transitional), clothing (formal, casual), and art (realist, surrealist, abstract).
607411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მას შემდეგ, რაც სტილი შეიქმნა, იგი შესაძლოა თაობებიდან თაობაში გაგრძელდეს მოდაში ბრუნვით.
Once a style is invented, it may last for generations, passing in and out of vogue.
607412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სტილს ახასიათებს სხვადასხვა ინტერესის გამოვლენა სხვადასხვა პერიოდში.
A style has a cycle showing several periods of renewed interest.
607413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მოდა დღესდღეობით მიღებული ან პოპულარული სტილია ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში.
A fashion is a currently accepted or popular style in a given field.
607414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, 1980-იანი და 1990-იანი წლების კორპორაციული ჩაცმულობის ოფიციალური ბიზნესსტილი დასაბამი აღმოჩნდა 2000-იანების ყოველდღიური ბიზნესსამოსისთვის.
For example, the more formal “business attire” look of corporate dress of the 1980s and 1990s gave way to the “business casual” look of the 2000s.
607415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მოდა ნელ-ნელა ვითარდება, გარკვეული პერიოდი პოპულარულია და შემდეგ ისევ ნელ-ნელა დაღმასვლას იწყებს.
Fashions tend to grow slowly, remain popular for a while, and then decline slowly.
607416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ახირება უჩვეულოდ მაღალი გაყიდვების დროებითი პერიოდია, თან სდევს მომხმარებელთა ენთუზიაზმს და პროდუქტისა თუ ბრენდის სწრაფ პოპულარობას.
Fads are temporary periods of unusually high sales driven by consumer enthusiasm and immediate product or brand popularity.
607417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ახირება შესაძლოა ჩვეულებრივი ციკლის ნაწილიც იყოს, როგორიც მაგალითად, პოკერის სათამაშო აქსესუარების გაყიდვებთან მიმართებით, ანდა ბრენდისა თუ პროდუქტის მთლიან ციკლს წარმოადგენდეს.
A fad may be part of an otherwise normal life cycle, as in the case of recent surges in the sales of poker chips and accessories. Or the fad may comprise a brand’s or product’s entire life cycle.
607418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ე. წ. რიყის ქვებისაგან დამზადებული სათამაშოები ამის კლასიკური მაგალითია.
“Pet rocks” are a classic example.
607419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
როგორც კი დაინახა, რომ მისი მეგობრები წუწუნებდნენ იმის შესახებ, რაოდენ ძვირი უჯდებოდათ თავიანთი ძაღლების მოვლა, სარეკლამო აგენტმა გერი დაჰლმა იხუმრა რიყის ქვისგან დამზადებულ სათამაშოსთან დაკავშირებით.
Upon hearing his friends complain about how expensive it was to care for their dogs, advertising copywriter Gary Dahl joked about his pet rock.
607420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მან მალე მთელი სახელმძღვანელო დაწერა, სახელად ,,თქვენი ქვის სათამაშოს მოვლა და გაწვრთნა“.
He soon wrote a spoof of a dog-training manual for it, titled “The Care and Training of Your Pet Rock.”