მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ხარისხის თვალსაზრისით, უნდა გადავიდეთ „საკმაოდ კარგიდან“ „ნამდვილად გემრიელისკენ“ და ის ბრენდები, რომელთა ყიდვითა და გამოყენებით ჩვენი კლიენტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ისეთებად ვაქციოთ, რომელთა გარეშეც ისინი ვერ შეძლებენ ცხოვრებას.
On the quality side, we need to shift from ‘good enough’ to ‘truly delicious,’ turning brands that our consumers have lived with for years into brands they can’t live without.
607642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრაფტმა აღნიშნა, რომ იგი სერიოზულ ინვესტიციებს განახორციელებდა ინოვაციასა და ახალი პროდუქტის განვითარებაში.
Kraft pronounced that it would invest heavily in innovation and new-product development.
607643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიამ მისი ახალი პროდუქტის განვითარება დაიწყო არა საცდელ სამზარეულოებში, არამედ მომხმარებელთა სახლებში სიარულით, რათა მომხმარებელთა სამყარო საკუთარი თვალით დაენახა და არა ლინზებით.
Kraft began its new-product development efforts not in test kitchens but by visiting consumers’ homes to see the world through customers’ eyes rather than through a company’s lens.
607644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
როზენფელდი ამბობს: „გვინდა ჩვენს პროდუქციას ახალი მიმართულება მივცეთ, რომელიც დღევანდელ რეალობას უფრო მეტად უკავშირდება.
We want to take our products “in a new direction that’s more consistent with the reality of consumers’ lives today,” declared Rosenfeld.
607645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩვენ გვჭირდება კლიენტებზე ორიენტირებული ინოვაცია.
We need “customer-focused innovation!”
607646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრაფტმა დაადგინა ერთი მარტივი ჭეშმარიტება მომხმარებელთა დღევანდელობასთან მიმართებით: მათ უნდათ მაღალი ხარისხის, მაგრამ ამავე დროს ჯანსაღი და მოსახერხებელი პროდუქცია.
Kraft discovered the simple truth about the way customers live their lives today: They want high-quality but convenient and healthy foods.
607647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
როზენფელდი ამბობს: „განა გაცილებით უფრო მარტივი არ იქნებოდა, შინ რესტორნის ხარისხის საკვები რომ გქონდეთ გარკვეული ხარჯის სანაცვლოდ?“.
“Wouldn’t it be a whole lot easier if you could have restaurant-quality food at home for a fraction of the cost?” asked Rosenfeld.
607648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
გუნდმა ასევე გაიაზრა, რომ კრაფტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი მისია დაესრულებინა.
The team also realized that Kraft already had all the fixings it needed to complete this mission.
607649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ შეთავაზებები მომხმარებელთა ცვალებად სტილსა და გემოვნებაზე მოერგო.
It needed only to reframe its offerings in ways that fit customers’ changing lifestyles.
607650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, კრაფტმა შექმნა საკმაოდ წარმატებული ბრენდი დელი ქრიეიშენს – თვითონ დაამზადე-ტიპის სენდვიჩის კომპლექტი, რომელშიც შედის: პური, ოსკარ მეიერის ხორცი, კრაფტის ყველის სახეობები და სანელებლები, როგორიცაა მაგალითად, ეი-1-ის სტეიკის სოუსი და გრეი პოუპონის მდოგვი.
For example, Kraft developed the highly successful “Deli Creations” brand—a build-your-own premium sandwich kit that includes bread, Oscar Mayer meats, Kraft cheeses, and condiments such as A1 steak sauce and Grey Poupon mustard.
607651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებლებს სწრაფ რეჟიმში შეუძლიათ სენდვიჩის მომზადება მხოლოდ ერთი წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედონ და მიირთვან ცხელი და რესტორნის ტიპის სენდვიჩი.
Customers can quickly assemble the sandwiches, pop them into the microwave for one minute, and wrap their mouths around a hot, restaurant-style sandwich.
607652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასევე, კრაფტმა გასაყიდად გაიტანა ფრეშ ქრიეიშენსის სალათა, ოსკარ მეიერის ხორცით, კრაფტის ყველით, გუდ სიზონის სალათის მოსართავით და პლანტერის თხილეულით, რამაც მისი პროდუქტი გასტრონომის პროდუქტების სექციაში მოათავსა.
In a similar fashion, Kraft rolled out “Fresh Creations” salads, complete with Oscar Mayer meat, Kraft cheese, Good Season’s salad dressing, and Planter’s nuts, a move that took its product portfolio into a whole new section of the grocery store, the produce section.
607653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრაფტმა ინვესტიციებიც კი განახორციელა მისი რამდენიმე ძველი ბრენდის გასაძლიერებლად.
Kraft even invested to reinvigorate some of its old brands.
607654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მან თავის გრეი პოუპონის ბრენდს დაუმატა ოთხი ახალი თამამი არომატი. ეს ის სახელია, რომელმაც დიდი ინვესტიციების გარეშეც შეძლო მომხმარებელთა 70% შეენარჩუნებინა.
For example, it added four bold new flavors to the Grey Poupon brand, a name that had retained 70 percent consumer awareness even without much investment.
607655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ახალი არომატის რეკლამისათვის გამოიყენეს სარეკლამო კამპანიის ახალი ვერსია „მაპატიეთ“.
The new flavors were supported by a fresh version of the old and much-liked Grey Poupon “Pardon me” ad campaign.
607656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრაფტმა ახალი სული ჩაბერა მის არსებულ ბრენდებსაც, როგორებიცაა კნუდსენი და ბრეიქსტონი იმით, რომ მოახდინა მათი თანამარკეტინგი ლაივექთივის ბრენდთან.
Kraft also infused new life into existing brands such as Knudsen and Breakstone by co-marketing them with the LiveActive health brand.
607657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმისათვის, რომ ახალი პროდუქტის კარგად გაყიდვა უზრუნველყოს, კრაფტმა გაზარდა მარკეტინგის ხარჯები, გადაახალისა და განაახლა პროდუქტის შეფუთვა და რეკლამა.
To support its new-product lineup, Kraft also boosted marketing expenditures and refreshed the look and feel of its packaging and advertising.
607658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთ დროს პრიმიტიული მარკეტინგის მეთოდების მომხმარებელმა კრაფტმა საერთოდ განაახლა დიზაინი – მას აქვს მიმზიდველი ვებგვერდი, ელექტრონული ჟურნალი და გაზეთი, რომელსაც ელფოსტით ურიგებს დაინტერესებულ მხარეებს.
The once old-school marketer now sports a revamped Web site, a splashy Food & Family e-magazine, and e-mail newsletters.
607659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრაფტს აიფუდ ესისთანიც კი აქვს - აიფონის სპეციალური პროგრამა, რომელშიც მოთავსებულია უმარტივესი რეცეპტები, საყიდლების სია და საკვების მაღაზიის ადგილმდებარეობის დამდგენი მექანიზმი.
Kraft even offers a much-lauded iPhone app—iFood Assistant—that serves up simple recipes anytime anywhere, complete with shopping lists and a food store locator.
607660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, როგორც ჩანს, კრაფტი დაბრუნდა – ან სწორი მიმართულებით მაინც მოძრაობს.
Thus, it appears, Kraft is back—or at least heading in the right direction.