მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა ის მოხდენილი და ენთუზიაზმით სავსე პატარა მანქანა, რომლის ღირებულებაც სამიზნე მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, მიეღო ის, რაც უნდოდა.
It then designed a stylish, peppy little car with costs that allowed it to give target customers those values.
608162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ზოგიერთი კომპანია ფასზე არ აკეთებს დიდ აქცენტს და მარკეტინგული კომპლექსის სხვა მეთოდებს იყენებს, რომ შექმნას არაფასისმიერი პოზიციონირება.
Other companies deemphasize price and use other marketing mix tools to create nonprice positions.
608163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ხშირად საუკეთესო სტრატეგია ყველაზე დაბალი ფასის დაწესება კი არ არის, არამედ მარკეტინგული შეთავაზების განსხვავება სხვა შეთავაზებისაგან, რაც ფაქტობრივად ამართლებს მაღალ ფასს.
Often, the best strategy is not to charge the lowest price but rather differentiate the marketing offer to make it worth a higher price.
608164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, ბენდ & ოლუფსენი, რომელიც ცნობილია დახვეწილი სამომხმარებლო ელექტროტექნიკით, ძვირად აწარმოებს თავის პროდუქციას და სამაგიეროდ საშინლად მაღალ ფასს ადებს.
For example, Bang & Olufsen (B&O)—known for its cutting-edge consumer electronics—builds more value into its products and charges sky-high prices.
608165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, ამ კომპანიის 50-ინჩიანი ბეო ვიჟენ 4 ეიჩ-დი ტელევიზორი დაგიჯდებათ 7,500 აშშ დოლარი; 65-ინჩიანი მოდელი — 13,500$, ხოლო 103-ინჩიანი — 93,050$.
A B&O 50-inch BeoVision 4 HDTV will cost you $7,500; a 65-inch model runs $13,500, and a 103-inch model goes for $93,050.
608166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
რაც შეეხება სრულ ბი & ოუს გასართობ სისტემას, ალბათ არც კი იკითხავთ ფასს.
A complete B&O entertainment system? Well, you don’t really want to know the price.
608167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ზოგიერთი მარკეტოლოგი პროდუქციას მაღალი ფასით უკეთებს პოზიციონირებას, ამით იმის წარმოჩენა სურს, რომ მაღალი ფასები მისი მიმზიდველობის თვისებაა.
Some marketers even position their products on high prices, featuring high prices as part of their product’s allure.
608168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, გრანდ მარნიერი მომხმარებელს სთავაზობს ფრანგული შამპანურის განსაკუთრებულ ჩამოსხმას — ერთ ბოთლს 225 დოლარად, რომელსაც მარკეტინგულად ფუთავს და არქმევს: „მისი შოვნა ძნელია, მისი წარმოთქმა შეუძლებელია და ის საოცრად ძვირია“.
For example, Grand Marnier offers a $225 bottle of Cuvée du Cent Cinquantenaire that’s marketed with the tagline “Hard to find, impossible to pronounce, and prohibitively expensive”.
608169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ტატიუს საიქლი, პრემიუმ კლასის ველოსიპედების მწარმოებელი, მაღალ ფასებს თავის რეკლამაში ასახავს.
And Titus Cycles, a premium bicycle manufacturer, features its high prices in its advertising.
608170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ამდენად, მარკეტოლოგებმა უნდა გაითვალისწინონ მარკეტინგული სტრატეგია და მარკეტინგული კომპლექსი ფასების დაწესებისას.
Thus, marketers must consider the total marketing strategy and mix when setting prices.
608171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც ფასებს აწესებენ, მარკეტოლოგებს უნდა ახსოვდეთ, რომ მომხმარებლები პროდუქტის შეძენისას მხოლოდ ფასით არ ინტერესდებიან.
But again, even when featuring price, marketers need to remember that customers rarely buy on price alone.
608172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ისინი ეძებენ ისეთ პროდუქციას, რომელიც მათ საუკეთესო ფასეულობას სთავაზობს იმ ფასად, რასაც მასში იხდიან.
They seek products that give them the best value in terms of benefits received for the prices paid.
608173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ორგანიზაციული საკითხები.
Organizational Considerations.
608174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დააწესებს კომპანიაში ფასებს.
Management must decide who within the organization should set prices.
608175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფასწარმოქმნას კომპანიები სხვადასხვა გზით აწარმოებენ.
Companies handle pricing in a variety of ways.
608176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მცირე ზომის კომპანიებში ამას ხშირად მაღალი დონის მენეჯმენტი აკეთებს და არა მარკეტინგის ან გაყიდვების დეპარტამენტები.
In small companies, prices are often set by top management rather than by the marketing or sales departments.
608177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დიდ კომპანიებში ფასწარმოქმნა, როგორც წესი, ბრენდის ან პროდუქტის ხაზის მენეჯერების მოვალეობაა.
In large companies, pricing is typically handled by divisional or product line managers.
608178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სამრეწველო პროდუქციის ბაზრებზე, გაყიდვების მუშაკებს შესაძლოა ნება დართონ, აწარმოონ მოლაპარაკება კლიენტებთან ფასების გარკვეულ არეალში.
In industrial markets, salespeople may be allowed to negotiate with customers within certain price ranges.
608179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
და მაინც, საბოლოო ჯამში, უმაღლესი დონის მენეჯმენტის ვალდებულებაა ფასწარმოქმნის სამიზნე განაკვეთებისა და პოლიტიკის დაწესება. იგი ხშირად ეთანხმება იმ ფასებს, რომლებსაც უფრო დაბალი დონის მენეჯმენტის რგოლი სთავაზობს.
Even so, top management sets the pricing objectives and policies, and it often approves the prices proposed by lower-level management or salespeople.
608180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მრეწველობის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ავიახაზები, ფოლადის წარმოება, რკინიგზა, ნავთობკომპანიები, ფასწარმოქმნა გადამწყვეტი ფაქტორია და ამისათვის ხშირად თვით კომპანიებში არსებობს სპეციალური განყოფილებები, რომელთა მოვალეობაა დააწესონ საუკეთესო ფასები ან დაეხმარონ სხვებს მათ დაწესებაში.
In industries in which pricing is a key factor (airlines, aerospace, steel, railroads, oil companies), companies often have pricing departments to set the best prices or help others in setting them.