მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608241.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ბოლოდროინდელი დიდი რეცესიის შემდეგ მომხმარებლებმა ხელახლა გადახედეს პროდუქციის ფასისა და ფასეულობის კავშირს.
In the aftermath of the recent Great Recession, consumers have rethought the pricevalue equation.
608242.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მრავალმა მომხმარებელმა უფრო ეკონომიურად დაიწყო ცხოვრება.
Many consumers have tightened their belts and become more value conscious.
608243.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
როგორც ერთ-ერთი მარკეტოლოგი აცხადებს, ახალ და უფრო მეტად მომჭირნე ეკონომიკის პირობებში აღარ არის ზედმეტი ფუფუნების დრო.
In the new, more-frugal economy, bemoans one marketer, “The frill is gone”.
608244.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
უფრო მეტიც, მომხმარებლები ეკონომიურად ცხოვრებას მაშინაც კი განაგრძობენ, როცა ეკონომიკა გამოსწორდება.
Even more, consumers will likely continue their thrifty ways well beyond any economic recovery.
608245.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
შედეგად, მრავალმა მარკეტოლოგმა უფრო მეტი ყურადღება მიაქცია ფასწარმოქმნის ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მომგებიანია.
As a result, many marketers have increased their emphasis on value-for-the-money pricing strategies.
608246.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
როგორც პროქტერ & გემბელის ერთ-ერთი მარკეტოლოგი აღნიშნავს, „ფასეულობა ჯადოსნური სიტყვაა. ახლანდელი ეკონომიკის პირობებში, ხალხი ბევრს ფიქრობს, სანამ რაიმეს შეიძენს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვეცადოთ მომხმარებელს შევთავაზოთ ფასეულობა“.
“Value is the magic word”. says a P&G marketer. “In these economic times, people are being much more thoughtful before making purchases. Now, we’re going to be even more focused on helping consumers see value”.
608247.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ყველაზე აშკარა რეაგირება ახალ ეკონომიკურ რეალობებზე ფასების შემცირება და სერიოზული ფასდაკლებების შეთავაზებაა.
The most obvious response to the new economic realities is to cut prices and offer deep discounts.
608248.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ათასობით კომპანიამ ეს უკვე გააკეთა.
And thousands of companies have done just that.
608249.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დაბალი ფასები პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ახალისებს მოკლევადიან გაყიდვებს.
Lower prices make products more affordable and help spur short-term sales.
608250.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა ფასების ასეთ შემცირებას შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი გრძელვადიანი შედეგები.
However, such price cuts can have undesirable long-term consequences.
608251.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დაბალი ფასები ნიშნავს დაბალი მოგების მარჟას.
Lower prices mean lower margins.
608252.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სერიოზულმა ფასდაკლებებმა შესაძლოა გააიაფოს ბრენდი მომხმარებლის ცნობიერებაში.
Deep discounts may cheapen a brand in consumers’ eyes.
608253.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
და როგორც კი კომპანია ფასებს შეამცირებს, მათი კვლავ გაზრდა შეუძლებელი იქნება მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკა აღმასვლას დაიწყებს.
And once a company cuts prices, it’s difficult to raise them again when the economy recovers.
608254.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, განვიხილოთ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: სტარბაქსი, ტიფანი და ჰოულ ფუდს მარკეტი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდნენ თავიანთი ბრენდის პოზიციონირებას ფასებით მოწინავე პროდუქტებს შორის.
Consider companies such as Starbucks, Tiffany’s, or Whole Foods Market, which have spent years successfully positioning themselves on premium products at premium prices.
608255.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ახალი ფასწარმოქმნის გარემოსთან ადაპტირების დროს ასეთ კომპანიებსა და ფირმებს საკმაოდ დიდი სირთულეები შეხვდა პროდუქტების ფასეულობის განაცხადის ხელახლა დარეგულირებასთან დაკავშირებით და ამავე დროს მათი უფრო გრძელვადიანი „მეტი მეტისათვის“ პოზიციონირებასთან მიმართებით.
In adapting to the new pricing environment, such firms face the difficult task of realigning their value propositions while staying true to their longer-term “more-for-more” positioning.
608256.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
იმის მაგივრად, რომ ფასები შეამცირონ, მრავალი კომპანია მარკეტინგულ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებზე.
Rather than cutting prices, many companies are instead shifting their marketing focus to more affordable items in their product mixes.
608257.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
და მაგალითად, თუ ადრე ჰოუმ დეპო რეკლამას უწევდა უფრო ძვირ და მაღალხარისხიან პროდუქციას და კონცეფციებს, მაგალითად, საოცნებო სამზარეულოების შექმნას, ამჟამად იგი რეკლამას უწევს ხელმარჯვეობას და ხელის სამუშაო იარაღებს დევიზით: „რაც უფრო მეტს დაზოგავ, მით უფრო მეტს გააკეთებ. ჰოუმ დეპოს ძალაც ამაშია“.
For example, whereas its previous promotions emphasized high-end products and pricey concepts such as creating dream kitchens, Home Depot’s more recent advertising pushes items like potting soil and hand tools under the tagline: “More saving. More doing. That’s the power of Home Depot”.
608258.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სხვა კომპანიები არ ცვლიან ფასებს, მაგრამ თავიანთი ფასეულობის განაცხადში ფასეულობას სხვაგვარად განმარტავენ.
Other companies are holding prices but redefining the “value” in their value propositions.
608259.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, უნილივერმა მისი ძვირიანი, მაგრამ მაღალი ხარისხის მქონე ბერტოლის გაყინული პროდუქციის ხელახალი პოზიციონირება მოახდინა და იგი გადააქცია სახლში მისართმევი კერძის ბრენდად, რომელიც გარეთ ჭამაზე უფრო მეტად ხელმისაწვდომია.
For instance, Unilever has repositioned its higher-end Bertolli frozen meals as an eat-at-home brand that’s more affordable than eating out.
608260.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
კრაფტი ველვეტას ყველის რეკლამებში მომხმარებელს აქტიურად მოუწოდებს „დაივიწყოს ჩედარის ყველი, ვინაიდან ველვეტა უკეთესია“ და აცხადებს, რომ ველვეტას ერთი ყუთი „ჩედარის ყველზე ორჯერ დიდია, ფასი კი იგივეა“.
And Kraft’s Velveeta cheese ads tell shoppers to “forget the cheddar, Velveeta is better” claiming that a package of Velveeta is “twice the size of cheddar, for the same price”.