მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608301.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
გასულ წელს იგი ჟურნალ ბიზნესვიქის „კლიენტთა მომსახურების ჩემპიონთა“ ოცდახუთეულში აღმოჩნდა.
Last year, Panera rated among BusinessWeek’s top 25 “Customer Service Champs”.
608302.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ კარგი, სწრაფი, ყოველდღიური საკვები და მაღალი დონის მომსახურება პანერას მომგებიანი შეთავაზების მხოლოდ ერთი ნაწილია.
But good fast-casual food and outstanding service are only part of Panera’s value-added proposition.
608303.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ალბათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება – ისე მიიზიდოს ადამიანები, რომ იქიდან წასვლა სულაც არ სურდეთ.
Perhaps even more important is the Panera experience—one so inviting that people don’t want to leave.
608304.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მოსახერხებელი დასაჯდომი ტყავის ტახტები და სავარძლები, თბილი განათება, ბუხარი და უფასო ინტერნეტი კლიენტებს პირდაპირ ეხვეწება: არ წახვიდეთ, კიდევ დარჩითო.
Comfortable booths, leather sofas and chairs, warm lighting, a fireplace, and free Wi-Fi all beg customers to relax and stay awhile.
608305.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ადგილობრივი პანერა ერთგვარი საზოგადოების თავშეყრის ადგილადაც კი გადაიქცა.
In fact, the local Panera has become a kind of community gathering spot.
608306.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნებისმიერ მომენტში აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც ერთად თავშეყრის უამრავი მიზეზი აქვთ.
At any given moment, you’ll find a diverse group of customers hanging out together for a variety of reasons.
608307.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მომავალი სასიძო შეიძლება ესაუბრებოდეს მისი ქორწილის ფოტოგრაფს; შემოვიდეს ბიზნესმენი ლეპტოპით; მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეთა ნაშრომებს ასწორებს; ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფი ბიბლიის საკითხებზე მსჯელობდეს; ან უბრალოდ ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ატარებენ დროს.
One recent sample included a bride-to-be chatting with her wedding photographer, two businesspeople with laptops, a teacher grading papers, a church group engaged in Bible study, and a baker’s dozen of couples and families just enjoying each others’ company.
608308.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
შაიჩმა იცის, რომ საჭმელი მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი უფრო სასიამოვნო თავყრილობის ადგილსა და ატმოსფეროს ყიდის და ამბობს კიდეც: „ჩვენ ფაქტობრივად ხალხს ადგილს ვაქირავებთ, საკვები კი ჩვენთან შემოსვლის უფლების საფასურია“.
Shaich knows that, although the food’s important, what he’s really selling is an inviting place to be. “In many ways”. he says, “we’re renting space to people, and the food is the price of admission”.
608309.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმის მაგივრად, რომ გაეუარესებინა შესათავაზებელი სერვისის ფასეულობა და დაეგდო ფასები რთულ პერიოდში, პანერა მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო გააუმჯობესოს პროდუქტი.
Rather than cutting back on value and lowering prices in difficult times, Panera is looking for ways to add even more value.
608310.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა მაინც ისევ და ისევ პროდუქტის სიახლეა.
Freshness remains a driving force.
608311.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაღაზიებში უკვე ადგილზე ცხვება პური მთელი დღის განმავლობაში და არა მხოლოდ დილაადრიან.
Store ovens now produce warm bread throughout the day, rather than just in the wee hours of the morning.
608312.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ქსელის საცდელ ლაბორატორიებში მიმდინარეობს ახალი გრილის შემოწმება, რომელიც განახევრებულ დროში ამზადებს.
And the chain’s development labs are testing a new grill that churns out paninis in half the time.
608313.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
შაიჩი აცხადებს: „დროა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და მომხმარებლებს შევუქმნათ ჩვენთან სადილობის საუკეთესო გამოცდილება ზუსტად მაშინ, როდესაც ამას ნაკლებად ელიან“.
“This is the time to increase the food experience, when the customer least expects it”. Shaich insists.
608314.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
პანერას დამატებითი ფასეულობის დამატების სტრატეგია და შესაბამისი ცვლილებები საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც კარგ, ისე ცუდ პერიოდში.
Panera’s strategy of adding value and charging accordingly has paid off handsomely, through good economic times and bad.
608315.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა ქსელი იკეტება ან წაგებაზე მუშაობს, პანერა ყვავის.
At a time when most chains are struggling and closing stores, Panera is flourishing.
608316.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი გაყიდვები სამჯერ გაიზარდა, ხოლო მოგება გაორმაგდა და მთელი 6 კვარტლის განმავლობაში ორნიშნულიანი იყო.
Over the past five years, its sales have more than tripled, and profits have more than doubled, including six straight quarters of double-digit profit gains through the heart of the recent recession.
608317.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამჟამად პანერა 100 ახალი მაღაზიისა და 1,500 კაფეს გახსნას გეგმავს.
This year, Panera plans to add 100 new stores to its current portfolio of 1,500 cafés.
608318.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფასეულობისაკენ ილტვის, არავის არ უნდა საკვები სათანადო ფასეულობით ვის არ უნდა საკვები სათანადო ფასეულობით შექმნას.
Although everyone wants value, he insists, not everyone wants it in the form of a value meal.
608319.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ აზრს ეთანხმება ანა სკროდსკი, 28 წლის ადვოკატი ჩიკაგოდან, რომელმაც ბოლოს პანერაში სულ 9. 72 დოლარი დახარჯა ქათმის ცეზარსა და ცივ ლიმონათზე.
Anne Skrodzki, a 28-year-old Chicago attorney, agrees. She recently spent $9.72 at Panera on a chicken Caesar salad and frozen lemonade.
608320.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ფასია. პორციები დიდია. საჭმელი კი მაღალი ხარისხის... თანაც აქ უფასო ინტერნეტია“.
“I think it’s a pretty good value. The portions are generous. The food is high quality ... I’ve also gotten used to coming here for the free Wi-Fi”.